არქივი

ფეხბურთის ვარსკვლავები – პატარაობისას და ეხლა

beb86a6a7bcf
ოდესღაც, ისინი იყვნენ მხოლოდ ბავშვები, ახლა კი ისინი ფეხბურთის ვარსკვალვები გახდნენ. გთავაზობთ, დავათვალიეროთ ზოგიერთი ფეხბურთელის პატარაობის ფოტო-სურათები:
1. მესი (Messi).
9360286029b5

10b5b3a2d4d0
ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (Lionel Andres Messi)— არგენტინელი ფეხბურთელია, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში გარემარბის პოზიციაზე. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის.
მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთისა და ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციები 21 წლის ასაკში… მისი საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელმაც მესიზე თქვა, ჩემი გამგგრძელებელიაო;
2. ნიკოლას ანელკა (Nicolas Anelka).

e1e2df16092d

daad795d0c8e
ნიკოლა ანელკა — ფფრანგი ფეხბურთელია , თამაშობს იტალიის სერია ა-ს კლუბ იუვენტუსში. ანელკამ კარიერა დაიწყო პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდულ გუნდში, 16 წლის ასაკში.

“ჩელსის” თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს და დაჟინებით აცხადებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, არცერთ შემთხვევაში არ გახდება მწვრთნელი. ამ ფაქტის მიზეზი კი ის არის, რომ მას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა უთხრას ფეხბურთელს, რომ არ არის ძირითად შემადგენლობაში;
3. კანავარო (Cannavaro).

71137d86ccb9

3d4759e0d956
მადრიდის „რეალისა“ და იტალიის ყოფილმა ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა – ფაბიო კანავარომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
4. ზინედინ იაზიდ ზიდანი ( Zidane, Zinedine iazid)
80900b0e23ed

0ac11408556d
ზინედინ იაზიდ ზიდანი წარმოშობით ალჟირელია, მაგრამ დაიბადა მარსელში. მამამისი მუშაობდა უნივერმაღში დამფასოებლად, ხოლო პატარაობისას მისი ბურთის ფუნციას ასრულებდა პლასტიკური ბოთლი. მან თავისი თამაშით მიიპყრო ყურადღება და 1989 წელს 17 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში—.
2001 წლის 9 ივლისი, რეალ მადრიდის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური. “ეს დიდი პატივია ჩემთვის” – მოკრძალებით აღნიშნა ზიდანმა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ზინედის — 2001 წელს რეალ მადრიდმა იუვენტუსს 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა.
იტალიასთან ფინალში ზიდანმა გოლიც კიბ გაიტანა, მაგრამ მარკო მატერაცისთან შეკამათება მოუხდა, თავი დაარტყა და მოედნიდან გააძევეს. ეს ბოლო თამაში იყო ზინედინ ზიდანის კარიერაში.
ზიდანი ფიფა-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 1998 წელს France Football-მა ოქროს ბურთიც გადასცა.

5. შევჩენკო (Shevchenko).
1dc804a17c23

92f430a6d0b0
6. კრისტიანო რონალდო (Krystyano Ronaldo).
e62f8159506f

b9366767e489

კრისტიანუ რონალდუ დოს სანტუს ავეირუ – პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად რეალ მადრიდში ასპარეზობს. 2008 წელს რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.
კრისტიანო რონალდუს თქმით,იგი არ აღნიშნავს გოლს,თუ იგი ბურთს „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარებში შეაგდებს.

„მე არ ავღნიშნავ გოლს, თუ გავიტან „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარებში”, – განაცხადა პორტუგალიელმა
– სერ ალექსიმ ბევრი რამ მასწავლა და მე არაერთხელ მითქვია, რომ მას მე ფეხბურთში მამად მივიჩნევ და რომ, მე ნამდვილად მენატრება ის.”
კრისტიანო რონალდო ავეირუსის მეტსახელი „რონალდო “, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო.

პერესმა რონალდუში 96 მილიონი ევრო გადაიხადა !
7. ნესტა (Nesta).
95d451c1e1c4

526227741b00
ალესანდრო ნესტა -იტალიელი ფეხბურთელია, „მილანის“  ცენტრალური მცველი  და   მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი.
ბავშვობაში ალესანდრომ ნეკნი გაიტეხა, მკურნალობის დასრულების შემდეგ ექიმმა სპორტით დაკავება ურჩია. ძმის ინიციატივით კი ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში დაიწყო ვარჯიში.

მილანის ხელმძღვანელობას მცველის შეძენა 35 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2002 წელს ნესტას მისვლით ანჩელოტის გუნდში მცველის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა. ალესანდრომ სრულფასოვნად ჩაანაცვლა ლეგენდარული ფეხბურთელი და პაოლო მალდინის გვერდით დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი. დაცვის ოთხეულს კალაძე და კაფუ ავსებდნენ. მილანში გადასვლის პირველივე სეზონში ნესტამ  ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და იტალიის თასი მოიგო.
8.  დელ  პიერო  (Del Piero).
838e3d8dc9f8

73dd22b7cf60
ალესანდრო დელ პიერო — იტალიელი ფეხბურთელია, ავსტრალიის კლუბ „სიდნეის“ თავდამსხმელი.

