გამოგონებასაკითხავიუცნაური

აბუ სიმბელი

d2ee48c7fa66

აბუ სიმბელი – მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კლდე, რომელზეც რამზეს II-ს დროს ამოტვიფრეს ორი ცნობილი ძველეგვიპტური ტაძარი, მდებარეობს ნუბიაში, ასუანიდან 180 კილომეტრში.
ის მოიცავს ორ ტაძარს. დიდი ტაძარი არის ფარაონ რამზეს II-ის საპატივცემლოდ აგებული, პატარა კი – მისი პირველი ცოლის, დედოფალ ნეფერტარის საპატივცემლოდ. პირველ მათგანში კარგადაა შემონახული მნიშვნელოვანი ისტორიული წარწერები და ნახატები. კედლებზე გამოსახულია ფარაონი, რომელიც თავისივე ღვთაებრივ გამოსახულებას ეთაყვანება. სხვა ღმერთების ნახატებს შორის მისი ფიგურა გამოირჩევა სიდიდით.
შესასვლელში ამოტვიფრულია რამზეს II-ის ოთხი მჯდომარე ფიგურა, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია.
პატარა ტაძრის შესასვლელის ორივე მხარეს დგას ფარაონის ორ-ორი გამოსახულება და თითო დედოფლისა.

37428c32a76b

ასუანის კაშხლის აშენების შემდეგ აბუ სიმბელს ჩაძირვა ემუქრებოდა, წყალი კი მას გაანადგურებდა. მსოფლიოს ქვეყანათა დახმარებით მოხერხდა ამ ისტორიული ძეგლის გადარჩენა სხვა ადგილზე გადატანით. მისი გადარჩენის ოპერაცია დაიწყო 1959 წელს. თვითონ გადატანის პროცესი მიმდინარეობდა 1964 წ.-დან 1968 წ-მდე. ტაძარი დახერხეს 30 ტონიან ბლოკებად, ისინი გადაიტანეს ახალ ადგილას და ხელახა ააწყვეს.

0ec6e6b3601d

მისი ახალი მდებარეობა ძველთან შედარებით 65 მეტრით მაღლა და 200 მეტრით დაშორებულია ნილოსიდან.

f0005eba152f

აბუ სიმბელის გადატანა ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ინჟინერულ ოპერაციად.
ეს კი აბუ სიმბელი შიგნიდან:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close