არქივი

დედოფალი, რომელსაც სიყვარული სურდა

e78e3cbc1d1f
შოტლანდიის დედოფალი მარია სტიუარტი 1542 წლის 8 დეკემბერს შოტლანდიაში დაიბადა.მისი მამა მეფე იაკობ მეხუთე გახლდათ,დედა კი ფრანგი ქალი მერი გაისი.გოგონას დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ მეფე სავარაუდოდ,ქოლერით გარდაიცვალა.
ქვეყნის ახალ ბრძანებლად ახალშობილი გამოაცხადეს,რადგან,თუ ტახტი დაცარიელდებოდა,შოტლანდია სამუდამოდ გაქრებოდა ევროპის რუკიდან. როგორც ისტორიიდანაა ცნობილი,ინგლისი და საფრანგეთი დიდი ხანი ოცნებობდნენ ამ მიწის ხელში ჩაგდებაზე.შემდგომში მათი ბრძოლის ველად დედოფალ მარიას პირადი ცხოვრება იქცა.

სანამ მარიას მეურვე,გრაფი არანი, მოლაპარაკებას აწარმოებდა ქორწინების შესახებ ინგლისის მემკვიდრესთან,დადეამ გოგონა სასწრაფოდ საფრანგეთში გაგზავნა,სადაც უკვე ამზადებდნენ საქმროს,მეფე ჰენრი მეორის ვაჟ დოფინ ფრანცისკს.საპადარძლო მხოლოდ 6 წლის იყო,საქმრო კი ერთი წლით უფროსი.

ჰენრი მეორემ მარია საკუთარი შვილივით გაზარდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მისი ავადმყოფი მემკვიდრის საცოლე იყო,არამედ იმიტომაც,რომგოგონა სიგიჟემდე უყვარდა.არც მარიამ გაუცრუა იმედი-კარგად სწავლობდა ფრანგული მის მშობლიურ ენად იქცა,აგრეთვე დაეუფლა ესპანურ,იტალიურ,ბერძნულ და ლატინურ ენებს.ამის გარდა,კარგად ცეკვავდა,მღეროდა დადიოდა სანადიროდ წერდა ლექსებს,რომლებიც სახელგანთქმული პოეტების ქებას იმსახურებდნენ.15 წლის სტიუარტი ფრანგი რაინდების საოცნებო ქალად იქცა.

1558 წლის 24 თებერვალს, გეგმის მიხედვით,მარია სტიუარტი დოფინს გაყვა ცოლად და შესაბამისად კათოლიკე გახდა.იმავე წელს მან მოსისხლე მტერიც გაიჩინა ელიზაბეტ პირველის სახით(იგი იმავე წელს ავიდა ინგლისის ტახტზე),რომელმაც მიზნად დაისახა შოტლანდიის მიერთება.
მარიამ კარგად იცოდა,რომ მისი ნათესავი ელიზაბედი,კათოლიკური სამართლის მიხედვით უკანონოდ შობილად ითვლებოდა,სამაგიეროდ თავად მარია ინგლისის მეფის,ჰენრი მეორე ტიუდორის შვილიშვილის შვილი იყო და ამიტომ ახალგაზრდა სტიუარტმა ინგლისის ერთადერთ კანონიერ დედოფლად გამოაცხადა თავი.

ამის შემდეგ,თუკი ოდესმე ელიზაბედს მარიას მიმართ როდისმე ნათესაური გრძნობები ჰქონდა,ისინი უკვალოდ გაქრა.ერთადერთი რამ რის გამოც მან ომის დაწყებისგან თავი შეიკავა იყო ის,რომის საფრანგეთის სრულ უფლებიანი მმართველიც გახდა.ჰენრი მეორე უდროოდ გარდაიცვალა,მისი ვაჟი ფრანსცისკი კი სუსტი მეფე გამოდგა,თუმცა ჯარი მუდმივ მზადყოფნაში ყავდა.რამდენიმე წელში ფრანცისკიც დაიღუპა,და მარიას ოჯახური ბედნიერება და დედოფლობაც დამთავრდა.მეუღლის სიკვდილის შემდეგ,ის იმ ქვეყანაში აღარავის სჭირდებოდა.

18 წლის ქვრივის დასამშვიდებლად სამშობლოში თავი არავინ შეიწუხა,შოტლანდიელები მას ყოველმხრივ ავიწროებდნენ,მისი გადარეული მეურვე ითხოვდა რომ მარია ცოლად გაყოლოდა მას,თუმცა სხვა კავალრებიც სთხოვდნენ ხელს-შვედეთის,დანიის,ესპანეთის მემკვიდრეები.

