არქივი

პანი

467e2edf9d61
სრულიადში იხილავთ  ვინაა პანს ;)

სხვადასხვა მითები პანის მშობლებად ასახელებენ ზევსს და არკადიელ ფერიას – კალისტოს, ჰერმესს და პენელოპეს, ზევსს და პენელოპეს. პანი ლეგენდის თანახმად დაიბადა თმით დაფარული, ჰქონდა თხის ჩლიქები, ცხვირი და კუდი, უცნაური შვილის ნახვით შეშინებულმა დედამ იგი დაბადებისთანავე მიატოვა, მაგრამ საცოდავი ყრმა ჰერმესმა შეიბრალა და ოლიმპოზე წაიყვანა. ბავშვის დანახვაზე ღმერთებმა გულიანად იცინეს, მან ყველა მათგანში სიბრალული და სიყვარული დაიმსახურა, თავიანთთან დაიტოვეს და პანი უწოდეს. ბერძნულში “პან” ნიშნავს ყველას. (ბერძნების აზრით მას ყველა ღმერთის სიყვარულის გამო ეწოდეა პანი). ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს სახელწოდება ინდოევროპული Pa-დან (რაც ნიშნავს მწყემსს) მომდინარეობს.

ბერძნების წარმოდგენით პანი მხიარული ღმერთია, იგი დაეხეტება მთებსა და ტყეებში, ცეკვავს ფერიებთან ერთად, უკრავს თავისსავე გამოგონილ სალამურზე. პანს ზოგჯერ რატომღაც განცალკევებაც უყვარს ხოლმე და არ მოსწონს როდესაც მყუდროებას ურღვევენ. როდესაც ამ დროს მასთან ვინმე მივა, პანი საშინელ ყვირილს ატეხავს და სიმყუდროვის დამრღვევს ე.წ. “პანიკურ შიშს”მოჰგვრის (აქედანაა პანიკა). ძველი ბერძნების წარმოდგენით მას შეუძლია გააქციოს შეიარაღებული მეომრებიც კი, რის გამოც ზოგიერთი ლეგენდის თანახმად პანი ომში დამხმარე ღვთაებათ მიაჩნდათ. ბერძნებს პანის ჩარევის შედეგი ეგონათ სალამინთან და მარათონთან მოპოვებული დიდი გამარჯვება. არსებობს გადმოცემა სელენესა და პანის მეგობრობის შესახებ. სელენეს გადმოცემის თანახმად, ძალიან უყვარდა, როდესაც პანი სალამურზე უკრავდა. პანის შესახებ ერთ–ერთი ლეგენდა გვიამბობს, რომ თურმე პანს უყვარდა ფერია სირინგა, ეს უკანასკნელი მას არ თანაუგრძნობდა და მისგან თავის დაღწევის მიზნით სირინგა მდინარე ლადონში დაიმალა და იქ ლერწმად გადაიქცა. გაწბილებულმა პანმა მოჭრა ერთი ლერწამი, მისგან სალამური გააკეთა და ნაღვლიან მელოდიებს აჟღერებდა. მოგვიანებით პანმა სხვებსაც ასწავლა სალამურის გაკეთება და მასზე დაკვრა.

ფერია ექოსაგან პანს შეეძინა ქალიშვილი იინგა. პანს მიუძღვნეს გამოქვაბული აკროპოლისში. ათენელები ყოველწლიურად იხდიდნენ პანისადმი მიძღვნილ ზეიმებს. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც პანს ჰქონდა წინასწარმეტყველების ნიჭი და სწორედ მან შეასწავლა წინასწარმეტყველობა აპოლონს. პანის მთავარი სამლოცველოები იყო: არკადიაში, ტრეზენსა და ოროპაში. მას სწირავდნენ მუხას და ფიჭვს, აგრეთვე ძროხებს, თხებს, ბატკნებს, თაფლს, რძეს, ყურძენს და სხვა. საერთო ბერძნული რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პანი დიონისეს ერთ–ერთ თანამგზავრად მიიჩნიეს, რის გამოც დროთა განმავლობაში პანს საკუთარი ნიშნები დაეკარგდა და მისი სახელიც განზოგადდა. იყო გავრცელებული ვერსია, რომ დიონისეს ჰყავდა რამოდენიმე პანი.

მისტიკოსების შრომების მიხედვით პანი ერთიანი სამყაროს სიმბოლოდ მიაჩნდათ, მისი ფლეიტის ხმა კი – ციური სხეულების მოძრაობის შედეგად გამოცემულ ხმად.
გარეგნული შესახედაობისა და ზოგიერთი სხვა ნიშნის მიხედვით პანს ხშირად “აიგიპანსაც” უწოდებდნენ, რაც “თხის მწყემსს” ნიშნავს.

5a8d0f3b1b6f

a3e79e34eaa0

d06291f8834a

27086c716ecf

fd09e9079bf3

75037fde21c9

aa3e8ab7cce6

84c04fb2f52b

:kiss:  წყარო:  http://ka.wikipedia.org  ;)

likoliko

me miyvars www.UCNAURI.com (tan zdalian :D )

მსგავსი ამბები

Back to top button