გართობა
ანეკდოტები
ამ პოსტში ნახავთ ანეკდოტების საკამაოდ დიდ ნაკრებს!!! გიისურვებთ ბევრ სიცილს ანეკდოტები სრულიადში!
- მეგრელი სადღაც რეკავს და მოხვდება სხვაგან. იქიდან ეტყვიან:
— სხვაგან მოხვდით. ალბათ, შეცდომით აკრიფეთ ნომერი.
— როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, ალბათ თქვენ აიღეთ ყურმილი შეცდომით - ერთი კაცი მივიდა ექიმთან და ეუბნება:
— ექიმო, გემოს შეგრძნება დავკარგე.
ექიმი ეუბნება ექთანს:
— მიეცით პაციენტს სინჯარა ნომერი 17.
პაციენტმა გასინჯა და წამოიძახა:
— ეს ხომ მძღნერია.
ექიმი:
— ძალიან კარგი, ესე იგი, გემოს შეგრძნება დაგვიბრუნდა.
რაღაც დროის შემდეგ იგივე კაცი ისევ მივიდა იმავე ექიმთან.
— ექიმო, მეხსიერების პრობლემები მაქვს.
ექიმი მიუბრუნდა ექთანს:
— მიეცით პაციენტს სინჯარა ნომერი 17.
პაციენტი აღშფოთდა:
— მანდ ხომ მძღნერია.
ექიმი:
— კარგია, მეხსიერების პრობლემებიც მოვაგვარე. - ორი ქალი ლაპარაკობს:
— გუშინ, გვიან საღამოს, პარკში ვსეირნობდი. გავიხედე უკან მანიაკი ამდევნებოდა…
— რას მელაპარაკები, სექსუალური?
— ხო, ძალიან სექსუალური! - მგელი, ლომი და ღორი ლაპარაკობენ.
მგელი ამბობს:
— მე რომ ერთს დავიყმუვლებ მთელ ტყეს ეშინია!
ლომი იძახის:
— ჩემს ერთ დაღრიალებაზე ლამის მთელმა ცხოველთა სამყარომ ჩაისვაროს!
ღორი ცოტა ჩაფიქრდება და იტვის:
— ეგ რა არის, ჩემს ერთ დაცემინებაზე კი მთელი მსოფლიო შიშისგან კანკალებს! - სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
— რა გაცინებს?
— ის ორი მე მაცილებდა! - სასამართლო პროცესზე:
— ბრალდებულო, ნადირობისას რატომ ესროლეთ თქვენს მეგობარს.
— ტახი მეგონა, ბატონო მოსამართლე.
— როდის მიხვდით, რომ ტახი არ იყო.
— როცა, თავდაცვის მიზნით, სროლა დამიწყო. - ეზოდან ბავშვი ყვირის:
— ნინო დეიდა, ნინო დეიდა!
ნინო დეიდა ფანჯრიდან გადმოიხედავს.
— ნინო დეიდა, თქვენი თორნიკე მძღნერს ჭამს.
— უთხარი ბევრი არ ჭამოს, მერე საჭმელს ვეღარ შეჭამს. - შვილიშვილი ეკითხება პაპას?
— პაპი, მართალია, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა უპასუხო?
— ხო შვილო, მართალია.
— მაშინ მიყიდე ნაყინი. სათვალე გაგიტეხე.
ორი ნარკომანი ლაპარაკობს:
— გაიგე, კუკუშა სამედიცინო უნივერსიტეტში მოწყობილა.
— ვაა! რა უნდა შეისწავლოს?
— არა, შენ ვერ გამიგე… ეგ უნდა შეისწავლონ…
ადამი გვიან დაბრუნდა. ევა ეჩხუბება:
— ვისთან ბრძანდებოდი, საყვარელი გყავს ხომ?
— ევა, ხომ იცი ჩვენ სამოთხეში მხოლოდ ორნი ვართ.
მაგრამ ევა მაინც ყოველღამე ადამს ნეკნებს უთვლიდა.
წყარო: http://xoxma.wordpress.com