უცნაური

დავით IV აღმაშენებელი

8acb745c5006 დავით აღმაშენებლის მეფობა

დავით IV აღმაშენებელი იყო გიორგი II ის მემკვიდრე. გამეფდა 16 წლის 1089 წელს. იმ დროისთვის საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.დავითი სწრაფად და მძლავრად ამოქმედდა, მან მოიწვია ყველა ვისაც ქართველობა არ მოჰკვდომოდა და იმედი ჰქონდათ სამშობლოს გადარჩენისა. ახლად შექმნილი ჯარით თურქებს მოულოდნელად დაესხმებოდა თავს, ანადგურებდნენ და უმალვე გაუჩინარდებოდნენ ხოლმე. დავითი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვარჯიშობდა, და მას ტოლი არ ჰყავდა ხმალში, ჯირითში, ისრის სროლაში, შუბის ტყორცნაში, მუშტის ძგერაში, სირბილში, ცურვაში, შიმშილის, წყურვილის, სიცხისა და ყინვის გაძლებაში. გავიდა 4 წელიწადი. ქართველი ხალხი სიკვდილის პირისგან გამოაბრუნა და ფეხზე წამოაყენა ,,ღვთისგანბოძებულმა” ხელმწიფემ. მაგრად სანამ გარეშე მტერთა მიმართ სრული შეტევით დაიძვრებოდა, მანამ საჭირო იყო შინაურ ერისთავთა და აზნაურთა მოთოკვა და მოარშივება. ყველაზე ძლიერი და ავი ფეოდალი იყო ლიპარიტ ივანეს ძე ბაღვაში, რომელიც მამაპაპურ ტრადიციებს არ ღალატობდა და თავ გამოდებით ებრძოდა მეფეს და საქართველოს. დავითმა შეიპყრო ლიპარიტი, დააბორკილა და დილეგში ჩასვა, მერე მისი ვედრება შეიწყნარა, და გაანთავისუფლა, მაგრამ მაინც არ დაიშალა თავისი ერისთავმა, დავითმა ხელმეორედ შეიპყრო იგი, 2 წელი დილეგში ამყოფა და შემდეგ ბიზანტიაში გააძევა სადაც აღესრულა კიდეც ლიპარით ბაღვაში. მეფის წინააღმდეგ ებრძოდა ერისთავი ძაგან აბულეთის ძე, მოღალატე, ფლიდი და ვერაგი მებატონე. დავითს მხარს უმაგრებდა მისი ძმა ეპისკოპოსი მოდისტოსი. ძმები ისე თვითნებურად მოქმედებდნენ თითქოს დავით მეფე არც არსებულიყო ამ ქვეყანაზე. სასწრაფოდ ამხედრდა დავითი, ძმებს წაართვა აღებული ვიხესიმაგრეები და მამულები, ორივეს პატივი და ღირსება აყარა და დილეგში ჩაყარა. დავითი საბოლოოდ დარწმუნდა რომ, რომ მხოლოდ ლიპარიტის, ძაგანის და მოდისტოსის დასჯრა ვერ დააწყნარებდა და ვერ განამტკიცებდა შინაგან აშლილ ქვეყანას. ქართული ეკლესია ზნედაცემულ, ხარბთა და ქვეყნის მოღალათე ,, ავაზაკთა ქვაბად ” გადაქცეულიყო.ეკლესიებიდან და სამღვდელოებიდან მოედინებოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა.სწორედ ამიტომ 1103 წელს დავითმა მოიწვია რუის-ურბნისის კრება, თანამდებობედიდან გადააყენა უღირსი ფეოდალები და დანიშნა ღირსეულნი. მეფემ გააერთიანა ორი დანამდებოდა საერო მწიგნობართუხუცესობა და სასულიერო ჭყონდიდელობა და ეს ორივე თანამდებობა ჩააბარა გიორგი ჭყონდიდელს, თავის აღმზრდელს. 1099 წელს ევროპელმა ჯვაროსნებმა თურქებს იერუსალიმი წაართვეს და პალესტინაში ევროპულ-ქრისტიანული სახელმწიფო იერუსალიმი დაარსეს. მაშინვე დავით მეფემ ხარკის მიცემა შეუწყვიტა თურქთა სულთანს. სულტანმა დუმილით უპასუხა ქართველი მეფის ესოდენ თამამ გამოსვლას.