არქივი

ეს საინტერესოა :)

0829309f9405
მტვერსასრუტი 1904 წელს გამოიგონეს.საბერველს ხელით ამოძრავებდნენ და ისიც მტვერს ისრუტავდა.
პირველი ელექტრონული მტვერსასრუტი ამერიკაში 1908 წელს გაიყიდა.

მარტივი სარეცხი მანქანები 1900-იან წლებში გაჩნდა.სარეცხს ხის კასრში ყრიდნენ და ხელით ატრიალებდნენ.
1920 წლიდან სარეცხი მანქანები ძრავით აღჭურვეს,მაგრამ სარეცხის გასაწურად ჯერ კიდევ ხელის მოწყობილობა გამოიყენებოდა.

1850-იან წლებში გაუთოება ერთობ ძნელ საქმეს წარმოადგენდა. უთოს ცეცხლზე გახურება იყო საჭირო. :dabneuli:
1890 წელს ელექტრონული უთო გამოიგონეს.

185ო წლამდე აბაზანებს ხელით ავსებდნენ და ცლიდნენ,ამიტომ ისინი პატარა და მოუხერხებელი იყო.
1900 წელს გამოგონებულ აბაზანას ზედ შხაპი ჰქონდა დამაგრებული. ვიღაცას ტუმბო უნდა ემოძრავებინა,შხაპიდან წყალი რომ წამოსულიყო. ამავე წელს ბევრ აბაზანას მილებით მიეწოდებაოდა ცივი წყალი. წყლის გასაცხელებლად აბაზანის ქვეშ გაზის ქურა იდგა.

1888 წელს გამოიგონეს საპირფარეშო,რომელიც ჯაჟვის ჩამოწევით ირეცხებოდა.

1800 წელს საჭმელს ღია ცეცხლზე აზადებდნენ. შემდეგ გამოიგონეს რკინის ქურები,რომლებსაც შეშით ან ნახშირით ახურებდნენ.
1860 წელს მოიგონეს გაზქურა,რომლის სწრაფი ჩართვა და გამორთვა იყო შესაძლებელი. 1930 წლს ქურები თერმოსტატით აღჭურვეს,რომ საჭმლის დამზადებისას სასურველი მუდმივი ტემპერატურა შენარჩუნებინათ.
1950-იან წლების ბოლოს გამოიგონეს მიკროტალღების საშუალებიტ საჭმლის უფრო სწრაფი მომზადების წესი.

ასეულობით წლის განმავლობაში საკვებს ყინულში ინახავდნენ. 1890 წელს გამოიგონეს საყოფაცხოვრებო მაცივარი.
1912-1915 წლებში კლარენს ბერდსაიმ აღმოაჩინა,რომ საკვების გაყინვისას იგი უფრო დიდხანს ინახება :D

ძველ რომში მთელ სახლს ათბობდნენ მიწის ქვეშ განლაგებული ღუმელებიდან წამოსული ცხელი ჰაერით.ეს იყო პირველი ცენტრალური გათბობა. XIX საუკუნის შუა ხანებში გამოიგონეს ბოილერი,რომელიც რადიატორებისათვის წყალს აცხელებდა.

კონდიციონერები პირველად ამერიკაში გამოიყენეს 1911 წელს. სახლის გასაგრილებლად თბილ ჰაერს გარეთ ტუმბავდნენ,გრილს შიგნით.

პირველი ქანქარიანი საათი 1670 წელს გააკეთეს ლონდონში.ის დროს ზუსტად უჩვენებდა. მისი ცდომილება დღეში 2 წუთი იყო.
1929 წელს საათებში კვარცის კრისტალების გამოყენება დაიწყეს. კვარცის კრისტალების გამოყენება დაიწყეს. კვარცის საათების ცდომილება ერთი წამია სამ წელიწადში.

1839 წელს გამოიყენეს პირველი ფოტოაპარატი,რიმელიც სურათს სპეციალურ ქარალდზე ან მინაზე გამოსახავდა,თანაც ძალიან ნელა.
1889 წელს კოდაკის პირველი პორტატული კამერები გამოიგონეს.ამ აპარატში გადასახვევი ფოტოფირი გამოიყენებოდა,რის გამოც ფოტოს გადაღება უფრო სწრაფი გახდა და იაფიც.

საბეჭდი მანქანა 1870-იან წლებში გამოიგონეს.ამ დრომდე საქმიანი და სხვა საბუტები ხელით იწერებოდა.

პირველი ზამბარიანი ხმის ჩამწერები,გრამოფონები,1880–ან წლებში გამოიგონეს. პირველი ცანაწერები ძნელი მოსასმენი იყო.

პირველი რადიო 1920-იან წლებსი დამზადდა.ის სუსტ ბგერებს გამოსცემდა და მისი მოსმენა მხოლოდ ყურსაცვამებით შეიძლებოდა.
1950-იან წლებში გავრცელდა ტრანზისტორები და დამზადდა პორტატული რადიოები. ერთი პატარა ტრანზისტორი ბევრ რადიოდეტალს ცვლის.

პირველი ტელევიზორი პატარა ეკრანითა და შავ-თეთრო გამოსახულებით 1930-იან წლებში გამოჩნდა.
1960-იან წლებიდან სატელევიზიო გამოსახულება ფერადი გახდა.

წყარო: ენციკლობედია და ჩემი თითები. :cool:

likoliko

me miyvars www.UCNAURI.com (tan zdalian :D )

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button