გამოგონებასაკითხავისასარგებლო

მიწის ნაკვეთი მთვარეზე – ყველაზე იაფი გრძელვადიანი ინვესტიცია დედამიწის მომავლის ენერგორესურსებში !!!

Dennis Hope ეს არის პიროვნება, რომელმაც დაიწყო ფიქრი გალაქტიკური მასშტაბით; მან პლანეტები და მათი თანამგზავრები, ლეგალურად, თავის კუთვნილებად აქცია. ის უკვე 20 წელია აცხადებს, რომ არის მთვარის, მზის სისტემის შვიდი პლანეტის და მათი თანამგზავრების კანონიერი მესაკუთრე.

1980 წლიდან მან შექმნა ვებსაიტი http://www.lunarembassy.com რომლის საშუალებითაც დღემდე შესძლო და გაყიდა 400 მილიონ აკრზე (1 აკრი არის დაახლოებით 4047 მ² ) მეტი მიწა მთვარეზე, რამაც პირადად მას მოუტანა დაახლოებით $9 000 000 დოლარი. მისი განცხადებით მთვარეზე დარჩენილი აქვს გასაყიდი 8 მილიარდი აკრი.
მთვარეზე ერთი აკრი მიწის ღირებულება არის $20 ამერიკული დოლარი.
მისი განცხადებით ყოველდღიურად მის ოფისში შედის მსოფლიოს 176 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი განაცხადი მზის სისტემაში მიწის შესაძენად.

იმ ადამინთა რიცხვში ვისაც უკვე შეძენილი აქვს მთვარეზე მიწა არიან: ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავები (კლინტ ისტვუდი, ნიკოლ კიდმანი, ჯორჯ ლუკასი, ტომ ჰენკსი, ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა და სხვა), 1700 სხვადასხვა კორპორაცია და ყოფილი აშშ-ს პრეზიდენტები (ჯორჯ ბუში, რონალდ რეიგინი და ჯიმი კარტერი).

უფრო დეტალურად იხილეთ ვიდეო. „BBC Horizon – Moon for sale“ ფილმიდან ნაწყვეტში, სადაც დენისი თავად მოგვითხრობს იდეის წარმოშობის და მისი ბიზნესის შესახებ:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close