ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

ფეხბურთის დროს “ქალთა ქცევის კოდექსი”

ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობას გავიგებთ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიაში, ფეხბურთის მოყვარულთა ერთმა ჯგუფმა “მუნდიალი-2010”-ის დღეებში ქალთა ქცევის “განსაკუთრებული” კოდექსი შეიმუშავა.

ეს წესი მთელი მსოფლიოსათვის საერთოა და მას ალბათ ქართველი მამაკაცებიც დიდი სიამოვნებით გაეცნობიან.

1. საფეხბურთო რეპორტაჟის მიმდინარეობისას, მეუღლე მხოლოდ საოჯახო საქმიანობით უნდა დაკავდეს.

2. ყოველი მატჩის წინ ძვირფას ქმრებს რამდენიმე ქილა ან ბოთლი ცივი ლუდი უნდა მოუმარაგოთ.

3. თამაშის მსვლელობისას ოთახში, სადაც ტელევიზორია, ქალის ყოფნა სასტიკად იკრძალება, რადგან ერთი მამაკაცისათვის ორი სასურველი არსება მართლაც რომ მეტისმეტია.

4. ტაიმებს შორის შესვენებისას ცოლს უფლება აქვს უხმაუროდ შევიდეს ოთახში, დააცარიელოს საფერფლეები, ცარიელი ბოთლები სავსეებით შეცვალოს და საჭიროების შემთხვევაში ქმარს ტკბილეული ან რაიმე სხვა გემრიელი სასუსნავი შესთავაზოს.

5. თამაშამდე სადილი მზად უნდა იყოს. ეს აუცილებელია, რადგან მამაკაცი მატჩისათვის კარგად უნდა განეწყოს. სადილის დროს ქალმა პირი უნდა მოკუმოს და არ ისაუბროს.

6. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში სექსუალური კავშირი რეკომენდირებული არ არის, რადგან შეიძლება ბავშვი გონებაგაფანტული გამოვიდეს. ამას გარდა, სასტიკად აკრძალულია მოკლე კაბის ტარებაც, რათა მამაკაცებს ეჭვი არ შეეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში. ფეხბურთი ხომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტია.

7. თუ მამაკაცი დიდსულოვანი აღმოჩნდება და ქალს მასთან ერთად ფეხბურთის ყურების ნება დართო, სასტიკად აკრძალულია სხვადასხვა წამოძახილებები, დილეტანტიზმის წამოფრქვევა და შემდეგი სახის ფრაზები: „კაკა დღეს ისევ ლამაზად გამოიყურება“ ან „რა სიმპათიური მამაკაცია ეს ოხერი მაიკონი“.


ეს პოსტი მონაწილეობს TBC Smart Club-ის გათამაშებაში. გამარჯვებული გამოვლინდება Like-ებით, ამიტომ გთხოვთ თუ მოგეწონათ პოსტი, გადახვიდეთ ამ ბმულზე, სიიდან აირჩიოთ პოსტი: ბაქარ ლომსაძე — ფეხბურთის დროს “ქალთა ქცევის კოდექსი” და პოსტის ტექსტის ბოლოს დაალაიქოთ (დაწკაპეთ Like-ს).

აქ (www.ucnauri.com-ზე) არ ითვლება ლაიქები :) უნდა გადახვიდეთ ამ გვერდზე

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის :)

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close