არქივი

ყურადღება ყურადღება!!!

474cc7b7d4d1
ყველამ წაიკითხოს აუცილებლად!!!…

მოკლედ რისთვისაც შეგაწუხეთ:

ამ ბოლო დროს ბლოგზე ტენდეციაა, რომ ძალიან ბევრი ვიდეო იდება, რომელთა 80% უვარგისია… ვინ როგორ მოიტეხავს ფეხს, ვინ როგორ შლის ხელს და ატრიალებს თავს… მოკლედ ყველაფერზე პოსტის დადება არ შეიძლება. შეიძლება ასეთი ვიდეოების ნაკრები გაკეთდეს და ერთ პოსტად დაიდოს როგორც “პრიკოლები”.

ამასთანავე შემჩნეული მყავს ბევრი ავტორი, რომელიც მარტო ვიდეოებს დებს, ანდა მისი პოსტების 90% ვიდეოა, რაც ძალიან ცუდია. ასეთი ავტორი წინ ვერასოდეს წავა ჩვენს საიტზე და ვერ (არ) მიიღებს ავტორის სტატუსს.

ძალიან კარგი იქნება თუ დაიდება ვიდეოები შემეცნებითი ხასიათის, რაიმე ისტორიის ნაწილის, საინტერესო გამოგონების, აღმოჩენის და ა.შ.

ამასთანავე მომრავლდა ვიდეოები ფეხბურთის შესახებ. გასაგებია, რომ ახლა მთელი ყურადღება სამხრეთ აფრიკისკენაა მიმართული, მაგრამ ვინ როგორ გაიტანს ჯარიმას და ვინ როგორ გააკეთებს “პატკატს”, ყველაფერ ამაზე ვიდეოს დადება არ შეიძლება, ეს არ გახლავთ საფეხბურთო საიტი!

ადმინისტრაციას მოგვდის ბევრი წერილი და გვთხოვენ ავტორის სტატუსის ჩართვას, რაც არ არის მისასალმებელი ნამდვილად. გარწმუნებთ ჩვენ ყველა აქტიურ ავტორს ზედმიწევნით ვაკვირდებით და ვინც იმსახურებს სწორედ ის ღებულობს ამ სტატუსსაც. ჩვენ არ გვეხალისება სხვისი პოსტების შესწორება და რედაქტირება, რაც მეტი ავტორი იქნება საიტზე მით უკეთესი ჩვენთვის. ასე რომ თავი შეიკავეთ ასეთი შინაარსის წერილებისგან.

ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით პოსტების წერისას, სწორად მიუთითეთ კატეგორიები და Post Tags-ში აუცილებლად წერეთ ქართულად და არა ლათინური ასოებით. ნუ გვავიწყდება ასევე more ღილაკი. აუცილებელია ასევე წყაროს მითითება, თუკი ის რომელიმე ქართულენოვანი საიტიდანაა დაკოპირებული.

და კიდევ, გთხოვთ თავი შეიკავოთ პოსტებზე უაზრო კომენტარებისგან: “პირველი ვარ”, “მეხუთე ვარ”, “მეზარება წაკითხვა” და ა.შ. თორემ იძულებული ვიქნებით მივიღოთ უკიდურესი ზომები, რაც ყველაზე ნაკლებად გვსურს.

და ბოლოს, ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი საყვარელი ბლოგი იყოს გამორჩეული და მართლაც უცნაური ქართულ ინტერნეტ სივრცეში. იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის და გაგების…

პატივისცემით ადმინისტრაცია…

მსგავსი ამბები

Back to top button