არქივი

ლათინური ენა

6c8a6cc8b2e6

ლათინური ენა… ვისთვის სიცოცხლის წყარო, ვისთვის უძველესი განძი… ვისთვისაც ენა რომლითაც შესაძლოა მრავალი რამ ამოხსნა მაგრამ ამასთანავე ძალიან მიმზიდველი და ძალიან დიდი ისტორიის პატრონი რომელიც, გამოირჩევა სასიამოვნო სმენადობით და დახვეწილობით..ნუ მე პირადად ეგრე ვთვლი.ქალბატონებო და ბატონებო, მე და ჩემი ენციკლოპედია წარმოგიდგენთ პოსტს ამ ენის შესახებ.

3ff47f125091

ლათინური ენა როგორც ესეთი განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა იტალიკურ ჯგუფს. იგი ერთ-ერთი უძველესი ენაა. თავდაპირველად ამ ენაზე ლაპარაკობდნენ აპენინის ნახევარ-კუნძულის ცენტრალური ნაწილი, მდინარე ტიბრის ქვემო წელში მდებარე ლიცეუმის ანუ ლატიუმის მკვიდრნი, რომლებმაც ძველი წელთაღრიცხვით VIII საუკუნეში აქ დააარსეს ქალაქი სახელმწიფო – რომი. ლათინური ენა მთელ აპენინის ნახევარ -კუნძულზე გავრცელდა. მის სრულყოფასა და ლექსიკის გამდიდრებაზე უდიდესი გავლენა იქონია ეტრუსკულმა და ძველმა ბერძნულმა ენებმა. საგრძნობია არაინდოევროპული ენათა გავლენაც, მაგრამ ლათინურმა ენამ შეინარჩუნა ინდოევრუპული ენებისათვის ტიპური ფლექსიური წყობა.

bece76e75ed3

ლათინური ენის ხმოვანთა სისტემას ახასიათებს მარტივი და რთული ხმოვნები (დიფთონგები) და მათი პროსოდიული დაპირისპირებულობა – კვანტიტეტი, ესე იგი , ლათინურ ენაში გამოირჩეოდა გრძელი და მოკლე ხმოვნები. კვანტიტეტი, ანუ ხმოვანთა ოდენობრივი თვისობრიობა, გრძელი და მოკლე ხმოვნებისაგან შემდგარი მარცვალთა კანონზომიერი მონაცვლეობა ლათინურის მეტრული ლექსთწყობის საფუძველია.
ლათინური ენის ისტორიაში პირობითად რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა.

a515567f09ba

1. არქაული (ძვ. წ. VII-II სს.), რომელიც ხასიათდება მრავალფეროვანი პროცესებით ფონეტიკაში (ხმოვანთა რედუქცია, დიფთონგთა მონოფთონგიზაცია, როტაციზმი და სხვ.), მორფოლოგიასა (ბრუნებისა და უღლების სისტემათა ჩამოყალიბება) და სინტაქსში (თანაწყობის – პარატაქსის სიჭარბე), ძვ. წ. III საუკუნიდან ლათინური ენა გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. რომის მიერ კართაგენის, მაკედონიისა და საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ ბერძნული დამწერლობის ძლიერი გავლენით დაიწყო რომაული ეროვნული ლიტერატურის აღმოცენება-განვითარება, ეგრეთ წოდებული “მაღალ” სამწერლობო სტილთა ჩამოყალიბება.

1389d61f2fc7

2. კლასიკური ლათინური ენის პერიოდი (ძვ. წ. I ს.), რომელსაც “ოქროს ლათინურის ხანასაც” უწოდებენ, სალიტერატურო ლათინური ენის შექმნისა და საბოლოო დახვეწის პეროდია. ლათინური ენის ფონეტეკა და მროფოლოგიის სისტემები მყარ ნიადაგზე დადგა. მკვეთრად გამოიხატა აღწერილობითი, ანალიტიკური ფორმები როგორც ენის განვითარების სრულიად გარკვეული ტენდენცია; რთული წინადადების სინტაქსი მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა დამოკიდებულ წინადადებაში კავშირებით კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ლათინურმა ენამ უდიდეს გამომსახველობით ძალას მიაღწია ამ დროის გამოჩენილ მწერალთა და ორატორთა თხზულებებში. სანიმუშოდ ითველობდა ციცერონის ორატორული და ფილოსოფიური პროზის ენა, ხოლო პოეზიაში ნორმად აღიარეს ვერგილიუსის ენა.

