კულტურაუცნაური

გამოკვლეულია ფარაონ სეტი I – ის დაუმთავრებელი გვირაბი

გამოკვლეულია ფარაონ სეტი I – ის დაუმთავრებელი გვირაბი

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა, რომლებმაც დაასრულეს გათხრები უძველეს გვირაბში, მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ მას უნდა შეეერთებინა ფარაონ Seti I (1294/1290–1279ჩ.ვ.წ) -ის საფლავი საიდუმლო ადგილთან სადაც ხალხს მარხავდნენ.

ეს 174 მეტრიანი გასასვლელი აღმოჩენილი იქნა 1960 წელს შეიხ ალი აბდელრასულის მიერ. პირველი 136 მეტრი გვირაბი არის სწრორი და შემდეგი 25 მეტრი და 54 კიბე კი ჩადის ქვევით. ამის შემდეგ კიდევ იყო ერთი 5 მეტრიანი კიბე, ხოლო შემდეგ კი ჩიხი. მთლიანად ჩამონგრეული გასასვლელის გასათხრელად დასჭირდათ 3 წელი. გათხრებისას ნაპოვნია ნაკეთობები (მაგალითად, გემის მოდელი ფიანსიდან), თავის ქალები და ინსტრუქციები, რომლებიც დაუტოვეს არქიტექტორებმა მშენებლებს. “გააკეთეთ მაღალი კარები და გააფართოვეთ გასასვლელი”, — ასეა იეროგლიფებით კარებზე ამოტვიფრული.

ყველგან ნაპოვნია ასევე ის ნაწილები რომლებიც მომავალში დეკორაციისთვის უნდა გამოეყენებინათ.

სეტი I იყო XIX დინასტიის ახალი სამეფოს ერთ-ერთი პირველი მმართველი. ის ცნობილია თავისი აგრესიული შიდა პოლიტიკით. ითვლება რომ მისი მმართველობის დროს იყო ანტიკური სახელმწიფოს ძალაუფლების პიკი, ხოლო მისმა საფლავმა სახელი გაითქვა თავისი კაშკაშა და მდიდარი მოხატულობის კედლებით. მისი შვილი იყო რამზეს II და მის საფლავებშიც ნაპოვნია გვირაბები,მხოლოდ დასრულებული.

გამოყენებულია Associated Press – ის და Earth Times – ის მასალები.

წყარო:http://hi-tech.ge
მემგონი პირველი სიახლისთვის ცუდი არ უნდა იყოს ;)

FunnyBoy

მე მქვია გიორგი.ვარ 13 წლის.დავიბადე თბილისში.ამჟამად ვცხოვრობ თბილისში,დიღმის მასივში.

მსგავსი ამბები

Back to top button