არქივი

სიმპსონები

339cca5d03c6

სიმპსონები (The Simpsons) — ამერიკული ანიმაციური იუმორისტული ტელესერიალი, რომელიც ტელეკომპანია ფოქსისთვის შექმნა მეტ გრენინგმა. მისი მთავარი გმირები არიან შუა ფენის აშშ-ის მოსახლეობის წარმომადგენლები, რეალურად არსებულ ქალაქ სპრინგფილდის მაცხოვრებლები, სიმპსონების ოჯახის წევრები – მამა ჰომერი, დედა მარჯი, შვილები ბარტი, ლიზა და მეგი. მიუხედავად იმისა, რომ სერიალს კონკურენციას უწევს სატირით გაჯერებული სხვა ანიმაციური ფილმებიც, მასში წამოყენებულია აქტუალური პრობლემები და კრიტიკის ქვეშ ყენდება ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.

2007 წელს გამოვიდა სიმპსონების ფილმი – სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი, რომელშიც მოთხრობილია ერთ-ერთი ისტორია ქალაქის ცხოვრებიდან.

შექმნა

სერიალის მთავარ შემქმნელს, მეტ გრენინგს სთხოვეს ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი სერიების დამზადება. თავდაპირველად მეტს სურდა ”ჯოჯოხეთური ცხოვრების” შექმნა, სადაც იგი თავად იქნებოდა მთავარი გმირი. მაგრამ შემდგომში, მისი პერსონაჟი შეცვალა ბარტმა.

სიმპსონები პირველად გამოჩნდნენ ტრეისი ულმანის შოუში, 1987 წელს. შემდგომში პერსონაჟები ვიზუალურად დახვეწეს და 1989 წელს დაიწყო სერიალის წარმოება ”ფოქსის” კომპანიისათვის.

თავიდანვე, სერიალმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განსაკუთრებით, ბარტის გამო, თუმცა ამერიკა ააფორიაქა იმან, რომ სერიალის შემქმნელები დასცინოდნენ ამერიკული საზოგადოების ყველა უარყოფით მხარეს.

22db9c92fd26

სიმპსონების ოჯახი

ჰომერი

მისი სრული სახელია ჰომერ ჯეი სიმპსონი. მას ახმონანებს დენ კასტელანეტა. ჰომერი პირდაპირი პაროდიაა, შემქმნელების აზრით, ამერიკის ტიპიურ მაცხოვრებლებზე, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ ეზარებათ თავიანთი საქმე, უყვართ ბევრი ფუნთუშა, არის საკმაოდ მსუქნები, თავისუფალ დროს უთმობენ მხოლოდ ტელევიზორს, ინტელექტუალურად კი შეზღუდულები არიან. ეს და ბევრი სხვა უარყოფითი თვისება სერიალის მანძილზე ხშირად ვლინდება ჰომერის მიერ. მიუხედავად ამისა, იგი აღიარებს, რომ იცის საკუთარი ნაკლების შესახებ. ერთ-ერთ სერიაში ლიზა სასოწარკვეთაში ვარდება და დარწმუნებულია, რომ ისეთივე სულელი გაიზრდება, როგორც მამამისი, თუმცა ჰომერი რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს – სიმპსონების სახლთან მიიყვანს მთელ ნათესაობას, რათა დაუმტკიცოს ლიზას, რომ მათ გვარში არა მხოლოდ გონებაჩლუნგი ხალხია.

ჰომერი გამოირჩევა მელოტი თავით (რომელზეც სულ სამი თმაა დარჩენილი) და სქელი მუცლით. მისი საყვარელი საჭმელია ფუნთუშა, სასმელებიდან – ლუდი, რომლის დასალევად იგი ხშირად მიდის მო შზისლაკის ბარში.

ace173a9e6cd

მარჯი

მარჯი, ისევე, როგორც სიმპსონი, საშუალო ფენის ამერიკელი დედის განსახიერებაა. ინტელექტუალურად იგი ჰომერზე ბევრად განვითარებული ჩანს, ყოველთვის ავლენს ნამდვილი დედისათვის დამახასიათებელ ყველა თვისებას. მას აგრეთვე აქვს ბევრი ნიჭი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხატვის ნიჭი, რომელიც გამოვლინდა მის ახალგაზრდობაში – მარჯს შეუყვარდა რინგო სტარი და ამან შთააგონა, დაეხატა მისი ბევრი პორტრეტი. მარჯი ასევე კარგი მზარეულია.

