არქივი

როზეტის ქვა

a3f382222545

როზეტის ქვა — 1799 წელს ეგვიპტეში აღმოჩენილი მუქი რუხი-მოვარდისფრო გრანიტის ქვა (თავდაპირველად ბაზალტის კომპოზიტი ეგონათ) იდენტური შინაარსის ორენოვანი ტექსტით – ეგვიპტურ და ძველ ბერძნულ ენებზე. ამასთანავე ეგვიპტური ნაწილი ორი დამწერლობის გამოყენებით იყო შესრულებული – იეროგლიფური და დემოტური ეგვიპტური. ქვის ზომებია – სიმაღლე 114,4 სმ, სიგანე 72,3 სმ და სისქე 27,9 სმ.
მეთვრამეტე საუკუნეში ლინგვისტებისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი იყო ძველეგვიპტური იეროგლიფები, მრავალი წლის მანძილზე მეცნიერები უშედეგოდ ცდილობდნენ გაეშიფრათ ისინი. როზეტის ქვის აღმოჩენამ 1822 წელს ჟან–ფრანსუა შამპოლიონს შესაძლებლობა მისცა იდენტური ძველბერძნულენოვანი ტექსტის გამოყენებით დაედგინა ეგვიპტური იეროგლიფების მნიშვნელობები.

88079bae1d2f

ქვის ტექსტი წარმოადგენს სამადლობელო წარწერას, რომელიც ძვ. წ. 196 წელს ეგვიპტელმა ქურუმებმა მიუძღვნეს პტოლომეუსებისდინასტიის მორიგ მონარქს პტოლომეუს V. ტექსტი იწყება სიტყვებით: “ახალ მეუფეს, რომელმაც მეფობა მიიღობა მამისგან…”. ელინისტურ ხანაში მსგავსი დოკუმენტები ბერძნული ოიკუმენეს ფარგლებში ბი– ან ტრილინგვების სახით ვრცელდებოდა, რამაც შემდგომში ლინგვისტებს დიდი დახმარება გაუწია.
როზეტის ქვა 1799 წლის 15 ივლისს ფრანგული არმიის კაპიტანმა პიერ–ფრანსუა ბუშარმა აღმოაჩინა მდინარე ნილოსის დელტაში მდებარე ქალაქ როზეტის (თანამედროვე ქ. რაშიდი) მახლობლად სენ–ჟულიენის ფორტის მშენებლობისას. ოფიცერმა გაიაზრა აღმოჩენის მნიშვნელობა და ქვა სასწრაფოდ გადაგზავნა ქალაქ ქაიროში, სადაც წლით ადრე ნაპოლეონის ბრძანებით დაარსდა ეგვიპტის ინსტიტუტი (Institut de l’Egypte). 1801 წელს ფრანგულ ჯარს ეგვიპტის დატოვება მოუხდა და როზეტის ქვა სხვა მნიშვნელოვან აღმოჩენასთან ერთად ინგლისელთა ხელში აღმოჩნდა.
1802 წლიდან როზეტას ქვა გამოფენილია ბრიტანეთის მუზეუმში. წარწერის გაშიფვრას უშედეგოდ ეცადნენ ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე სილვესტრ დე სასი, შვედი დიპლომატი ოკერბლადი და ინგლისელი ბუნებისმეტყველი თომას იუნგი. 1822წელს ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა როზეტის ქვის წარწერის გაშიფრვის შედეგად სათავე დაუდო ძველეგვიპტური ისტორიის შესწავლის ახალ ეტაპს.
მხოლოდ ერთხელ, 1917 წელს პირველი მსოფლიო ომის ბოლოსკენ, ლონდონის დაბომბვის გამო მუზეუმმა იგი დროებით სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან ერთად საიმედო ადგილას გადაიტანა. მომდევნო ორი წელი ქვამ მიწისქვეშა საფოსტო მეტრო სადგურზე გაატარა ჰელბორნთან.

691f0d990c82

4aa1d5e488a3

8dcd7ed72bad

წყარო: ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button