ახალი ამბებისასარგებლო

სიმსუქნე ზრდის კიბოს რისკს

fatcat 1

აზიელები, რომლებსაც აწუხებთ ზედმეტი წონა ან სიმსუქნე, უფრო ხშირად კვდებიან კიბოთი, ვიდრე მათი თანამემამულეები ნორმალური წონით. აქამდე, სიმსუქნე რისკის ფაქტორად ითვლებოდა მხოლოდ დასავლეთში.

ოსლოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მეცნიერები ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 401 215 მოხალისეს ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ტაივანიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან.

დაკვირვების რეზულტატმა უჩვენა, რომ მსქანი ადამიანები 21%–ით მეტად ავადდებოდნენ კიბოთი ვიდრე ნორმალური წონის ადამიანები. ჭარბწონიანები ხშირად ავადდებიან ნაწლავების, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხის, სარძევე ჯირკვლის კიბოთი, ასევე პროსტატით და ლეიკემიით.

მეცნიერები თვლიან, რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები აზიის რეგიონში სიმსუქნის ეპიდემიის აღსაკვეთად. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთში, გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი, რადგან სოფლის მოსახლეობა მიგრირებს ქალაქში, სადაც ეწევა მჯდომარე სამუშაოს და იღებს ცხიმიან საკვებს.

სიმსუქნე უკვე დიდი ხანია განიხილება, როგორც მეორე ტიპის დიაბეტის ერთ–ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზი. ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში დიაბეტით ავადდებიან საშუალოდ 60–დან 79 წლამდე, ხოლო აზიის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იწევს 20–დან 59 წლამდე. ასევე აზიელი ქალები ოთხჯერ უფრო მეტად ავაადდებიან გასტაციური დიაბეტით, ვიდრე «თეთრები».

წყარო hi-tech.ge
ჩემი მესამე სიახლე ;)

FunnyBoy

მე მქვია გიორგი.ვარ 13 წლის.დავიბადე თბილისში.ამჟამად ვცხოვრობ თბილისში,დიღმის მასივში.

მსგავსი ამბები

Back to top button