მარჯი გამოირჩევა უცნაური ვარცხნილობით, რომელიც უფრო ვარცხნილობის გროტესკულ ფორმას წარმოადგენს, ვიდრე რეალურად არსებულ ვარცხნილობას. ეს ძალიან გრძელი, პრაქტიკულად, მარჯის მთლიანი სხეულის ზომის ლურჯად შეღებილი, ერთ სვეტად დაყენებული თმა.

3ec26ba5e0db

ბარტი

სიმპსონების ვაჟი და ყველაზე უფროსი შვილი ბარტი არის არა მხოლოდ ტიპიური ამერიკელი მოზარდი, იგი უფრო გლობალურ მასშტაბებს იძენს და ითავსებს საერთოდ მოზარდისათვის დამახასიათებელ ჩვევებს, თვისებებსა და უარყოფით მხარეებს.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად თავს ამოჰყოფს პრობლემებში, მას ბევრი დადებითი თვისებაც აქვს, თუნდაც ის, რომ იგი ძალიან მეგობრულია. იგი სათანადო ყურადღებას უთმობს ცხოველებსაც, თუმცა ბუნებაზე ზრუნვა მის მიზნებში არ შედის – ეს უფრო ლიზას პრეროგატივაა.

ბარტსა და მამამისს შორის უცნაური დამოკიდებულებაა – ისინი ხშირად ჩხუბობენ, ხშირად ხუმრობენ და შერიგებულები არიან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჰომერი, თავისი არასტანდარტული ხასიათის გამო ხშირად წაუჭერს ხოლმე ბარტს კისერში ორივე ხელს და აგრესიულად აქნევს თავის შვილს აქეთ-იქით.

76e945cecc56

ლიზა

ლიზა ყველაზე მეტად გამოირჩევა სიმპსონებში თავისი ინტელექტით. იგი ზრუნავს ბუნებაზე, ხშირად გამოდის მოხსენებებით სკოლის კონფერენციებზე. ის არის ვეგეტარიანელი და თან მიუხედავათიმისა რომ მხოლოდ 8 წლისაა ხდება ბუდისტი რადგანაც ფიქრობს რომ ბუდას მოძღვრება ყველაზე ჰუმანური და ბუნების მოყვარული რელიგიაა. ლიზა არის სკოლის ერთერთი საუკეთესო მოსწალე და ოცნებობს გამოვიდეს საქსაფონისტი. შესაბამისად უკრავს საქსაფონზე. ლიზას უყვარს ჯაზი. ლიზას ყავს თაყვანისმცემეი მილჰაუზი ბარტის საუკეთესო მეგობარი.

სერიალის მანძილზე მას უყვარდება რამდენიმე ბიჭი – რალფ ვიგამი, ნელსონ მანტცი და კოლინი (ეს უკანასკნელი – სიმპსონების ფილმში).

e9b9ef533a64

მეგი

მეგი ყველაზე ჩუმი პერსონაჟია. სერიალის მანძილზე მისი ასაკი პრაქტიკულად არ იცვლება და იგი რჩება პატარა გოგონად, რომელიც ხშირად ხელით დაჰყავთ. მიუხადავათ იმისა რომ სერიალის რამოდენიმე სერიაში სიმპსონების მომავალია ახწერილი და მეგი ამ სერიებში ზრდასრულია ის მაინც ვერ იღებს ხმას ყოველთვის რაღაც აბრკოლებს და ხელს უშლის რომ თქვას რამე. გამოირჩევა იმით, რომ პირში მუდმივად უდევს საწოვარა, რომელსაც მხიარულად აცმაცუნებს. ერთ სერიაში ის ძველი თოფით დაჭრის ჰომერის უფროს , ბოროტ მილიონერ ბერნსს.

14cc84800810

6ce4e093971b

ოჯახის სხვა წევრები და ახლობლები

ბაბუა (აბრაჰამ სიმპსონი)

აბრაჰამ ეიბ სიმპსონი არის ჰომერის მამა. როგორ წესი, იგი ცხოვრობს ან სიმპსონების სახლში, ან მოხუცებულთა თავშესაფარში. ის არის საოცრად მომაბეზრებელი და მკაცრი მაგრამ მას არავინ უსმენს. წარსულში ის ომობდა მეორე მსოფლიო ომში და წინამძღოლობდა დაჯგუფება ‘მფრინავ პირანიებს’ ის იყო ნამდვილი მებრძოლი და არაერთხელ გაუწირია თავი ომში ამიტომაც საკმაოსდ დასახიჩრებულია. ის იყო ძალიან მკაცრი მამა ჰომერისთვის ამიტომაც შვილს ის დიდად არ უყვარს. ბაბუას უყვარს თავისი ომის ისტორიების მოყოლა და ამით თავს ყველას აბეზრებს.