ალექსანდრო ჩვეულებრივ იტალიურ ოჯახში დაიბადა, მისი უფროსი ძმა სტეფანო პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და „სამპდორიაში“ თამაშობდა, თუმცა მძიმე ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო. პატარა ალექსი ფიზიკურად სუსტი იყო და მეკარის პოზიციაზე გაამწესეს. თუმცა, სტეფანო მალე მიხვდა, რომ უმცროს ძმას შეტევაში ჩართვა უკეთ ეხერხებოდა და დელ პიერომაც მალე შეიცვალა პოზიცია.
13 წლის ასაკში ალექსმა მშობლიური მხარე დატოვა და „პადოვაში“ გადავიდა სათამაშოდ…
2010 წელს „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა, დაკარგა იტალიის ჩემპიონობის შანსიც, თუმცა დელ პიერო რჩება კლუბის ლიდერად, კაპიტნად…
ალესანდრო დელ პიერო იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა.
ფინალში გერმანიის წინააღმდეგ, თერთმეტმეტრიანების სერიაში უზადოდ შეასარულა პენალტი და ბავშვობის ოცნება აისრულა – ფეხბურთის უმაღლესი ჯილდო, მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო.

9. ოუენი (Owen).
5c706b39b038

6bfa83522adf
მაიკლ ჯეიმზ ოუენი დაიბადა მანჩესტერში — იგი ინგლისელი ფეხბურთელია- თავდამსხმელი.
და, რაც მთავარია, ის არის ყოფილი ფეხბურთელის, ტერი ოუენის შვილი.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო ტრავმა, რომლის განკურნებასაც დასჭირდა ერთი წელი. რამდენიმე მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი, ხოლო ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 89 მატჩში გატანილი აქვს 40 გოლი.

33 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელზე თავისი შვილის, ჯეიმსის ფოტო გაავრცელა, რომელმაც მამას საფეხბურთო კარიერის დასრულებისთვის მიძღვნილი ნახელავი, საფეხბურთო მოედანი უჩვენა. მაიკლმა ფოტოს თან შვილის ციტატაც მიაწერა: “მამა, შენი ბოლო მატჩისთვის ეს გავაკეთე”.
მაიკლს კიდევ სამი გოგონა ჰყავს.
მაიკლი იხსენებს, რომ : „ტანად ყოველთვის პატარა ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მოვეწონე მანჩესტერის, არსენალისა და ლივერპულის წარმომადგენლებს. სწავლას მაინც არ ჩამოვრჩი და ჩემი ატესტატიც მეამაყება.“
ახალგაზრდა ვეტერანზე, მაიკლ ოუენზე ისე საუბრობდნენ, როგორც ბებერზე. ამაში ტრავმებია მთავარი დამნაშავე.
„როგორ დავეცი „ოქროს ბიჭუნადან“ ამ დონეზე…“- ყოველთვის სინანულით გამოთქვამს ამ ფრაზას;
მაგრამ თავისი შვილების შემხედავი ამბობს: „ რაღა დამრჩენია, მოვისვა გვერდით ჩემი შვილები: ჯეიმი, ჯემა, ემილი და ჯესიკა, მოვუყვე მათ განვლილი კარიერის შესახებ და გავზარდო წარმატებულ ადამიანებად. ..“
10. მარადონა (Maradona).
caa48d4e6876

20c166b2ce23
დიეგო არმანდო მარადონა — არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი. მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.
მარადონამ მონაწილეობა მიიღო ოთხ მსოფლიო ჩემპიონატში, ამათგან, 1986 წლის ჩემპიონატზე ის იყო არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, სადაც არგენტინელებმა ფინალში გერმენიის ფედერაციულ რესპუბლიკას სძლიეს…
ამავე ჩემპიონატში, არგენტინა-ინგლისის შეხვედრისას (2-1) ორივე გოლი მარადონამ გაიტანა, სადაც მეორე გოლი 60 მეტრიდან იყო დარტყმული და ჩაუარა ექვს ინგლისელ ფეხბურთელს, რის გამოც მას – „საუკუნის გოლი” უწოდეს.

383a103a578c
3b8ae62280f3
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა მრავალშვილიანი მამაა. 52 წლის მარადონას ახლახანს მეხუთე შვილი შეეძინა, რომელიც ვერონიკა ოხედამ გაუჩინა.
მართალია, დიეგო და ვერონიკა რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ, თუმცა ვალენტინობის დღეს დაბადებულმა პატარა დიეგო ფერნანდომ ამ ქვეყნად თავისი მოვლინებით დედას და მამას ორიგინალურად მიულოცა ეს დღესასწაული.
მარადონას ფერნანდოს გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს: ორი გოგონა ოფიციალური მეუღლე კლაუდია ვილიაფანესგან და ორიც – გოგონა და ბიჭი – ქორწინების გარეშე.
43848fee8fe1

691e5f813395

blogerlady

age: 14
Back to top button