საკითხავისასარგებლოუცნაური

მთავარანგელოზები

მთავარანგელოზი ან არქანგელოზი დაწინაურებული ან მაღალი რანგის ანგელოზია. ისინი რამდენიმე რელიგიურ ტრადიციაში მოიხსენიებიან, მათ შორის ქრისტიანობაში, ისლამში, იუდაიზმსა და ზოროასტრიზმში. სიტყვა არქანგელოზი მომდინარეობს ბერძნულიდან arche (მმართველი ან წყარო) და angelos (მაცნე). smilie

ანგელოზთა იერარქია

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.
ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში. ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;

მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.

ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

საქართველოს საპატრიარქო (შემოქმედის ეპარქია) (მოკლე დახასიათება)
მთავარანგელოზებსაც აქვთ განსაკუთრებული დავალება უფლისაგან:
1. მთავარანგელოზი მიქაელი არის მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისაგან.
2. მთავარანგელოზი გაბრიელი კი არის სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.
3. მთავარანგელოზი რაფაელი სნეულებათა მკურნალი და გზაზე დამაყენებელია.
4. მთავარანგელოზი ურიელი უცოდინართა განმანათლებელი და ლოცვის სურვილის აღმძვრელია.
5. მთავარანგელოზი იეგუდიელი მგზავრობის მფარველი და გაჭირვებულთა შემწეა.
6. მთავარანგელოზი ვარაქიელი კაცთა შუამავალია უფლის წინაშე, მათთვის უფლისგან მადლის გამომთხოვნელი; მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.
7. მთავარანგელოზი სელაფიელი სნეულებათაგან მკურნალი და კაცთათვის მლოცველია ღვთის წინაშე.
8. მთავარანგელოზი იერომიელი ადამიანთა გულებში ღვთისადმი სიყვარულის აღმძვრელია.
9. მთავარანგელოზი ტახნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან.

იუდაიზმში
ებრაული ბიბლიის (ძველი აღთქმა) კანონიკურ წერილებში რაიმე პირდაპირი მინიშნება არქანგელოზებზე არ არსებობს. უფრო მეტიც თავად ანგელოზებიც კი უცხოა გარდა შედარებით გვიანდელი წყაროებისა, როგორიცაა დანიელის წიგნი. ყველაზე ადრეული მინიშნებები არქანგელოზებზე არის აღთქმათა შორის პერიოდის ლიტერატურაში (მაგ. 4 ესდრას 4.36). შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ებრაელთა ინტერესი ანგელოზთა მიმართ განვითარდა მათი ბაბილონელთა ტყვეობაში ყოფნის დროს. რაბინი შიმონ ბენ ლაკშ ტიბერიელის (230–270) თანახმად ანგელოზთა ყველა სპეციფიური სახელები ებრაელთა მიერ ბაბილონიდანი იყო მოტანილი და ზოგიერთი თანამედროვე კომენტატორის მტკიცებით ანგელოზთა იერარქიის დეტალები ძირითადად ზოროასტრული წარმოშობის უნდა იყოს. რაბინული ტრადიციისა და კაბალას მიხედვით მთავარგანგელოზთა რიცხვად მიღებულია შვიდი: მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი, ურიელი, სარიელი, რაგელი და რემიელი (ან რამიელი). ზოგიერთ წყაროში არქანგელოზთა რიცხვში ასევე არიან: ზადკიელი, ჯოფიელი, ჰანიელი და ხამუელი. smileys

გამოცხადება: გაბრიელი ეცხადება მარიამს. ელ-გრეკო.

ქრისტიანობაში
ახალი აღთქმა იშვიათად ახსენებს ანგელოზებს, და მხოლოდ ორჯერ ახსენებს მთავარანგელოზებს, მიქაელს იუდას 1:9 (სადაც გაკვრით არის ნახსენები ებრაული ლეგენდიდან) და თესალონიელთა 4:16, რომლის მიხედვით “არქანგელოზის ხმა” ამცნობს ქვეყნიერებას ქრისტეს დაბრუნებას. პოპულარული რწმენის მიუხედავად გაბრიელი სახარებებში მთავარანგელოზად ნახსენები არსადაა.
გვიანდელ ქრისტიანულ ტრადიციაში ჩნდება სამი არქანგელოზი: მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი (ხანდახან ურიელია ნახსენები როგორც მეოთხე). აღმოსავლეთ ორთოდოქსული ტრადიციით შვიდი მთავარანგელოზია. ურიელი მათ რიცხვშია, ხოლო დანარჩენი სამია: სელაფიელი, იეგუდიელი და ვარახიელი. ზოგჯერ სატანა მოიაზრება როგორც დაცემული მთავარანგელოზი, რომლის თავდაპირველი სახელი იყო ლუციფერი. ზოგიერთი პროტესტანტი მთავარანგელოზად მხოლოდ მიქაელს აღიარებს, ვინაიდ მხოლოდ ის არის გარკვევით ნახსენები ბიბლიაში. პროტესტანტულ ბიბლიაში რაფაელი საერთოდ არ მოიხსენიება და ამგვარად ცნობილი არ არის. თუმცა რაფაელი ნახსენებია ტობიტის წიგნში – ერთ-ერთი დეუტეროკანონიკური წიგნი. ამ ტექსტში რაფელი დახმარებისთვის მოევლინება ტობიტს, კურნავს რა მას და მის შვილს სიბრმავისგან და განდევნის დემონს, რომელიც მათ მოკვლას უპირებდა.
იეჰოვას მოწმეებს სწამთ რომ იესო ქრისტე ფაქტიურად ხორცშესხმული მთავარანგელოზი მიქაელი იყო. ამ მოსაზრებით მიქაელი არის პირველი და უდიდესი ღმერთის ქმნილებათაგან. ეს ეწინაარმდეგება პროტესტანტულ მოსაზრებას, რომლის მიხედვით მთავარანგელოზი მიქაელი ანგელოზი არ არის, არამედ უშობელი ღვთაებრივი ძეა ღმერთის. ამავე მოსაზრებით “არქანგელოზი” ნიშნავს “ანგელოზთა მთავარს” და არა “მთავარ ანგელოზს” და ამგვარად ის მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. smileys

ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ, შეგიძლია იხილო ამ ლინკზე

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.
დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში (ხსენება- 8 (21) ნოემბერი), რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესა მერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მთ. 25, 31).

შვიდი მთავარანგელოზი
აღმოსავლეთ ორთოდოქსული ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით.

ისლამში
smiley ისლამში მთავარანგელოზები არიან მიქაელი (ამინდის მთავარანგელოზი), გაბრიელი ან ჯიბრილი (რომელმაც ყურანი მოუტანა მუჰამედს), აზრაელი (სიკვდილის ანგელოზი), ისრაფილი ან ისრააფილი (ანგელოზი, რომელმაც საყვირს უნდა ჩაჰყვიროს განკითხვის დღეს), მალიკი (ჯოჯოხეთის განმგებელი), დამუნკაარი და ნაკირი (განკითხვის ენგელოზები, რომლებიც დაჰკითხავენ გარდაცვლილ სულებს მათ წარსულ ცხოვრებაზე). თუმცა არც ისრაფელი და არც აზრაელი ყურანში მოხსენიებული არ არიან.ისლამურ ტექსტებში ხაზგასმულია, რომ ანგელოზებს გარკვეული სქესი არა აქვთ.

სხვა ტრადიციებში
ოკულტისტები ზოგჯერ არქანგელოზებს კაბალისტურ წესზე სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას ან ფერს აკუთვნებენ. ზოგიერთ კაბალური სისტემის მაგიურ ცერემონიებში ოთხივე მთავარანგელოზი (მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ურიელი) მოიხსენიება როგორც ოთხი კუთხის (ნაწილის, ან მიმართულების) მცველი და შესაბამისი ფერები მიეკუთვნებათ. ტარიშთა მიხედვით ოთხი მთავარანგელოზია: მიქაელი, გაბრიელი, ტარიელი (ანუ რაფაელი) და ლუციფერი. ხელოვნებაში მთავარანგელოზებს როგორც წესი უფრო დიდი ფრთებითა და მრავალი თვალით გამოსახავდნენ. ყველაზე ხშირად გამოსახული მთავარანგელოზებია მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი.

smiley smileys smiley

***
smilie შვიდ მთავარანგელოზთა სისტემა ანგელოლოგიის ძველი ტრადიციიდან მომდინარეობს. სხვადასხვა წყაროებში შვიდ მთავარანგელოზთა განსაზღვრება ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ასევე განსხვავადება მათი პლანეტებზე – მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი – მფარველობა. ყველაზე ადრეული მინიშნება შვიდ მთავარანგელოზზე მოიპოვება ენოქის I წიგნში (ეთიოპიური ენოქი), რომლის მიხედვით ისინი იყვნენ: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, რაგელი, ზარახიელი და რემიელი. რამდენიმე საუკუნით გვიან ფსევდო-დიონისიუსი მათ ამგვარად აყალიბებს: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, ქამუელი, იოფიელი და ზადკიელი. რომის პაპი გრიგოლ I-ის კლასიფიკაციით კი ისინი იყვნენ: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სიმიელი, ორიფიელი და ზახარიელი.

შვიდი მთავარანგელოზი განსაკუთრებით ფიგურერებს რიტუალურ მაგიურ ცერემონიებში, სადაც ყოველ მთავარანგელოზს გარკვეული ბეჭედი მიეკუთვნება.

შვიდი მთავარანგელოზის შვიდი ბეჭედი მე-16 საუკუნის ტრაქტატიდან “მაგიური მეცნიერების სრული წიგნი”.