სანამ თურქთა სრულ განდევნას შეუდგებოდა მანამ საქართველოს სრული გაერთიანება უნდა დაესრულებინა დავით მეფეს. დავითი მტრის სიძლიერეს არ დაერიდა, ლაშქარი შემოყარა და კახეთისაკენ წარემართა. 1104 წელს ბრძოლა მოხდა ერწუხს. ამ ბრძოლაში მეფეს 3 ცხენი მოულკლეს და მეოთხე ცხენით დაამთავრა ბრძოლა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი და ნებიერად შემოიერთეს კახეთ – ჰერეთი. 1110 წელს მეფემ გიორგი ჭყონდიდელი გაგზავნა ჯარით სამშვილდის ასაღებად. მოულოდნელად დაეცა თავს გიორგი სამშვილდეში ჩაბუდებულ თურქთა ციხიონს. თურქებმა ხელის გამოღებაც ვერ მოასწრეს და ხმლის გაუნძრევლად ჩააბარეს ქართველებს ქართული ციხე – ქალაქი. იმ ღამითვე ქართველებმა სამშვილდის ახლოს მდებარე ციხე ძერნაც აიღეს. სამშვილდის დაკარგვამ ქვემო ქართლში ჩასახლებულ თურქობას ისეთი თავზარი დასცა, ერთ ღამეში მიატოვეს აქაური ციხეების უმრავლესობა და გაიხვეწნენ. ქართულ ციხეებში ქართველი მეციხოვნეები შედგნენ. თურქთა მაშინდელმა სულტანმა მუჰამედმა არ დათმო მარცხი და იმავე წელს 100 000-იანი მხედრობა გამოგზავნა საქართველოსკენმ მტერი თრიალეთში მოვიდა. დავით მეფე ამ დროს ნაჭარმაგევში იყო, საღამო ჟამს ჯარი მოიკითხა დავითმ, მხოლოდ 1 500 კაცი აღმოჩნდა საომრად მომზადებული. ცხენს მოახტა მეფე, ეს მცირე რიცხოვანი ლაშქარი აიყოლია თან და მთელი ღამის შეუსვენებელი ჭენებით მიადგა თრიალეთს. მისვლისთანავე ეკვეთნენ მტერს ქართველები. ბრძოლა აისიდან დაისამდე გაგრძელდა. თურქებმა ბრძოლის ველს ზურგი აქვიეს, ბანაკი თავის ავლადიდებით ქართველებს დაუტოვეს და გაიფანტნენ. 1115 წელს დავითის ბრძანებით გიორგი ჭყონდიდელმა თურქებს ხელიდან გამოჰგლიჯა რუსთავი. 1115 წლის დეკემბერში თურქთა უზარმაზარი ლაშქარი შემოვიდა საქართველოში, და ბასიანში დაბანაკდა გამოსაზამთრებლად. მომდევნო წლის თებერვალში დავით მეფე ისევ ,, უგრძნეულად ” ღვთის რისხვასავით დაეძგერა მტერს. დაეძგერა და შავი დღე გაუთენა. ქართველებმა ურიცხვი თურქი ჩაჰხოცეს და ჩახლიწეს ბასიანის ხევებში. 1117 წელს დავითმა კიდევ ერთველ ილაშქრა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. აქ მან აიღო და შემოიერთა ჰერეთის უკანასკნელი დიდი ციხესიმაგრე გიში. ამავე დროს დავითს თავისი ძე დემეტრე შირვანში ჰყავდა გაგზავნილი სალაშქროდ. მან აიღო ციხე-ქალაქი ქალაძორი და დიდძალი სიმდიდრით დაბრუნდა მამასთან. 118 წელს დავით მეფე ნახიდურში აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდა. ხელმწიფეს მოახსენეს რომ თურქები ჯავახეთს დასცემიან და მოუკლავთ თუხარისის ერისთავი ბეშქენ ჯაყელი. მაშინვე წამოიჭრა მეფე, ცხენზე ამხედრდა, მუდამ მზაობაში მყოფი მონასპა აიყოლია და მტერს მიაშურა. არეზის პირას იპოვა ბანაკდ მდგარი თურქობა და უმალვე, ისე რო მტერს ფეხზე წამოდგომაც არ აცალა ელვასავით დაესხა თავს. თურქთა ბანაკი აირია და კზოუკლოდ გაიფანტა, სდიეს და სჩეხეს ქართველებმა, მტრის მცირე ნაწილმა გაასწრო სიკვდილს. იმავე წლის ივლიში კიდევ ორი დიდი გამარჯვება იზეიმეს ქართველებმა. დავითმა ჯერ აიღო ციხე – ქალაქი ლორე და მეორე დღეს ციხე აგარანი.