937f45e0da1d

3. ადრეული იმპერიის ეპოქის ანუ “ვერცხლის ლათინურის” პერიოდში (ახ. წ. I-II სს.) სალიტერატურო ენა მკვეთრად მოწყდა ცოცხალ სალაპარაკო ენას. მწერლების ენისათის დამახასიათებელი გახდა თავისებური სინტაქსური საქცევები. ამ ეპოქაში იწყება რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების რომანიზაცია.

4780a4358b5d

4. გვიანდელი იმპერიის ეპოქის ანუ “გვიანდელი ლათინური ენის” პერიოდში (II-V სს.) სალიტერატურო ენა და ხალხური ლათინური კიდევ უფრო მეტად დაშორდნენ ერთმანეთს. ხალხურ ლათინურში გაძლიერდა ანალიტიზმი. მუსიკალურ მახვილს შეენაცვლა ექსპირატორული აქცენტუაცია, შეიცვალა ვოკალიზმისა და კონსონანტიზმის სისტემები, დაიკარგა განსხვავება გრძელ და მოკლე ხმოვანთა შორის. აღსანიშნავია სიტყვის დაბოლოების რედუქცია და ფლექსიური წყობის შესუსტება. სინტაქსში დამკვიდრდა წინდებულიანი და აღწერილობითი კონსტრუქციები, დამოკიდებულ წინადადებაში ძალა დაეკარგა კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს.

00322e8c7a20

5. შუა საუკუნეების ეპოქაში (V-XV სს.) ლათინური ენა შემორჩა სამწერლობო და ცოცხალ სალაპარაკო ფორმებში. სალიტერატურო ლათინური შუა საუკუნეების მანძილზე დასავლეთ ევროპის ხალხთა ინტელექტუალური და მხატვრული კულტურული ენა იყო. V საუკუნიიდან ამ ენაზე შეიქმნა ეგრეთ წოდებული ლათინური ლიტერატურა , შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო მწერლობა. სამწერლობო ლათინური საკმაოდ დაშორდა კლასიკური სალიტერატურო ენის ნორმებს, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ცოცხალ სალაპარაკო ანუ ხალხულ ლათინური ენაზე რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორიების ენებმა. ხალხური ანუ ვულგარული ლათინური თავის მხრივ საფუძვლად დაედო რომანულ ენებს. სალიტერატურო ლათინური ენის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აღორძინების ეპოქას (XIV-XVI სს.). ამ დროის პროგრამის წარმომადგენლები იყვნენ(ტომას მორი, ერაზმ როტერდამელი, ჯორდანო ბრუნო, ტომაზო კამპანელა, ნიკოლოზ კოპერნიკი და სხვ.) ლათინურ ენაზე წერდნენ.

fe76ce4f7c76

XVII-XVIII საუკუნეებში სალიტერატურო ლათინური ენის გამოყენების სფერო შემოისაზღვრა მეცნიერებით, კათოლიკურ ეკლესიითა და დიპლომატიით – ლათინურ ენაზე წერდნენ შრომებს : დეკარტი, გახენდი, სპინოზა, ბეკონი, ნიუტონი, ლაიბნიცი, ლომონოსოვი, ეილერი და სხვები.

fb5731dcfc11

1d52f1ee0e5a

ამჟამად ლათინური გადაშენებულ ენად ითვლება, რომელსაც მცირე რაოდენობის მოსაუბრე ჰყავს. ვატიკანის ფარგლებს გარეთ მისი ძირითადი გამოყენება აკადემიური და სამეცნიერო ხასიათისაა.
ლათინური ანბანი შექმნილი ბერძნული ანბანის ბაზაზე დღემდე ყველაზე გავრცელებული ანბანია მსოფლიოში. ისტორიაში მან უდიდესი როლი ითამაშა, რასაც ადასტურებს უამრავი ნასესხები სიტყვა თითქმის ყველა ენაში. სხვა ენათა მსგავსად ქართულ ენაშიც ლათინური წარმომავლობის მრავალი სიტყვაა შემოსული (კომუნიზმი, რევოლუცია, პროლეტარიატი, კონსტიტუცია, იმპერია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, ლექტორი, სტუდენდი და სხვა)

905d42a3a7ae

მსგავსი ამბები

Back to top button