გართობა

თამაში

ucnauri.com

ეს არის კიდევ ერთი დროის გასაყვანი, სახალისო, მარტივი, მაგრამ ხელების დამაწითლებელი და ნერვების მომშლელი თამაში :D
თამაში უნიკალურია თავისი სიმარტივით, არ არის ბევრი სპეცეფექტი, არ არის ფერადი გარემო, რაც არ გიღლით თვალს და თამაში უფრო სასიამოვნო ხდება

აქ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო ანგრევს ყინულის კედლებს (მგონი ყინულია, ან შუშა) სირბილის დროს.

თქვენი მოვალეობაა “იქნიოთ მუშტები” და ანგრიოთ ეს კედლები, სანამ ეს კაცი სირბილის დროს შეეჯახება მათ :D

კონტროლი ადვილია, გამოიყენება მხოლოდ მაუსის მარცხენა კლავიში, რომლის დაჭერისას კაცი მოიქნევს მუშტს

დამთავრებისას (არ გეტყვით რა ხდება :D ) თქვენ დაინახავთ ნაცრისფერ ფონს და მეტი აღარ ელოდოთ, ესაა დასასრული ყოველგვარი წარწერების გარეშე

თამაში არის ერთტურიანი, მაგრამ ნევიულებისთვის არც ისე ადვილი :D

აგერ ლინკი, გისურვებთ ბედნიერ წუთებს :evil:

ლინკი
პ.ს. წყარო უკვე ყველასთვის ნაცნობია

მსგავსი ამბები

Back to top button