სახელების დღე შვედეთში
სახელების დღე – წელიწადის ყოველ დღეს “მიმაგრებული” პირადი სახელების შვედური ტრადიციაა. განსაკუთრებით ზეიმობს კონკრეტული დღის სახელის მქონე ადამიანი (მაგალითად, 28 იანვრის სახელია კარლი, შვედები აღნიშნავენ მეფე კარლ გუსტაფის სახელის დღეს, და ყველა ის ადამიანი, რომელსაც კარლი ჰქვია). ეს ტრადიცია შვედეთში შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და ძირითადად აღინიშნებოდა კათოლიკური ეკლესიის მოწამეთა და წმინდანთა ხსენების დღეებთან დაკავშირებით. ეკლესიამ ხელი შეუწყო აღენიშნად სახელების დღე (ან უფრო წმინდანთა დღე) ვიდრე დაბადების დღე, რადგან ეს უკანასკნელი განიხილებოდა როგორც წარმართული ტრადიცია.
1712 წლის კალენდრის გვერდი
დღესასწაული უფრო გავრცელდა დაიწყო მეჩვიდმეტე საუკუნეში, პირველად სამეფო კარზე და არისტოკრატიაში, შემდეგ მთელს მოსახლეობაში. მეთვრამეტე საუკუნიდან და შემდგომ მომავალში სახელების დღეების სია შეიცვალა მხოლოდ შვედეთსა და ფინეთში, მაგრამ არა სხვა ქვეყნებში. სია ივსებოდა სამეფო ოჯახის წევრების სახელებით და მერე დანარჩენი სხვა სახელები მოჰყვებოდა მას.
1901 წელს გაკეთდა ყოვლისმომცველი მოდერნიზაცია ამ სიის სახელებისა, რომელიც დღემდე მოქმედებს. 1986 წელს შეთანხმდნენ, რომ ყოველ დღეზე იქნებოდა 3 სახელი, მაგრამ 1993 წელს სიაში შევიდა ცვლილებები და ყოველ დღეზე აღინიშნა 2 სახელი. თუმცა 1901 წლის სიას არ ენიჭება ოფიციალური სტატუსი, იგი მაინც გამოიყენება საყოველთაოდ შვედეთში.
ეს არის ძველი სია, სანქცირებული აკადემიის მიერ 1901 წელს:
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი