არქივი

რუსული მაფია

b0cdc36fcc52

რუსული მაფია, აგრეთვე ცნობილი როგორც “წითელი მაფია” — ეს სახელი დაერქვა მრავალეთნიკურ ორგანიზებულ კრიმინალთა ჯგუფს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოჩნდნენ, ამ ქვეყნის დეზინტეგრაციის შემდეგ. რუსებთან ერთად, ეს ტერმინი ასევე მოიცავს ჩეჩნებს, ქართველებს, უკრაინელებს, სომხებს, აზერბაიჯანელ მაფიოზებსა და ასევე შედარებით მცირერიცხოვან მაფია-ჯგუფებს სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან.

რუსული მაფია, როგორც ჩანს, ისეთივე პრინციპითაა ორგანიზებული, როგორც ლეგენდარული იტალიური მაფია. თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს გაცილებით ნაკლებად ინტეგრირებული ორგანიზაციაა საკმაოდ ხშირი სკანდალური შიდა-ომებითა და მკვლელობებით. განსაკუთრებით ბარბაროსულ პრაქტიკად მიიჩნევა რუსული მაფიის მიერ “გამყიდველი” წევრის განადგურებასთან ერთად მასთან “გამყიდველის” მთელი ოჯახის მიყოლება.

რუსული მაფიის წარმოშობის წყაროები გაცილებით ძველია, ვინაიდან ორგანიზებული კრიმინალი საბჭოთა კავშირის სივრცეში იმპერიის დროიდან მოყოლებული არსებობდა, როგორც არსებული სისტემის მიმართ წინააღმდეგობა, ე.წ. “ქურდული სამყაროს” სახით. მეორე მსოფლიო ომის დროს, მრავალი მათგანი წითელ არმიაში ჩაეწერა, რამაც დასაბამი მისცა ე.წ. “ბოზთა ომს”, რომელმაც მრავალი მთავრობის აგენტად მონათლული ქურდი იმსხვერპლა, სტალინის პერიოდში ქურდთა მთელ მიწისქვეშა გაერთიანებასთან ერთად დარჩენილი კრიმინალები ახალი გადარჩენის სტრატეგიის ძიებაში იყვნენ და დაიწყეს სობჭოთა ელიტასთან კავშირების გაბმა, შექმნეს რა გავლენიანი რუსული შავი ბაზარი.

კრემლის მიერ რეფორმების გატარების მცდელობის მიუხედავად, კრიმინალები სულ უფრო ძლიერდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ნამდვილი გადატრიალება კრიმინალური ორგანიზაციებისთვის მოხდა 1990-იან წლებში ეკონომიკური ჩავარდნის დროს, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია. ფულის შოვნას მოწყურებული მრავალი ყოფილი მთავრობის მოხელე კრიმინალურ სამყაროს აკითხავს და მაფია ბუნებრივი გაგრძელება გახდა წარსული მოვლენების. ამჟამად ოფიციალური მონაცემებით 100.000-მე რუსეთის მოქალაქე (და რუსული წარმოშობის პირები საზღვარგარეთ) “სრული დატვირთვის” პროფესიონალი “განგსტერია”, ხოლო ამის გარდა ადამიანთა გაცილებით დიდი რიცხვი დროდადრო ებმება ხოლმე ამგვარ საქმიანობაში.

წყარო:wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button