უკატეგორიო

ანეკდოტები… ოღონდ სვანების გარეშე… :D

b5f0d91526cb

ჩემი პირველი პოსტის კომენტარებიდან გამომდინარე აშკარად მობეზრდა ხალხს ანეკდოტები სვანებზე… გადავწყვიტე სხვა ანეკდოტები მომეძებნა , მაგრამ სვანების გარეშე იუმორი სულ სხვა რამეა… სვანებო არ გაგიტყდეთ, რომ თქვენზე ანეკდოტები იწერება, ჩვენ განა თქვენ-ზე ვიცინით ჩვენ თქვენ-თან ერთად ვიცინით… ჩემი აზრით არსებობს რამოდენიმე კარგი ანეკდოტი, რომელშიც სვანი არ ურევია, მაგრამ სვანები მაინც სხვები არიან…

* * *
გაკვეთილზე მასწავლებელი მიმართავს ბავშვებს:
– ვინც ფიქრობს , რომ იდიოტია ფეხზე წამოდგეს…
ცოტა ხნის შემდეგ ერთი მოსწავლე დგება…
– შენ რა იდიოტი ხარ?
– არა უბრალოდ უხერხულია, რომ მარტო თქვენ დგახართ ფეხზე…

* * *
მიხო და მარო არიან უდაბნოში მარტოები და კოკაკოლის ერთი ბოთლი აქვთ… მოკლედ, ძალიან მოსწყურდებათ…
– მარო მოდი ჩავაფურთხოთ ბოთლში და ის დავლიოთ – თქვა მიხომ. მარო დათანხმდა და ბოთლი ფურთხით აავსეს…
– მარო პირველმა შენ დალიე მაინც ქალი ხარ… – თქვა მიხომ. მარომ ბოთლი მოიყუდა და მთლიანად ჩაცალა…
– რა იყო ქალი რატო არ დამიტოვე? – გაბრაზდა მიხო
– ნერწყვი ვერ გავწყვიტე – პასუხობს მარო …

* * *
კახელი გურიაშია და თავი მოაქვს:
– მე იგრეთი ჯიღი ვაააარ, აი ქართლში ქართლელადა ვგრძნობ თავს, იმერეთში იმერლად, სამეგრელოში-მეგრელადა…
– საგიჟეთში რაფრა გრძნობ ძამა თავს? – გაემასხარა ერთი გურული.
– რავი აბა, თქვენთან ეხლა ჩამოვედი…

* * *
ჩინეთში არ არსებობს ცნება “უღალატა” არსებობს – “აერია”

* * *
ნარკომანი ზის და მზესუმზირას ჭამს, უცბათ ერთი მარცვალი დაუვარდება.
– ამოდი! ამოდი! ამოდი! – უყვირის ნარკომანი მზესუმზირას, მერე აიღებს კიდევ რამოდენიმე მარცვალს, მიუყრის იმ ერთს და ეუბნება :
– ამომიყვანეთ…

* * *
წარწერა მორგში : “მე აქ ვიყავი”

* * *
მიხომ და მარომ მოილაპარაკეს როცა სიყვარულით დატკბობა მოგვინდება, პაროლი იყოს – დავბეჭდოთ. ერთ დღეს მიხო ეძახის მაროს:
– მარო, წამო დავბეჭდოთ…
– მოიცა ცოტა ხანი, წურჭელს ვრეცხავ
ცოტა ხნის შემდეგ მარო ეძახის მიხოს:
– მიხო წამო დავბეჭდოთ.
– აღარ მინდა, ხელით გადავწერე…

არ ვიცი რამდენად სასაცილო ანეკდოტებია, მაგრამ სვანებზე არაა…

P.S თუ არ მოგწონთ ჯობია კომენტარი საერთოდ არ დატოვოთ… ცოტა საწყენია რაა…

მსგავსი ამბები

Back to top button