უცნაური

ულტრათხელი ქალაქის ავტომობილი

231d1d48b038

ცნობილმა ინგლისელმა დიზაინერმა– რევოლუციონერმა Gordon Murray – იმ დღეს ოფიციალურად წარმოადგინა ახალი კლასის ქალაქის ავტომობილი T.25 (ბენზინი) და T.27 (ელექტროობაზე).

“Frormula1″ — ის ბოლიდის და McLaren F1 – ის შემქმნელმა, 20 წლის წინ “სუპერქარების” ისტორიის გადამატრიალებლმა, ახალი მოდელის შექმნისას უფრო ხაზი გაუსვა უფრო მანქანის კომფორტს და მანევრულობას ვიდრე სისწრაფეს, თუმცა ზოგიერთ ასპექტებში ძველი სტანდარტები შეინარჩუნა. მძღოლის ადგილი ცენტრშია მოთავსებული, კორპუსის ნაწილები ადვილი შესაცვლელია ავარიის შემთხვევაში, ძრავა არის სათავსოს ქვეშ. ავტომობილის მასა — 575 კგ. მისი სიგრძეა 2,4მ, სიმაღლე — 1,6მ, ხოლო სიგანე მხოლოდ 1.3მ. სხვა სიტყვებით მომავალი მანქანა უფრო თხელია ვიდრე გერმანული მწარმოებელი Daimler – ის პოპილარული მოდელი Smart .

სალონის კონფიგურაციის ექვსი კონფიგურაციაა გათვალისწინებული: მძღოლის გარდა ამ მანქანაში შეიძლება მოთავსდეს სამი ადამიანი. უკანა ხედვის სარკეები საკმაოდ კარგადაა განთავსებული, რადგან კარგად ჩანს მძღოლის სავარძლიდან. საწვავის თავსახურები განთავსებულია კორპუსის ორივე მხრიდან.

ბენზინის ძრავიანი ავტომობილის ფასი შეადგენს 9 ათას დოლარს, ხოლო ელექტროძრავიანის ფასი კი ორმაგი იქნება.

ავტომობილის ერთ – ერთი მთავარი ღირსებაა ახალი ტექნოლოგია რომელიც ცნობილია iStream – ის სახელით, რომელიც იძლევა საშუალებას ყველა ძირითადი დეტალის სავალ ნაწილზე განთავსებისა. ეს განაპირობებს მანქანის წარმოების სიიოლეს და ასევე ამ ტექნოლოგიით დამზადებული მანქანა ნაკლებად დააბინძურებს გარემოს.

“ეს არის ყველაზე რადიკალური სიახლე მსუბუქ ავტომობილებს შორის ბოლო 100 წლის განმავლობაში — აცხადებს გერმანული ინჟინერულ კონსალტინგური სააგენტო IPE Engineering – ის დირექტორი ჰოლგერ ერკერი” .

საბარგულის პანელი დამზადებულია გადამუშავებული პლასტიკისაგან. სამცილინდრიანი ძრავა 660 სმ³ ოდენობით სულ წარმოქმნის 88 გ/კმ ნახშირბადის გაზს.

fa3f2875f640

ხომ მაგარი რაგაცაა? აუ საცობებში გაასწორებს ,არა?

წყარო: http://hi-tech.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button