გართობა

ანეკდოტები

16739

ამ პოსტში ნახავთ ანეკდოტების საკამაოდ დიდ ნაკრებს!!! გიისურვებთ ბევრ სიცილს :D ანეკდოტები სრულიადში!

  1. მეგრელი სადღაც რეკავს და მოხვდება სხვაგან. იქიდან ეტყვიან:
    — სხვაგან მოხვდით. ალბათ, შეცდომით აკრიფეთ ნომერი.
    — როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, ალბათ თქვენ აიღეთ ყურმილი შეცდომით
  2. ერთი კაცი მივიდა ექიმთან და ეუბნება:
    — ექიმო, გემოს შეგრძნება დავკარგე.
    ექიმი ეუბნება ექთანს:
    — მიეცით პაციენტს სინჯარა ნომერი 17.
    პაციენტმა გასინჯა და წამოიძახა:
    — ეს ხომ მძღნერია.
    ექიმი:
    — ძალიან კარგი, ესე იგი, გემოს შეგრძნება დაგვიბრუნდა.
    რაღაც დროის შემდეგ იგივე კაცი ისევ მივიდა იმავე ექიმთან.
    — ექიმო, მეხსიერების პრობლემები მაქვს.
    ექიმი მიუბრუნდა ექთანს:
    — მიეცით პაციენტს სინჯარა ნომერი 17.
    პაციენტი აღშფოთდა:
    — მანდ ხომ მძღნერია.
    ექიმი:
    — კარგია, მეხსიერების პრობლემებიც მოვაგვარე.
  3. ორი ქალი ლაპარაკობს:
    — გუშინ, გვიან საღამოს, პარკში ვსეირნობდი. გავიხედე უკან მანიაკი ამდევნებოდა…
    — რას მელაპარაკები, სექსუალური?
    — ხო, ძალიან სექსუალური!
  4. მგელი, ლომი და ღორი ლაპარაკობენ.
    მგელი ამბობს:
    — მე რომ ერთს დავიყმუვლებ მთელ ტყეს ეშინია!
    ლომი იძახის:
    — ჩემს ერთ დაღრიალებაზე ლამის მთელმა ცხოველთა სამყარომ ჩაისვაროს!
    ღორი ცოტა ჩაფიქრდება და იტვის:
    — ეგ რა არის, ჩემს ერთ დაცემინებაზე კი მთელი მსოფლიო შიშისგან კანკალებს!
  5. სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
    — რა გაცინებს?
    — ის ორი მე მაცილებდა!
  6. სასამართლო პროცესზე:
    — ბრალდებულო, ნადირობისას რატომ ესროლეთ თქვენს მეგობარს.
    — ტახი მეგონა, ბატონო მოსამართლე.
    — როდის მიხვდით, რომ ტახი არ იყო.
    — როცა, თავდაცვის მიზნით, სროლა დამიწყო.
  7. ეზოდან ბავშვი ყვირის:
    — ნინო დეიდა, ნინო დეიდა!
    ნინო დეიდა ფანჯრიდან გადმოიხედავს.
    — ნინო დეიდა, თქვენი თორნიკე მძღნერს ჭამს.
    — უთხარი ბევრი არ ჭამოს, მერე საჭმელს ვეღარ შეჭამს.
  8. შვილიშვილი ეკითხება პაპას?

— პაპი, მართალია, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა უპასუხო?
— ხო შვილო, მართალია.
— მაშინ მიყიდე ნაყინი. სათვალე გაგიტეხე.

ორი ნარკომანი ლაპარაკობს:
— გაიგე, კუკუშა სამედიცინო უნივერსიტეტში მოწყობილა.
— ვაა! რა უნდა შეისწავლოს?
— არა, შენ ვერ გამიგე… ეგ უნდა შეისწავლონ…

ადამი გვიან დაბრუნდა. ევა ეჩხუბება:
— ვისთან ბრძანდებოდი, საყვარელი გყავს ხომ?
— ევა, ხომ იცი ჩვენ სამოთხეში მხოლოდ ორნი ვართ.
მაგრამ ევა მაინც ყოველღამე ადამს ნეკნებს უთვლიდა.

წყარო:  http://xoxma.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button