არქივი

ჯეკ მფატრავი – სერიული მკვლელი

61a6969a28eb
ესე იგი ლეკვეიშვილის პოსტებმა სურვილი გამიჩინა მე მეთქვა ჩემი “სიტყვა” სერიული მკვლელების ისტორიაში.
სიტყვას კი “ჯეკ მფატრავი” ეწოდება.

და მაინც ვინ არიან სერიული მკვლელები? ან რატომ გახდნენ ასეთები, რამ გადააწყვეტინათ ადამიანის მოკვლა, რაც როგორც გამიგია, არც ისე ადვილი უნდა იყოს. ხოდა ავიღე ჩემი ენციკლოპედიები რომლებიც საკმაოდ ბევრი მაქვს, გადავავლე თვალი, ზოგან რუსულად იყო,ზოგან ინგლისურად …ბოლო ბოლო გადმოვთარგმნე. ცოტაც ქართულიც წამეშველა და ამიტომ ახლა გადავწყვიტე აქაც დამეწერა ის რაც გავიგე ჯეკ მფატრავის შესახებ რომელიც 1888 წელს ლონდოში ”მოღვაწეობდა”.
P.S_ ველო იმედია არ მიწყენს

79ea76f6cfca

f439730f2fe1

1901 წლის 16 ნოემბერი, გაზეთ “Daily Illustrated” _ის ნომერი ,სადაც იუწყებიან “ჯეკ მფატრავის” შესახებ რომელიც ,შესაძლოა ნიუ იორკში იმყოფებოდა იმ დროს

მთელ მსოფლიოში სიტყვები ”ჯეკ მფატრავი” ნიშნავს საშინელებას, ძლადობას, სისასტიკეს. მის სისასტიკეს ლონდონის ყველაზე საწყალ ქალებთან მიმართებაში ბადალი არ აქვს. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ის ჯოჯოხეთის ნაშიერია. მისი დანაშაულები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მკვლელი ვერ იპოვეს. ჯეკ მფატრავზე თქმულებები დადის როგორც ნათელ ასევე ბნელ სამყაროებში. ლონდონის მცხოვრებნი შიშის გრძნობამ შეიპყრო. 1888 წლის 6 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე მოხდა უსასტიკესი, პათოლოგიური მკვლელობების მთელი სერია.
XIX საუკუნის ბოლოს ყველაზე სასტიკი და ამავე დროს ყველაზე იდუმალ მკვლელად ითვლებოდა ჯეკ მფატრავი. ნომბრის რამოდენიმე კვირის განმავლობაში მან 5 ქალი მოკლა. ყველა მისი მსხვერპლი ლონდონის ყველაზე ღარიბ რაიონში ცხოვრობდა და პურის ფულს პროსტიტუციით შოულობდა. ყველა ამ მკვლელობამ ლონდონის საზოგადოება შოკში ჩააგდო. ახალგაზრდა გოგონებს მოსაღამოვებულზე ეშინოდათ ქუჩაში გამოსვლის, ხოლო მეძავები ძალზედ ფრთხილად მოქმედებდნენ. ამასთან ერთად, ჯეკ მფატრავი არა მხოლოდ კლავდა, არამედ სასტიკად ამახინჯებდა სხეულებს. ყელს სჭრიდა მსხვერპლს, შემდეგ კი ჭრიდა და ქალებშ შინაგან ორგანოებს აცლიდა. ასეთი გარყვნილებისა და ბარბაროსობისთვის დაერქვა მას ”მფატრავი”.

63ba3b904bca

ამ დანაშაულების ჩადენის შემდეგ ჯეკ მფატრავი ლონდონის ქუჩებში აღარ გამოჩენილა.
მაგრამ ბევრი კითხვა ამ მკვლელობებთან დაკავშირებით კვლავ უპასუხო დარჩა. არავინ იცის სინამდვილეში ვინ იყო ჯეკ მფატრავი და რისთვის კლავდა ასე სასტიკად ქალებს. არსებობს მოსაზრება, რომ ის მეძავებს თავისი ფსიქიკური ავადმყოფობის გამო კლავდა. მაგრამ უფრო გავრცელებულია აზრი, რომ მკვლელი ვიღაცის დაკვეთით ჩადიოდა ამ დანაშაულებს. ითვლებოდა, რომ ქალებმა რაღაც იცოდნენ და შანტაჟის მიზნით იყენებმენ ამ ცოდნას. ხოდა მოკლეს, იმის გამო რომ, საშინელი საიდუმლო არ გაემხილათ.

b58a6bbcfa97

ბევრი ამ საქმის გამომძიებელი და მკვლევარი თვლის, რომ მკვლელობები მასონებთანაა დაკავშირებული. ამის დასტურად კი მოყავთ ფრაზა, რომელიც ერთ-ერთი მსხვერპლის გვერდით კედელზე იპვეს წარწერილი. სამწუხაროდ, გამოძიებამ არანაირი მტკიცებულება არ შემოინახა ამის შესახებ, წინადადება სასწრაფოდ წაშალეს კედლიდან. თვლიან რომ, წაშლილი წინადადება მასონებთან კავშირს ადასტურებდა. მკვლელობის მეთოდიც მასონურს გავდა, როდესაც გარკვეული კუთხით ჭრიდნენ ყელს. ამას გარდა, მასონური კვალი იმას მიუნიშნებდა, რომ ჯეკ მფატრავის სახელი დაკავშირებულია სამ პიროვნებასთან რომელთა დაკვეთითაც ხდებოდა მკვლელობები, რადგანაც გოგონებმა იმდენი იცოდნენ, რომ სიცოცხლის ღირსები არ იყვნენ. ზოგიერთები თვლიდნენ, რომ მკვლელის სახელის მიღმა საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელი იმალებოდა, რომლის სიკვდილის შემდეგაც შეწყდა მკვლელობები. ყველაფერ ამის და მიუხედავად ჯეკ მფატრავმა სულ 5 მკვლელობა ჩაიდინა, რაც სხვა სერიულ მკველელბთან ჩადენილ დანაშაულებთან შედარებით, არც თუ ისე ბევრია. თუმცა ეს იდუმალებით მოცული სახელი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ ერთი უსასტიკესი მკვლელის სახელი.
ასევე, არის ვერსია, რომ სახელი ”ჯეკ მფატრავი” მომდინარეობს წერილიდან, რომელიც ლონდონის ახალი ამბების ცენტრალურ სააგენტოში შემოვიდა და მისი ავტორი ამ მკვლელობებზე პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე.

