გამოგონებასაკითხავისამხედრო

ზარბაზნების ისტორია

4d9aa22ccf1e
პირველი ფეთქებადი ნივთიერება ჩინეთში გამოიგონეს. შემადგენლობით ის თანამედროვე კვამლიან დენთს ძალიან წააგავდა და ცეცხლგამჩენ საშუალებად გამოიყენებოდა. მოგვიანებით დენთის საიდუმლოს ინდოელები და აარაბები ეზიარებიან. არაბებმა დენთში გამტყორცნი თვისება აღმოაჩინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და კერძოდ ზარბაზნის შესაქმნელად გამოიყენეს. XIII-XIV საუკუნეებში მოღვაწე არაბ მწერალ შამს-ედ-დინ მაჰომედს აღწერილი აქვს რკინის მილი დახშული ძირით, რომელშიც დენთი იყრებოდა და ფალიის ნხვრეტიდან გაცხელებული მავთულით ცეცხლი ეკიდებოდა. მილი სფერულ ტყვიებს და ისრებს ისროდა.

არაბული ზარბაზნის ლულა რკინის ორი ნაჭრისგან იჭედებოდა და შემდეგ ორივე ნახევარს სიგრძეზე ერთმანეთთან მირჩილვით აკავშირებდნენ. მეტი სიმტკიცისათვის დამატებითი რკინის სალტეებით იკვრებოდა. ამგვარი ზარბაზნები არაბებმა 1118 წელს სარაგოსის ალყის დროს გამოიყენეს. არაბეთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ევროპაში შემოვიდა. 1326 წელს მისი ნიმუშები ჯერ იტალიაში, ორი წლის შემდეგ საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. ზარბაზნის პირველი ნიმუშები პრიმიტიული და არასაიმედო იყო, ხოლო დამზადების ტექნიკა არასრულყოფილი და კუსტარული. თითოეული ოსტატი დამოუკიდებლად წყვეტდა ზომას, მასალებს, თვითონვე უზრუნველყოფდა ქვის, რკინის, სპილენძის ან ტყვიის სფეროს ფორმის ბირთვებით. ამის გამო ზარბაზნების კალიბრი ძალზედ მრავალფეროვანი იყო.

XIV-XV საუკუნეებში ზარბაზნები ტრანსპორტირებისათვის ჯერ კიდევ მოუხერხებელი იყო, ხოლო სროლის დაბალი ტემპი ბრძოლის ველზე გამოყენებას აძნელებდა. მეტ ეფექტს ციხეების თავდაცვის ან ციხეების შტურმის დროს იძლეოდა. XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის დასაწყისში ევროპის ქვეყნები ზარბაზნების სპილენძის ან ბრინჯაოსგან ჩამოსხმით დამზადებაზე გადავიდნენ. გამოჩნდა ხის ლაფეტი და თუჯის ჭურვები, რომელიც დამრტყმელი ძალის შენარჩუნებით , კალიბრის შემცირების და სროლის სიშორის გაზრდის საშუალებას იძლეოდა.

მაშასადამე არაბების გამოგონება ევროპაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დასრულებული სახე მიიღო(იმდროისათვის). დღეს 21-ე საუკუნეში ბევრად დახვეწილი იარაღი არსებობს მაგრამ რომ არა ეს გამოგონება ამის მიღწევა ბევრად რთული იქნებოდა.

მსგავსი ამბები

Back to top button