30f608221d1d

პეტი და სელმა

პეტი და სელმა ბუვიე (პატრისია ”პეტი” ბუვიე და სელმა ბუვიე ტერვილიგერ ჰატზ მაკკლურ სტიუ სიმპსონები)არიან მარჯის ტყუპი დები. ორივე მუშაობს სპრინგფილდის სპორტის დეპარტამენტში, ორივეს ეზიზღება ჰომერი და ორივე მუდმივად ეწევა. ვიზუალურად ისინი განსხვავდებიან ტანსაცმლის ფერითა და ვარცხნილობებით. ერთი და ლეზბოსელია ხოლო მეორე ყველა შემხვედრი მამაკაცის შებმას ცდილობს მაგრამ ისინი არც ისე ლამაზები არიან ამიტომ ყოველთვის მარტონი არიან.

7a0a8d11cdf7

მონა სიმპსონი

მონა ჯეი სიმპსონი არის ჰომერის დედა და აბრაჰამის ყოფილი მეუღლე. სერიალში მას ახმოვანებს მსახიობი გლენ კლოუზი. მას ეძებს პოლიცია, რის გამოც იგი გამუდმებით იცვლის სახელებს – ასეთებია პენელოპა ოლსენი, მონა სტივენსი, მარტა სტიუარტი, მადი მეი საგინსი და ანიტა ბონიტი. სანამ არ აღმოჩნდა, რომ იგი ჩარლზ მონტგომერი ბერნსთან კონფლიქტის გამო იძებნება, ყველა თვლიდა, რომ მონა გარდაცვლილია.

b94aad550a24

სანტას უმცროსი თანაშემწე

სანტას უმცროსი თანაშემწე არის სიმპსონების ძაღლი – მომხიბვლელი, მაგრამ გაუწვრთნელი მონადირის ძაღლი.

f02d878e8733

სნოუბოლი

სნოუბოლი (ფიფქი) არის სიმპსონების კატა. სერიალში იყო სულ რამდენიმე ფიფქი – ფიფქი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. ისინი განსხვავდებოდნენ ფერით. მეხუთე სნოუბოლი შავი ფერის კატაა.

0dd344ad378d

ჰერბერტ პაუელი

ჰერბერტ პაუელი არის ჰომერის ნახევრადძმა. მისი მამაა აბრაჰამ სიმპსონი, ხოლო დედა – მეძავი ქალი კარნავალიდან. იგი საკმაოდ იშვიათად ჩნდება სერიალში და შორს დგას სიმპსონებისათვის დამახასიათებელი სიჩლუნგისგან.

8abf5c9b2704

ვიზუალური მხარე

სერიალის თითოუელი სერია ტელეეთერში გადის კვირაში ერთხელ. ამისათვის საჭიროა დაძაბული მუშაობა თითოეულ სერიაზე, რადგანაც ყველაფერი პრაქტიკულად, ხელით იხატება. სამუშაო მასალას აგზავნიან რამდენიმე ქვეყანაში და, ასეთი კოლექტიური მუშაობის შემდეგ, ყველაფერი მონტაჟდება და გახმოვანებას გადის ისევ ცენტრალურ სტუდიაში.

სერიალი პრაქტიკულად კონვეიერულად იწარმოება, ასე რომ ვიზუალურად, რათა გამარტივდეს ხატვის პროცესი, პერსონაჟები პრაქტიკულად იდენტურია – მათ აქვთ სტანდარტული, მრგვალი თვალები, ყვითელი კანი, უმრავლესობას არ აქვს წარბები (თუმცა ეს მათ აღქმას არ უშლის ხელს). ტონები და შუქ-ჩრდილები ასევე არ არის, თუმცა სიმპსონების ფილმში შეიმჩნევა მათი სიუხვე.

კომპიუტერული ეფექტები ანიმაციურ სერიალში თითქმის არ გამოიყენება, მაგრამ არის რამდენიმე სერია, სადაც, ხუმრობით ან სპეციალურად შემქმნელებმა ჩაატარეს მცირე ექსპერიმენტები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button