არქივი

29 ივნისი – დღის მოვლენები

741213955fa3
ამ დღეს… ———->

დღის მოვლენები

512 : მზის დაბნელება დააფიქსირეს სამონასტრო ქორონიკონში ირლანდიაში.
1194 : სვერი ნორვეგიის მეფედ აკურთხეს.
1534 : ჟაკ კარტიემ პრინც ედუარდის კუნძული აღმოაჩინა ევროპელთათვის.
1561 : დასრულდა მშენებლობა წმინდა ბასილის ტაძარზე წითელ მოედანზე, მოსკოვში.
1613 : ლონდონში, ინგლისი, საძირკვლამდე დაიწვა თეატრი გლოუბი.
1659 : კონოტოპის ბრძოლაში უკრაინელებმა ივან ვიჰოვსკის მეთაურობით რუსები დაამარცხეს.
1850 : კუნძულ ვანკუვერზე ქვანახშირი აღმოაჩინეს.
1850 : კონსტანტინოპოლის ეკუმენიკურმა პატრარქატმა საბერძნეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.
1880 : საფრანგეთმა ტაიტის ანექსია მოახდინა.
1888 : კლასიკური მუსიკის პირველი ჩანაწერი გაკეთდა – ჰანდელის “ისრაელი ეგვიპტეში” ცვილის ცილინდრზე.
1891 : ქუჩის რკინიგზა ამოქმედდა ოტავაში, ონტარიო, კანადა.
1895 : დუხობორები კოლექტიურად წვავენ საკუთარ იარაღს ცარისტული რუსეთის მთავრობის მიერ ჯარში გაწვევის პროტესტის ნიშნად.
1914 : ჯინა გუსევა ცდილობს გრიგორი რასპუტინის მკვლელობას მის სახლში, ციმბირში.
1916 : განხორციელდა ბოინგის თვითმფრინავის პირველი საცდელი ფრენა.
1974 : იზაბელ პერონი არგენტინის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. მისმა მეუღლემ, ხუან პერონმა, გადასცა მას პასუხისმგებლობა გაუარესებული ჯანმრთელობის გამო და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
1976 : სეიშელი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
1986 : არგენტინა იმარჯვებს 1986 წლის მსოფლიო საფეხბურთო თასში.
1995 : ნასა-ს კოსმოსური შატლი “ატლანტისი” პირველად უერთდება რუსეთის კოსმოსურ სადგურს “მირი”.
2001 : კოფი ანანი გაეროს გენერალურ მდივნად აირჩა მეორე ვადით.
2007 : ეპლის iPhone გამოვიდა გასაყიდად.
2008 : გერმანიის კარში ფერნანდო ტორესის გატანილი ერთადერთი გოლით ესპანეთის ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2008 წლის თასის მფლობელი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1894 : იაშვილი, პაოლო – ქართველი პოეტი
1900 : სანტ-ეგზიუპერი, ანტუან – ფრანგი პილოტი, პწერალი (გ. 1944)
1905 : ჰამარშელდი, დაგ ილმარ – შვეციის სახელმწიფო მოღვაწე (გ. 1961)
1908 : ანდერსონი, ლეროი – ამერიკელი კომპოზიტორი (გ. 1975)
1936 : გაბრიაძე, რევაზ – ქართველი მწერალი, კინოდრამატურგი, რეჟისორი, მხატვარი
1948 : პეისი, იან – ინგლისელი დრამერი (ჯგუფი დიფ ფარფლი)

ამ დღეს გარდაცვლილნი

1895 : ჰაქსლი, ტომას ჰენრი – ინგლისელი ბუნებისმეტყველი.
1916 : ფრონელი – ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე
1940 : პაულ კლეე – შვეიცარიელი მხატვარი (დ.1879)
1941 : პადერევსკი, იგნაცი იან – პოლონელი კომპოზიტორი, პიანისტი (დ.1860)
1978 : რუბინშტეინი, მარკ – საბჭოთა გეოლოგი

დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ქაიხოსრო ქართველი
ტიხონ საკვირველთმოქმედი
ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button