გამარჯვება გამარჯვებას მოსდებვა, მაგრად დავით მეფე იმასაც კარგად ხვდებოდა, რა ძვირსისხლიანი იყო ყოველი ბრძოლა, რა ძნელი იყო აღებული ციხესიმაგრეების შენარჩუნება და რა დიდ ძალას მოითხოვდა ჯერ კიდევ ფეხშეუდგმელი უმძიმესი საბრძოლო გზის გავლა, ყოველი ახალი ბრძოლა ახალს ბრძოლისუნარიან ცვლას მოითხოვდა. დავითი ბევს ზრუნდავდა ჯარისთვის, მისი გაწვრთნის, სულიერი სიმტკიცის და საბრძოლო განწესრიგების ამაღლებისთვის. მან სამხედრო ბანაკიდან გააძევა ღვინო და ქალი, მეფემ აკრძალა ჯარისკაცებს შორის ბილწსიტყვაობა და ლაზღანდარობა. ბევრს ზრუნავდა მეფე ჯარისთვის, მაგრად მაშინდელი ქართული ჯარი მაინც ფეოდალური ლაშქარი იყო. ყოველი ფეოდალს თავისი საკუდარი საბატონი ლაშქარი ჰყავდა და თუ თვითონ არ ინებებდა თავის ჯარს ბრძოლაში არც კი გამოიყვანდა და შეიძლება ამ ჯარით თვითონ მეფის წინააღმდებაც კი გამოსულიყო საომრად. ერთი სიტყვით მეფეს სამი რიგის ჯარუ სჭირდებოდა: 1: დაპყრობილ ქალაქთა დამცავ ციხიონებად 2: პირად გვარდიად 3: მუდმივ მოლაშქრედ. ამიტომ დავითს სჭირდებოდა მრავალრიცხოვანი, მუდმივი მხედრობა, რომელსაც თვითონ უწინამძღვრებდა და უპატრონებდა.და დავით აღმაშენებელმა გადაწყვიტა, ქართულ ჯარებთან შესაერთებლად და მუდმივ სამხედრო სამსახურად, ჩრდილოეთიდან გადმოესახლებინა ყივჩაღები. მას ცოლად ჰყავდა ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული, სიკეთიდ განთქმული ურანდუხტ დედოფალი. 1118 წელს დავითი და თავისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი წავიდნენ ყივჩაღთა ჩამოსაყვანად, მან ჩაიბარად 40 000 ოჯახი სულ 200 000 სული, არაგვ – დარიალის კარი, ჩრდილოეთის და სამხრეთის შემაერთებელ დიდ სამომავლო ,, მშვიდობის გზად ” გადააქცია. მოდიოდა დავით მეფე, მოუძღოდა ყივჩაღებს მაგრად მაინც დიდი წუხილითა და ჭმინვით დამძიმებული, სამგლოვიარო თალხით შემოსილი: მოასვენებდა თავის გამზრდელს, მამაზე უტბესს – გიორგი ჭყონდიდელს – იგი გარდაიცვალა ოსეთში ყოფნისას. ახლად მშენებარე გელათის ტაძარში დაკრძალეს დიდებული მამულიშვილი.40 დღე ღამე გაუხდელად ემოსა სამგლოვიარო თალხი მეფე, სწორედ მეორმოცე დღეს უფლისწული ვახტანგი შეეძინა დედოფალ გურანდუხტს და მხოლოდ მაშინ დაილხინა მეფემ. დავითმა ყივჩაღები ქართლ-კახეთის სხვადასხვა კუთხეში განასახლა. ყოველოჯახს მუდმივ სამხედრო სამსახურად 1 კაცი უნდა გამოეყვანა. ამრიგად მეფეს მეფეს საკუთარი მონა -სპის ჩათვლით 45 000 მუდმივი მეომარი ჰყავდა იარაღქვეშ. მან ყივჩაღებს ასწავლა ხვნა თესვა, ვენახის გაშენება, ბაღ ბოსტნის გაწყობა, მესაქონლეობა, მიწის მოვლა-პატრონობა, მთისა და ბარის მაეურნეო