ახალი ამბებიგამოგონებასამხედრო

უპილოტო Boeing Phantom Ray – უხილავი მტაცებელი

Boeing
Boeing ცნობილია არა მხოლოდ თავისი დიდი ტრანსკონტინენტური სამგზავრო თვითმფრინავებით. კომპანიის სხვადასხვა ქვეგანყოფილებები სამხედრო და კოსმოსურ ტექნოლოგიებზეც მუშაობენ, უპილოტო საფრენი აპარატების ჩათვლით. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება უახლესი ნამუშევარი სახელად Phantom Ray.

Boeing Phantom Ray

ამ მომენტისათვის ეს უპილოტო საფრენი აპარატი – ბოლო ვარიანტია და მისი წარდგენა ათი სატესტო ფრენის შემდეგ ამ წლის დეკემბერში იგეგმება. ფუტურისტული Phantom Ray სიგრძეში 10,98 მ-ს აღწევს, მისი ფრთების დაფარვა 15,24 მ-ია, წონა 16,5 ტონაზე ოდნავ მეტი. აპარატისთვის მუშა სიმაღლე 12.1 კმ-ია (რაც დაახლოებით 3 კმ-ით მეტია საშუალოსტატისტიკურ “შორსმავალ” ავიალაინერთან შედარებით), სიჩქარე – 849 კმ/სთ.

Boeing Phantom Ray

რა თქმა უნდა, ასეთი “მუსკულები” ღრუბლებისა და ჩიტების დასაკვირვებლად არ დაუყენებიათ. რადარებისთვის ძნელად შესამჩნევი უპილოტო თვითმფრინავის პოტენციურ გამოყენებათა სიაში მტრის სამხედრო თავდაცვის ჩახშობა, დაზვერვა, დაკვირვება, ავტონომიური გამართვა და მოწინააღმდეგის ელექტრონიკაზე შეტევაა.

Boeing Phantom Ray

წყარო:http://earth.ge

იმედია კრიტიკა არ მოყვება :)

თეგები

FunnyBoy

მე მქვია გიორგი.ვარ 13 წლის.დავიბადე თბილისში.ამჟამად ვცხოვრობ თბილისში,დიღმის მასივში.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close