არქივი

ბურჯ ხალიფა

6620cd63987a
ბურჯ ხალიფა ან ბურჯ დუბაი(არაბ.:برج خليفة “ხალიფას კოშკი”), სუპერმაღალი ცათამბრჯენი დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. აღიარებულია როგორც ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბრჯენის შენება დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 იანვარს. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). გეორგ ეფსტათიუ კომპანიიდან SOM არის პროექტის მმართველი პარტნიორი, ხოლო ადრიან სმიტი (SOM-დან წამოსული) დიზაინის პარტნიორი. დამოუკიდებელი შეფასება მოახდინა კომპანიამ CBM Engineers Inc.

მნიშვნელოვანი მოვლენები

  • იანვარი 2004 – ქვაბულის გათხრები იწყება.
  • თებერვალი 2004– იდგება ხიმინჯები.
  • მარტი 2005 – შენობა იწყებს ზრდას.
  • ივნისი 2006 – შენობამ 50–ე სართულს მიღწია.
  • თებერვალი 2007 – ბურჯ ხალიფას შენობა ასწრებს სირსის თაუერს სართულების რაოდენობით.
  • ივლისი 2007 – ბურჯ ხალიფა სიმაღლით ასწრებს ტაიპეი 101–ს, რის შედეგად მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ხდება. წვდება 141–ე სართულს.
  • აგვისტო 2007 – სიმაღლით ასწრებს უილის თაურსის ანძას.
  • აპრილი 2008 – სიმაღლით ასწრებს კვლი–ტვ–ის ანძას, რის შედეგადაც მსოფლიოში ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა ხდება. წვდება 160–ე სართულს.
  • ივნისი 2008 – ემირი აცხადებს, რომ ბურჯ ხალიფას სიმაღლე 636 მეტრია, ხოლო მისი საბოლოო სიმაღლე არ გამოვლინდება სანამ ბოლომდე არ აშენებდა.
  • სექტემბერი 2008 – შენობის სიმაღლე აღწევს 688 მეტრს, რითაც ბურჯ ხალიფა ხდება ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აშენებულა. ამ შედეგით იგი ასწრებს ვარშავის რადიოს ანძას.
  • ოქტომბერი 2009 – დასრულდა შენობის ექსტერიერი.
  • იანვარი 2010 – ბურჯ ხალიფა ოფიციალურად იხსნება. მისი ძველი სახელი ბურჯ დუბაი ბურჯ ხალიფათი იცვლება, გაერთიანებული არაბეთის ემირატების პრეზიდენტის შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ნაიანის საპატივცემულოდ.

ბურჯ დუბაის გახსნა


იხილეთ ასევე
Close
Back to top button