მარიას აღარ უნდოდა პოლიტიკური მოტივით ქორწინება,მის გულს ნამდვილი სიყვარული სწყუროდა.როგორც ცნობილია,ელიზაბედმა მას საქმროდ თავისი საყვარელი გრაფი ლესტერიც შესთავაზა.მისი აზრით,გრაფი მარიას დაავიწყებდა პრეტენზიას კიდევ ერთ ტახტზე.
1565 წელს შოტლანდიაში ჩავიდა დედოფლის ბიძაშვილი ჰენრი სტიუარტი,დარნლის ლორდი.იგი 19 წლის იყო.მარიას თავბრუ დაახვია მისმა სიყვარულმა და არცთუ ისე დიდი ფიქრის შემდეგ 1565 წლის 29 ივნისს მასზე ჯვარი დაიწერა.დედოფალი მალევე მიხვდა რომ დიდი შეცდომა დაუშვა,დიდი ჭკუის პატრონს არ გაჰყოლია ცოლად,ჰენრი ყოველგვარი მორიდების გარეშე დასდევდა სასახლეში ნებისმიერ ქალს,ცოლს კი ეჭვიანობის საშინელ სცენებს უწყობდა.

შემარცხვენელი ქმრის მიტოვება არ შეეძლო,რადგან კატოლიკე ქალისთვის ქმრის მიტოვებაწარმოუდგენელი გახლდათ,თანაც ის უკვე ბავშვსაც ელოდა.იგი უბრალოდ გაურბოდა მეუღლესთან ყოფნას.
1566 წლის 9 მარტს ორსული დედოფლის თვალწინ სასტიკი სიკვდილით მოკლეს მარიას პირადი მდივანი და მეგობარი დავიდ რიჩო.3 თვის შემდეგ მარია დედა გახდა.ჰენრი საკუთარი შვილის იაკობის ნათლობაზეც კი არ მივიდა,რითაც საბოლოოდ გაწყვიტა ის ძაფი,რაც მეუღლესთან აკავშირებდა.

ჯეიმს ჰეპბერნი,გრაფი ბოსუელი დედოფლის პირველი მრჩეველი და მისი ჯარების სარდალი იყო.ეს უკანასკნელი არ ფიქრობდა მარიას საყვარელი გამხდარიყო,დაქორწინებული იყო ლამაზ ქალზე და თავს ბედნიერ კაცად თვლიდა,მაგრამ მარია,რომელოც მშობიარობის შემდეგ კიდევ უფრო გალამაზდა,მალე ბოსუელის სათაყვანო ქალად იქცა.
1567 წელს 10 თებერვალს სახლი რომელშიც ბოსუელი ცხოვრობდა დაიწვა,ხოლო თავად ჰენრი კი ეზოში იპოვეს მოკლული.იმავე წლის მაისში მეორედ დაქვრივებულმა დედოფალმა გრაფ ბოსუელზე იქორწინა.

მომხდარამა ყველა აღაშფოთა-მარია თავისი ქმრის მკვლელს გაყვა ცოლად!ხალხი აჯანყდა,მარიას ჯარები გაიფანტნენ,აჯანყებულებმა დედოფალი მიუდგომელ კუნძულზე გამოკეტეს.მარიამ ვერ მოასწრო გაქცევა,სამაგიეროდ შეძლო ბოუსელის გაქცევის ორგანიზება,მაგრამ იგი მალევა დაიჭირეს.
მოგვიანებით გრაფი ციხეში გარდაიცვალა,მაგრამ მარიამ საყვარელ მამაკაცთან შეხვედრის იმედით ერთ-ერთი მცველი მოისყიდა და კუნძულიდან გაიქცა.მან შეცდომა დაუშვა როდესაც დახმარება თავის ნათესავს,ელიზაბედს სთხოვა.ელიზაბედი დიდი ხანი ოცნებობდა,მარიას გასწორებოდა და ეს მოაზერხა კიდეც.

მარია სტიუარტი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაიჭირეს და შინაპატიმრობაში იყო.მისი საარსებო პირობები ყოველწლიურად უარესდებოდა.18 წელი მან მარტოობაში გაატარა,44 წლის ასაკში კი სიკვდილით დასაჯეს-თავი მოჰკვეთეს.წესის მიხედვით,თავის მოკვეთის წინ ჯალათმა მარიას პატიება სთხოვა.დედოფალმა კი,რომელიც აბსოლუტურად მშვიდად გამოიყურებოდა,უპასუხა:გპატიობთ მთელი გულით,რადგან სიკვდილში ვხედავ შვებას.

წყარო: ჟურნალი სარკე
იმედია მოგეწონათ :)

მსგავსი ამბები

Back to top button