d72236eb750f

დანამდვილებით არავინ იცის თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ჯეკ მფატრავმა, თუმცა სკოტლანდ იარდმა დაადასტურა, რომ ხუთი ქალი მოკლული იქნა ჯეკ მფატრავის მიერ. ესენი იყვნენ: მერი ან ნიკოლსი, ენ ჩეპმენი, ელიზაბეტ სტრაიდი, კეტრინ ედოუსი და მერი ჯეინ კელი. ნიკოლსის ცხედარი იპოვნეს 1888 წლის 31 აგვისტოს, დღევანდელი დურვარდის ქუჩაზე. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მკვლელმა დაუზიანა მუცლის არე ღრმა ჭრილობით. ნიკოლსს მოჰყვა ჩეპმენი, რომელიც 8 სექტემბერს იპოვნეს, იგი უფრო სასტიკად იყო მოკლული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სტრაიდი და ედოუსი ერთ დღეს იპოვეს, მათი ცხედრები საშინლად იყო დასახიჩრებული.

44dfb8365828

მერი ჯეინ კოლინსის უსასტიკესად დასახიჩრებული სხეული იპოვნეს 1888 წლის 9 ნოემბერს, საკუთარ სახლში. მკვლელმა წაიღო მისი შინაგანი ორგანოები, მათ შორის გულიც. ეს დანაშაულები ჩადენილ იქნა ღამით და ძირითადად კვირის ბოლო ნაწილში, როდესაც ქალაქში სიმშვიდე იყო.

ის ფაქტი, რომ მსხვერპლს ამოჭრილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები, იმ დასკვნამდე მიდის რომ მკვლელი კარგად ფლობდა ანატომიას და ქირურგიას.
მკვლელის პიროვნების დამადასტურებელი საბუთების არ არსებობამ რიპერლოგებს (რიპეროლოგები – მწერლები, ისტორიკოსები, მოყვარული დეტექტივები რომლებიც მფატრავის საქმეს სწავლობდნენ) საშუალება მისცა საკმაოდ ბევრი ადამიანი დაედანაშაულებინათ მფატრავის ქმედებებში. ამის მაგალითია დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილის, პრინც ალბერთ ვიქტორთან ჯეკ მფატრავის გაიგივების ლეგენდა, რომელიც მესამე და მეოთხე მკვლელობისას ნამდვილად შოტლანდიაში იმყოფებოდა (ასევე სხვა მკვლელობების ჩადენის დროსაც ლონდონს გარეთ იმყოფებოდა).

8f69fdf8ba86

ჯეკ მფატრავის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი დღესაც უცნობია, რაც დიდ დავას იწვევს. ამის მიუხედავად, არსებობს ხუტი ”კანონიკური” მსხვერპლის სია, რომელსაც ემხრობა საქმეში ჩართული პირები და გამომძიებელთა უმრავლესობა. საერთოდ ბევრი ვერსიები არსებობს, რომელთა მიხედვითაც მსხვერპლთა რიცხვი 4 დან 9მდე მერყეობს.
უაითჩეპელის პოლიციის გადარჩენილ არქივში საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა გამოძიების შესახებ.

76abd9f81a8e

ნიკოლსის მკვლელობის შემდეგ დეტექტივები ფრედერიკ ებერლინი და ჰენრი მური შეუერთდნენ სკოტლანდ იარდს. მათ დიდი დახმარება გაუწიეს კანონის დამცველებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე მსხვერპლი ერთი ადამიანის ხელით იყო მოკლული, ჭრილობები გაკეთებული იყო მარცხნიდან მარჯვნივ, გამომძიებელთა ვარაუდით მფატრავს ჰქონდა ქირურგიული გამოცდილება. ისინი ვარაუდობდნენ რომ მკვლელი დაავადებული იყო შიზოფრენიით.

61bdea2e489f

გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაადგინა, თუ ვინ იყო ჯეკ მფატრავი, თუმცა მათ ჰყავდათ ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლონელი ებრაელი, უაითჩეპელელი პარიკმახერი აარონ კოსმინსკი. ასევე ვარაუდობდნენ ადგილობრივ ექიმზეც, თუმცა წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.ასე რომ ბიჭებო და გოგონებო 9 საათის მერე სახლში იყავით :))) ჯეკის შესახებ მრავალი ფილმი,თამაში და სხვა რაღაც რუღაცეებია შექმნილი… მე პირადა მომწონს ამ მოტივზე გადაღებული ფილმი სახელად “From Hell” სადაც ჯონ კრისტოფერ დეპი თამაშობს..გირჩევთ უყუროთ

მადლობას გიხდით მე და ჩემი ენციკლოპედიები…. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ………………………..

9169d65c4087

მსგავსი ამბები

Back to top button