გართობაუცნაური

ანეკდოტებიი

0aa8f5d4bce6

შევეცადე ჩემთვის საყვარელი და სასაცილო ანეკდოტები დამეწერა იმედია ცოტაზე მაინც გაგეღიმებათ

სვანს სამსახურში იღებენ. სვანი ეკითხება:
– აქ სვანები მუშაობენ?
– არა, – უპასუხეს.
გავიდა დრო,სვანს ამოწმებენ. შევიდნენ ოთახში და სვანს ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი. ჰკითხეს:
– რატომ არ მუშაობ?
– თქვენ არ მითხარით,აქ სვანები არ მუშაობენო? – უპასუხა სვანმა.

სვანი დგას შუა მდინარეში პალტოთი, ერთი კაცი ეკითხება მანდ რასაკეთებო? პალტოს ვრეცხავო. მერე სარეცხი მანქანა არა გაქო? იქ თავბრუ მეხვევაო.

ორი რუსი საუბრობს:
– რა არის სექსი?
– სექსი ისაა, რაშიც ფულს იხდიან.
– მაშინ სიყვარული რა არის?
– სიყვარული ქართველების მოგონილია, ფული რომ არ იხადონ…

ოპერაციის წინ ანესთეზიოლოგთან:
– ექიმო, ანესთეზიას უფასოდ ვერ გამიკეთებთ?
– კი, ჩემო კარგო, უფასოდ დაგაძინებთ, მაგრამ გაღვიძებაში კი უნდა ავიღო ფული.

ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
– თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

– მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

მსგავსი ამბები

Back to top button