მონაცვლეობა. ქართულმა სოფელმა გასაოცარი სიწრაფით გააქართველა ყივჩაღნი. დავით აღმაშენებლის დროშის ქვეშ სრულიად ქართველი საომარი ძალები იდგნენ, დაახლოებით 60 – 70 ათასი ჯარისკაცი და მოლაშქრე, ამის ქარდა დამატებით ძალად მეფეს შეეძლო მოეხმო, როქის სპა – დაქირავებული მეომრები მეზობელი ტომებიდან. დავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმა ასე განესრულ. საქართველო წინა აზიის დიდ სამხედრო სახელმწიფოდ გადაიქცა. ამ დროს ჯვაროსნული ლაშქრობები 22 წლის დაწყებული იყო. მოდიოდნენ ჯვაროსნები და იპყრობდნენ თურქთა ქალაქბს და ციხეებს. დავით აღმაშენებელი არ ჰგავდა ჯვაროსან ხელმწიფეებს, სხვათა დამპყრობელთ, სხვათა ქონების მძარცველველებსა და უცხო ხალხთა განუკითხავად მჟლეტელს, პირიქით დავითი საქართველოში არაქართულ მოსახლეობას, მათ შორის მაჰმადიანებს, არამცთუ ჟლეტდა არამედ ქართველთა თანაბარი, ზოგჯერ უპირატესი პატივითა და შემჭყნარებლობით ექცეოდა, მაგრად დავითს ჯვაროსნელბთან მაინც ჰქონდა ერთი საერთო მიზანი: შეურიგებელი ბრძოლა დამპყრობელ თურქთა წინააღმდეგ, ამიტომ ამანდ ჯვაროსან ხელმწიფეთა თხოვნა აღასრულა და რამოდენიმეჯერ ჯარიც მიაშველა მათ სირიასა და პალესტინის ქალაქებიდან თურქთა გასაძევებლად. 1119 წელს საქართველოში იდუმალ ჩამოვიდა იერუსალიმის მეფე ფრანგი ჯვაროსანი რაინდი ბალდუინ მეორე, კარგახანს ბჭობდნენ ქართველნი და ფრანგნი გეგუთის სასახლეში და მერე ისევ უმალვე გაუჩინარდა ფრანგი რაინდი. 1120 წლის თებერვალის დამდეგს თურქთა ახალი ურდო შემოიჭრა და ბოროტიასთან დაბანაკდა. მტერი თამამად იყო, რადგან დავითი აჭარში ეგულებოდათ, მაგრად საოცარი სიწრაფიდ გადმოვიდა მეფე აჭარიდან და 14 თებერვალს ისე უცნაურად დააცხრა თავს არხეინად მონებივრე თურქთა ბანაკს, ისევ ურიცხვი თურქი დაეცა ამ ბრძოლაში. მხოლოდ მცირენი გადაურჩნენ სიკვდილს. ასე განესრულა 1120 წელი ქართველთა ძლევამოსილი ბრძოლით. 1121 წელს მძიმე ზამთარი შემოვიდა საქართველოში. განუწყვეტლივ თოვდა. დავითი ამ დროს აფხაზეთში იყო, ბიჭვინთაში. თურქებს იმედი ჰქონდათ სანამ დავითი თოვლიან მთებს გადმოლახავს მანამ ჩვენ ქართლის აოხრებას მოვასწრებთო და შემოვიდნენ მტკვირს ხეობაში, მაგრამ შეიტყო თუ არა დავითმა სასწრაფოდ წამოვიდა ქართლისკენ, ლიხის მთაზე თვითონ გაუძღვა ნიჩბით ხელში ჯარს, თოვლის გადათხარა, გზა გაიკვლია და და ქართლში გადავიდა. კვალში ჩაუდგა ნაძარცვით დატვირთულ თურქებს, ალგეთისა და მტკვრის შესაყარზე წამოეწია და გაალმასებით დააცხრა თავზე.ქართველებმა თურქების უმრავლესობა ჩახოცეს.იმავე წელს გასაფხულზე ქართველებმა კიდევ ერთხელ გაწყვიტეს წყალდიდობის იმედად შემოსილი თურქები. თურქთა მძლავრობის ხანა თითქოს უნდა დამხობილიყო. სელჩუკიანთა ბატონობის დამამხობელი მთავარი ძალა, როგორც ჩანდა საქართველოდან მოდიოდა და თურქებმა გადაწყვიტეს უკანასკნელი სლური ძალებით მეყრილიყვნენ მათი მთავარი დამამხობლის საქართველოს დასამხობად. 