საკითხავისასარგებლოუცნაური

ცრურწმენები ჩვენს ცხოვრებაში


ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვატარებთ ცრურწმენებით, და თითქოს ამაზე ნაფიქრიც არ გვაქვს, არსებობს ე.წ. “საზოგადოებაში დამკვიდრებული” და პირადად “დაცდილი” რისიმე რწმენა
ყველაზე ხშირად ვიყენებთ ამ ფრაზას: “რაც გიწერია, არ აგცდება”, თითქოს ყველაფერი წინასწარ გაქვს განსაზღვრული “ბედისწერით”. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: “თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, _ ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმებს, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, – მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველი აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში… რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისწერისა?.. როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუს და კარგს ბედისწერა აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედისწერა აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. . . ბედისწერა რომ არსებობდეს არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკეთისთვის? რისთვის ვაამებთ? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძგა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედისწერაზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ – გარყვნილი, არავინ – ანგარებისმოყვარე, არავინ – სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ”.

“ორშაბათი მძიმე დღეა” – ასეთ რამესაც გაიგონებთ. მართლაც, თუ შაბათ-კვირას უზომოდ გადავყვებით დროსტარებას და სამსახურში დაბრუნებულს გვიჭირს მუშაობა, ის მართლაც მძიმე იქნება. ამბობენ, რომ ორშაბათს არ შეიძლება დაიწყო ახალი საქმე, რადგან წარმატებას ვერ მიაღწევ; დაუშვებელია სადმე გამგზავრება , ან ფულის გაცემა … ორშაბათი – ჩვეულებრივი დღეა, როგორც კვირის სხვა დღეები და, თანაც, ამ დღეს უსხეულო ძალთა, ანგელოზთა ხსენების დღეა. მაშასადამე, პრშაბათისადმი გაუცნობიერებელი შიში არათუ გაუმართლებელია, არამედ შეურაცხმყოფელია უფლისათვის, რამეთუ ყოველი დღე კურთხეულია უფლის მიერ, ყოველი დღე მადლმოსილია უფლის ქმნილებისათვის, არცერთ დღეს მოუკლია მას კაცთათვის თავისი წყალობა…(დაბ. 1, 31).

“არცოდნა – არცოდვაა” – ეს უფრო თავის მართლებაა და არცაა გამართლება. თუკი ბანქოს რამდენიმენაირი თამაში იცი, კომპიუტერულ პროგრამებს ფლობ და იცი, რომელ ფილმში რომელი მსახიობი თამაშობს, იქნებ ისიც გაარკვიო, რა არის მადლი და ცოდვა. .

თითქოს არ შეიძლება მაისში ჯვრისწერა, ვარდი ყვავილობსო… ეს აზრი არამართებულია და საერთოდ არ შეიძლება არგუმენტად იქნას მიჩნეული, პირიქით ამ თვეს ნაკლებად უწევს მარხვის დღეები და თავისუფლად შეიძლება დაქორწინებაც.

“დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია” – უფლის ბრწყინვალე აღდგომა ყველაზე ხშირად აპრილის თვეში აღინიშნება და არსებობს მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით. თუ როგორი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – “იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო”! – აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ღმერთის ამქვეყნად აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საყოველთაო მსახურებაც…

რიცხვ ცამეტთან დაკავშირებით აღარაფერს აღარ დავწერ, უკვე ყველამ იცის, რომ ეს უბრალო რიცხვია. . .

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close