უცნაური

მეცნიერების კიდევ ერთი წარმატება

9f25184d0541

მეცნიერებმა აღმოაჩინეს თავის ტვინის ის ნაწილი, რომლის აქტიურობის დროს ადამიანი ემატება გამბედაობა და მოქმედებს შიშის საწინააღმდეგოდ. ეს აღმოჩენა ექიმებს გამოადგებათ ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ.

“ექსპერიმენტების შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს ადამიანის გამბედაობაზე და მისი მანიპულირებით ჩვენ შევძლებთ განვკურნოთ ნებისმიერი ფობია” , — განაცხადა პროექტის ავტორმა და ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუტის დოქტორმა იადინ დუდაიმ (Yadin Dudai).

მეცნიერთა ჯგუფმა, იადინ დუდაის ხელმძღვანელობით, ჩაატარა მთელი რიგი ექსპერიმენტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოხალისეები. მათ უნდა დაეძლიათ შიში კონკრეტულ სიტუაციაში, მაგალითად: მათ კეტავდნენ შხამიან გველებთან ერთად ოთახში, უწყობდნენ კონტეინერების დაჯახების სიმულირებას.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ მოხალისეების ტვინის აქტივობას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით და აფიქსირებდნენ მათ მღელვარების დონეს, ფიზიკურ აგზნებას, კანის გამტარობას, რომელიც იცვლებოდა ოფლის დენის შედეგად.

ექპერიმენტის წინ მეცნიერებმა შეამოწმეს ყველა მოხალისე, რათა გაერკვიათ ვის ეშინოდა გველების და ვის ქონდა სუსტი ფსიქიკა.

მოხალისეთა თავის ტვინის სკანირების დროს აღმოჩნდა, რომ შიშის მატებასთან ერთად იზრდებოდა მისი დაძლევის სურვილი და აქტიურდებოდა ტვინის წინა ნაწილი, ანუ სწორედ ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს გამბედაობაზე.

იმედი მაქვს მოგეწონათ :)

წყარო hi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button