400 000 თურქს მთავარსარდლად ნეჯმ ად-დინ ილღაზი მოუძრვოდა. დავით აღმაშენებელი ელოდა მტერს 55 – 56 ათასი მეომრით: 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ოსი და 100 ფრანგი ჯვაროსანი. მტერი დიდგორში დაბანაკდა. დავით აღმაშენებელმა ჯარი საომრად განალაგა და სიტყვით მიმართა:ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქვეყნის და სჯულის გადასარჩენად კვლავ ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ, არამცთუ თურქი, ეშმაკის ამა მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკთა მხედრობასაც ადვილად დავამარცხებთ. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ. რო აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე აქედან შერცხვენილნი გავიქცევით, ახლა ამ ხეობის შესავალი , რომლითაც აქ შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო ვინმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს. მაშ გაემზადეთ ძმანო, და შვილნო, ქრისტესთვის და საქართველოსთვის. ასეც მოიქცნენ, ხევში შესასვლელი ხეებით ჩახერგეს და საომრად შეიმართნენ. 1121 წლის 12 აგვისტო იყო. იმ დღეს თურქები ბრძოლის დაწყებას არ ელოდნენ, მაგრად მაინც დაიყო სავსებით უცნაურად: ქართველთა ბანაკს 200 მეომარი გამოეყო და თურქთა ბანაკისაკენ გაეშურა გულდანდობილად. რაკი იმათგან უმრავლესობა თურქებმა ყივჩარებად შეიცნეს, ქართველთა მოღალატეებად ირწმუნეს და თავის შუაგულ განლაგებაში შეუშვეს. მისულებმა კი მისვლისთანავე იარაღი გამართეს და თურქებს დაერივნენ გასაოცარი დავგანწირვით. სანამ თურქები გონს მოვიდნენ თვითონ დავითმა ელვისებურ იერიშზე აფრინა ქართველთა მთავარი ძალები. საშინელი ხოცვა-ჟლეტვა თავიდანვე ქართველთა უპირატესობით წარიმართა. გადამწყვეტ ჟამს ბრძოლას ჩაეჭრა ქართული მხედრობის საგანგებო ნაწილი, რომელსაც დავითის ძე დემეტრე ბატონიშვილი მიუძღვოდა. ბრძოლა დამთავრდა.თურქთა უზარმაზარი არმია თითქმის სულ გაწყდა, ხოლო ვინც გაქცევა მოასწრო, იმათ რვა დღე სდიეს ცხენოსანმა ქართველებმა, მანამ, სანამ საქართველო – სომხეთის საზღვრებიდან არ გადარეკეს. თავში მძიმედ დაჭრილმა ნეფმ ად-დინ ილღაზმა თვითონაც ძლივს გაქცევით უშველა თავს, თუმცა ერთ წელიწადში ისევ იმ ჭრილობით გარდაიცვალა. დიდძალი ნადავლი დარჩად გამარჯვებულებს. ნადავლის ყველაზე ძვირფასი ნაწილი დავითმა გელათს შესწირა. დიდგორი ქართველი ხალხის სალოცავ მოვლენად იქცა. დიდგორის უმაღლეს მთას ხალხმა დავითის მთა დაარქვა.ამ ბრძოლას ისტორიკოსებმა უწოდეს ძლევაი საკვირველისა. 