***
მიქაელ მთავარანგელოზი

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) – ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“). სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი(მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით – ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. ცხადია რომ მთავარანგელოზი მიქაელი უცილობლად მოხსენიებული იქნება ბიბლიაში. ქვემოთ მოყვანილია როგორც ძველი ისე ახალი აღთქმის ფურცლებზე დატანილი სასწაულები და ასევე ის სასწაულები, რომლებსაც მართლმადიდებლობა აღიარებს.

ძველ აღთქმაში როგორც წესი პირდაპირ არაა ნახსენები ანგელოზთა სახელები რიგი გამონაკლისების გარდა. ესენია:
(დან.10:13).([[|დან..]]10:13)“ და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა. ”

(დან.10:21).“არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი. ”

(დან.10:1).“და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა. ”

თუმცაღა ზეპირი გადმოცემით ცნობილია ბევრი ფაქტი. ესენია: ლუციფერის დამარცხება. ადამის და ევას სამოთხიდან განდევნის შემდეგ მის მცველად დადგომა.

მიქაელ მთავარანგელოზი. რუსეთი, ანდრეი რუბლიოვი, 1410

smiles

***
გაბრიელ მთავარანგელოზი

გაბრიელი (ებრ. גַּבְרִיאֵל, გავრიელ; ლათ. Gabrielus, არაბ. جبريل‎‎ ღაბრილ, ჯიბრილ) სხვადასხვა რელიგიაში მაღალი რანგის ანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. ის პირველად დანიელის წიგნში ფიგურირებს ებრაულ ბიბლიაში. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს ”ღვთის კაცს” ან ”ღვთის გმირს”. მას ასევე ზოგან მოიხსენიებენ როგორც ”ღვთის მარცხენა ხელს”. სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) – ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

აბრაამული რელიგიების მიხედვით გაბრიელი მთავარანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ მსახურობს. ზოგან მას სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, ცეცხლისა და მეხის უფლად, მაგრამ უფრო ხშირად ის ღმერთის მთავარი მაცნეა, და ტრადიციულად ერთადერთი ანგელოზია, რომელსაც სირიულად და ქალდეურად შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელს ხშირად მიქაელთან აიგივებენ შეცდომით. ეს უკანასკნელი ხმალს ფლობს და ედემის ბაღს (მოგვიანებით კი სამოთხეს) დარაჯობს ადამის, ევასა და მისი შთამომავლებისგან. ისლამში გაბრიელს ოთხ მთავარ ანგელოზთა შორის უფროსად მიიჩნევენ და მას სიმართლის გამცხადებელს უწოდებენ. გაბრიელი ასევე ნახსენებია ბაჰაიზმში, განსაკუთრებით ბაჰაულას მეტაფიზიკურ ნაშრომებში ”შვიდი ხეობა” და ”ოთხი ხეობა”.

გაბრიელ მთავარანგელოზის მე-12 საუკუნის ხატი ნოვგოროდიდან.

***
რაფაელ მთავარანგელოზი

რაფაელ მთავარანგელოზი (ებრ. רפאל, — «ღვთიური მკურნალი»; «რაფა» — განკურნება, «ელი» — ღმერთი), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.“ შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა.” —(ტობ.3:16)

“მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე. შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა. უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.” —(ტობ.12:15-17)

რაფაელ მთავარანგელოზი
smiles

***
ურიელ მთავარანგელოზი

ურიელ მთავარანგელოზი (ებრ. אוּרִיאֵל — «ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი»,) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.
“მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი.” —(3 ეზდრ.4:1)
“შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა.” —(3 ეზდრ.5:20)
“სად არის ურიელ ანგელოზი, პირველად რომ გამომეცხადა? რადგან მან თავად გადამაცდინა გონების ზღვარს; და ჩაიშალა ჩემი მიზანი და ჩემი ლოცვა-ვედრება საყვედურად მექცა.” —(3 ეზდრ.10:28)

ურიელ მთავარანგელოზი

***
სელაფიელ მთავარანგელოზი

სელაფიელ მთავარანგელოზი (ებრ. שאלתיאל, სალაფიილ)- მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს. “მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალაფიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე” —(3 ეზდრ.5:16)

სელაფიელ მთავარანგელოზი

***
იეგუდიელ მთავარანგელოზი

იეგუდიელ მთავარანგელოზი (ებრ. יהודיאל — იეჰუდიელ «ღვთის დიდება») ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

იეგუდიელ მთავარანგელოზი

***
ვარახიელ მთავარანგელოზი

მთავარანგელოზი ვარახიელი – (ებრ. ברכיאל – «ღვთის კურთხევა»). ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

ვარახიელ მთავარანგელოზი

***
იერომიელ მთავარანგელოზი

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში. წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: “ღვთისკენ ამაღლებას.“ განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: “განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი; საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული.” —(3 ეზრ.4:35-37)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close