კულტურა

ძველ ეგვიპტური მუმიფიცირების საიდუმლო ამოხსნილია

91427 004 BA5D856D

ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს, ამოეხსნათ მუმიფიცირების ძველეგვიპტური მეთოდის უმთავრესი საიდუმლო. ამ საიდუმლოს ამოხსნამ თანამედროვე მუმიფიცირება, შესაძლოა, სრულიად სხვა სიმაღლეებზე აიყვანოს.
ძველეგვიპტური მუმიფიცირების ხელოვნების გამოკვლევის შესახებ უამრავი შრომა, უამრავი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, თუ როგორ ახერხებდნენ ძველეგვიპტელი ქურუმები უნიკალური შედეგების მიღწევას.

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით კი, მთავარ საიდუმლოს სახვევები წარმოადგენს, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, ნავთობის ფისით იყო გაჟღენთილი. ამ ბუნებრივ პროდუქტს უნიკალური თვისებები აღმოაჩნდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ასეთი უნიკალური თვისებები ახლო აღმოსავლეთში არსებული ნავთობის ფისს აქვს. ხუმრობით იმასაც კი ამბობენ, რომ ამერიკელებმა იმიტომაც დაიწყეს ომი ერაყში, რომ შემდგომ საკუთარი გვამები გაუხრწნელად შემოანახათ შთამომავლობისთვისო. ეს ხუმრობით, ისე კი, მეცნიერები ცდილობენ ახლოაღმოსავლური ნავთობის გამოკვლევას და ვინ იცის, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მათ იმ ნივთიერების აღმოჩენაც შეძლონ, რომელსაც ჯერ კიდევ ძველეგვიპტელი ქურუმები იცნობდნენ.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button