1122 წლის დამდეგს აღმაშენებელი თბილისში შევიდა და საქართველოს დედაქალაქი გამოიხსნა 400 წლიანი ტყვეობიდან. მომდევნო წელს დავითმა აიღო დმანისი და საბოლოოდ დაასრულა საქართველოს გაერთიანება. ერთიანი საქართველოს ტახტი დავით აღმაშენებელმა ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა.1123 წელს დიდი სულტანის მაჰმუდ მუჰამედის ძე შემოესია ქართველი მეფის ყმადნაფიც შირვანს და შირვანშაჰიც ტყვედ აიყვანა. შენ ტყვეთა მეფე ხარო – შეჰმოუთვალა მაჰმუდმა დავითს – და თუ ვაჟკაცი ხარ გამოდი შენი სამალავიდან და ისე შემხვდიო ან დიდძალი ძღვენი გამომიგზავნეო. განრისხდა დავითი და მაშინვე შირვანში გაფრინდა ჯარით. როგორც კი ქართველების მოახლოვება სცნო, დაფრთხა მკვეხარა მაჰმუდი და ისღა მოასწრო შემახას ციხეში შეკეტილიყო. ქართველებმა ციხეს ალყა შემოარტყეს. უცებ სულტანის მაშველი ჯარი გამოჩნდა, ქართველებმა 4 000 თურქი მოკლეს პირველივე დატაკებისა, დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. ეს რო მაჰმუდმა შეიტყო, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მწვირის გადადინარ ნახვრეტში ჩაძვრა და შმორითა და ზიზღით ამოლარხულმა ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. მტკიცედ შემოიმკვიდრა დავით მეფემ შირვანი, კასპიის ზღვის გასწვრივ ავიდა, აიღო დარუბანდი და ჩრდილოეთ მომთაბარეებს სამუდამოდ აღუკვეთა ამ გზით ამიერკავკასიაში შემოჭრისა და თარეშის იმედი. სამ დღეში 60 000 მეომარი შეყარა დავითმა და სომხეთიდან კერძოდ ანისიდან გარეკეს თურქები. ამგვარად საქართველო გადაჭიმული იყოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მეფეს ცალკე ქისა ჰქონდა, ყოველ დილით ფულით გაავსებდა და ღარიბ-ღატაკთა და სარიგებლად გაიტანდა. თუკი ამ ქისას დაღამებამდე დაცარიელებდა სასხლეში ბრუნდებოდა მხიარული სულით და პირით, ხოლო თუ ნახევარზე მეტს ვერ გასცემდა მაშინ მწუხარედ იტყოდა, ვერ გავეცი ჩემი ცოდვებით დავძიმებულმაო. ხალხმა მას უწოდა აღმაშენებელი. მსოფლიო ისტორიაში არ მოიძებნება ასეთი სახელის მქონდე იდი თუ მცირე გვირვინოსანი. დავით მეფე ცუდად გამხდარა და 305 ექიმი ადგა თავს, თუმცა 305-ვე უძლური აღმოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა 306_ე მკურნალი, გვარად ავშანდაძე რომელმაც გამოაჯანმრთელა მეფე. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაამარცხა სიკვილი დამითმა. 1125 წლის 25 იანვარს შაბათ დღეს საქართველოს მოუკვდა მისი მაცხოვარი – დავით აღმაშენებელი. კაცი რომელშიც ენთო ყველაზე დიდი ქართული სინათლე, კაცი რომელმაც ისევე შექმნა საქართველო, ვითარცა ღმერთმა სამყარო. დავით IV აღმაშენებელი გამეფდა 16 წლისა, იმეფა 36 წელიდაი და აღესრულა 52 წლისა.მისი სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის. თბილისიდან ქუთაისში გადაასვენეს და ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მეფემ ასე დაიბარა : გზაზე დამმარხეთ, რათა ჩემმა ხალხმა ჩემ მკერდზე იაროსო. გლოვობდა სრულიად საქართველო: მას მოჰკვდომოდა დავით აღმაშენებელი. საქართველოს ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო – უ – დავით -ოდ.

Back to top button