არქივი

საავადმყოფოში მალე რობოტები მოგვემსახურებიან

1943f141bd1f
შოტლანდიის ქალაქ სტირლინგშირში უახლოეს მომავალში ახალი საავადმყოფო გაიხსნება. მისი მშენებლობისა და აღჭურვილობისთვის დახარჯული თანხა მთლიანობაში დაახლოებით 300 მლნ ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 445 მლნ დოლარი) ტოლია. ყველა საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ ამ საავადმყოფოში პრაქტიკულად მთლიანი შავი და სამეურნეო საქმიანობა რობოტების მიერ შესრულდება. ელექტრონული დამხმარეები ნარჩენების უტილიზაციას, საჭმლის  მიტანას, პალატების დალაგებას და (!) წამლების განაწილებას უზრუნველყოფენ.

რობოტებისთვის აგებულია სპეციალური მიწისქვეშა კორიდორები და ლიფტები, ხოლო ექიმებსა და საავადმყოფოს სხვა “ადამიანის მაგვარ” პერსონალს მექანიზებული დამხმარეების გამოძახება ჯიბის პერსონალური კომპიუტერით ნებისმიერ დროს შეეძლებათ. რობოტების ამგვარი გამოყენების იდეის ავტორები თვლიან, რომ მანქანებს საავადმყოფოს სანიტარული მდგომარეობის გაცილებით უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნება შეუძლიათ, ვიდრე ტრადიციულ პერსონალს, თანაც მათთვის ხელფასის გადახდა საჭირო არ არის.

წყარო: aqualung.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button