არქივი

ჰინდერბურგის კატასტროფა

456e0a22af6f

გერმანული სამგზავრო დირიჟაბლი LZ 129 ,,ჰინდერბურგი” აშენდა 1936 წელს და გახდა ყველაზე დიდი მანამდე აშენებულ დირიჟაბლებს შორის. მას სახელი დაერქვა გერმანიის პრეზიდენტის პაულა ფონ ჰინდერბურგის საპატივსაცემოდ. 1937 წლის 6 მაისს მორიგი ტრანსატლანტიკური რეისის დასრულებისას დირიჟაბლში არსებული წყალბადი აალდა და ხომალდმა კატასტროპა განიცადა. 97 კაციდან დაიღუპა 35 და 1 მიწაზე მყოფი.
ამ კატასტროფის გამომწვევი მიზეზებზე არსებობს რამდენიმე თეორია:
1) ჰინდერბურგი გაანადგურა ნაღმმა, საათის მექანიზმით. ეს ნაღმი დაამონტაჟა მექანიკოსმა Erik Spehl-მა #4 ბალონის ქვეშ.

b234f9f87fd7

აფეთქება უნდა მომხდარიყო მიწაზე დაშვების შემდეგ, მაგრამ ჰინდერბურგმა გააკეთა წედმეტი წრე, ამიტომ საათის მექანიზმი ამუშავდა მათ დაშვებამდე. თვითონ Spehl-ი გადმოხტა აალებული დირიჟაბლიდან, მაგრამ მალევე გარდაიცვალა მიღებული დამწვრობებით. – ეს ვერსია პირველად გამოთქვა ამერიკელმა მოყვარულმა ისტორიკოსმა ადოლფ ჰელინგმა.
2) კომუნისტების დივერსია. ეს ვერსია ეკუთვნის ჰენრი ჰიმლერს, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები ვერ აღმოაჩინეს.
3) წყალბადის აფეთქება. ჰინდერბურგი ჰელიუმის ნაცვლად გავსებული იყო წყალბადით. ითვლება, რომ გერმანიას არ შეეძლო საკუთარი თავისთვის უფლება მიეცა საკმარისი ჰელიუმის შესაძენად. მიზეზი კი ევროპის ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობა იყო.
4) ტელეარხ National Geographic-ის აზრით ჰინდერბურგის დაღუპვის მიზეზი გახდა სტატიკური ელექტრობა, რომელიც შორიახლო მყოფმა ქარიშხალმა წარმოქმნა.
5) ტელესერიალში MythBusters მოწმდება ქალაქური ლეგენდები და ჭორები. დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დირიჟაბლმა კატასტროფა განიცადა არა წყალბადის, არამედ ძალიან ცეცხლსაშიში საღებავის გამო. ჰინდერბურგის გარსი გაჟღენთილი იყო რკინის ოქსიდით, მას გარსისთვის უნდა მიეცა სიმაგრე და ცეცხლგამძლეობა. როდესაც ის საღებავი გამოიყენეს, მასში შემავალმა ნივთიერებებმა შექმნეს კომბინაცია, ტერმიტული ნაზავი, რომელიც იწვის უჰაერო სივრცეშიც, მაგრამ, ასეთი ნარევი იწვის ძალიან ნელა, რაც ეწინაარმდეგება დღემდე შემორჩენილ ჰინდერბურგის განადგურების ამსახველ კადრებს.
ჰინდერბურგის შემცირებული მოდელი, რომელიც შეღებილი იყო ისეთივე საღებავით და მოტავსებული იყო წყქლბადის გარემოცვაში იწვოდა ძალიან ნელა. ასე რომ , გამოიტანეს დასკვნა, რომ საღებავი და წყალბადი ერთდროულად აალდა.
მხოლოდ, განხილული არ იყო ის ვერსია, რომ ჰინდერბურგის კატასტროფა გამოიწვია იმ მატერიალმა, რომლისგანაც თვითონ იყო აგებული.

e4eeea120a9a

აი ჰინდერბურგის ბოლო წამების ამსახველი ვიდეო

მსგავსი ამბები

Back to top button