უცნაური

ანეკდოტები

1a8cdd835f7a

ანეკდოტების კრებული

1.მეგრელი შევა სასადილოში და მოითხოვს სადილს, მოუტანენ და ეკითხება ოფიციანტს:
– აჯიკა გააქვთ?
– არა ბატონო არ გვაქვს.
– წიწაკა?
– არა არც ეგ.
– პილპილი?
– უკაცრავად არც ეგ.
– აბა მოდი და *ლეზე მიკბინე გამწარებული მაინც შევჭამ ამ საჭმელს ბ*იად. გაბრაზდა მეგრელი.

2. კომუნისტების დროა და არყის შენახვა აკრძალულია. გურულთან მიდის მილიციელი და ეუბნება:

-ამხანაგო თქვენ არყის სახდელი აპარატი გქონიათ და უნდა დაგაპატიმროთ!

-კი მარა ძამა არაყი ხომ არ მაქ, არყის სახდელი მაქ!

-მერე რა, სახდელი აპარატი ხომ გაქ?!

-მაშინ ძამა გაუპატიურებაზე დამიჭირეთ!

-რატო გააუპატიურე ვინმე? – აღშფოთდა მილიციელი.

-არა მარა, მაგის აპარატიც მაქ!

3. ქუთაისის საგიჟეთიდან გაიქცევიან გიჟები. – არიქა სასწრაფოდ ხიდი გადაკეტეთ, გურიაში თუ შეგვასწრეს მერე ვეღარ გავარჩევთო.

4. მეგრელმა სეიფგარდით დაიბანა და გაქრა.

5. სვანებმა თქვეს, ყველაზე სულელები რომ ვართ მაგიტომ დაგვცინიან და ყვებიან ჩვენზე ანეგდოტებს, მოდი რამე მოვიფიქროთო. მართლაც, დაიბადა თუ არა ერთი სვანი, მაშინვე ამერიკაში წაიყვანეს, იქ გაზარდეს, ასწავლეს, ჰარვარდში ხარისხი დააცვევინეს და ორმოცი წლის რო გახდა, ისევ მესტიაში დააბრუნეს. რო ჩამოვიდა, იქაურობა დაათვალიერებინეს.

-აქ შენი წინაპრები ცხოვრობდნენ, – მიუთითეს სვანურ კოშკებზე.

-აქედან შენი წინაპრები წყალს სვამდნენ, – მიუთითეს ჭაზე.

სვანმა ჭაში ჩაიხედა და გაიკვირვა:

-ჰმ, რამსიგრძე კისრები ჰქონიათ.

6. რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება.

-500 ლარი, შენი ჭირი მე.

-რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია.

-რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა?

-წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა.

იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის:

-ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ

7. ხალხმრავალ ავტობუსში ადის ბებერი ქალი და დაჯდომა უნდა. უცებ დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი ზის… მივიდა ახლოს მარა მამაკაცს რეაქცია არ აქვს. მოხუცმა დაიწყო ჯოხის კაკუნი. ამ დროს მამაკაცი ეუბნება:

-ბებო, მაგ ჯოხს თავზე რამე რეზინა ჩამოაცვი და ეგრე აღარ იხმაურებსო.

ბებიამ კი მიუგო:

-ერთ დროს მამაშენსაც რო ჩამოეცვა რეზინა შენს ადგილას ეხლა მე ვიჯდებოდიო.

8. ორი სვანი კროსვორდს ავსებს. ერთი მეორეს ეკითხება:

– ”პროპელერიანი კაცი”. რვა ასოა. ნეტავ რა უნდა იყოს?

– საფრთხობელა.

– არ ეტევა.

– წვრილი ასოებით ჩაწერე.

9. სვანს ეტყვიან ბავშობა გაიხსენეო და ჩაიფსავს

10. ესე იგი ორი რაჭველი მირბის და აგვიანდებათ მატარებელზე. მივლენ და “პრავადნიკი” ეტყვის რომ 5 წუთია წავიდაო. ერთი რაჭველი კი დააყოლებს:

-კიდე კაი ვირბინეთ, თორე ნახევარი საათით დაგვაგვიანდებოდაო.

Back to top button