გართობაუცნაური

უცნაური ძაღლის ჯიშები [გაგრძელება]

45ca251ee12a

1. ბედლინგტონ ტერიერი (BEDLINGTON TERRIER)

წარმომავლობა. ბედლინგტონ ტერიერი გამოიყვანეს დაახლოებით 1825 წელს ინგლისელმა მეშახტეებმა, რომელბსაც სჭირდებოდათ შახტებში ვირთხების მოსასპობებელი ძაღლი. ეს ჯიში, რომელსაც სახელი დაერქვა პატარა ინგლისური ქალაქის საპატივცემულოდ, მიღებულ იქნა ნია დენდი დინმონტ ტერიერის, ოტტერჰაუნდისა და ვიპეტის შეჯვარების შედეგად.
bedlington

bedlington terrier 03a

2. ბერგამასკო (ბერგამსკული ნაგაზი, BERGAMASCO, CANE DE PASTORE BERGAMASCO, BERGAMASCHI, BERGAMESE SHEPHERD)

წარმომავლობა. დაახლოებით 2 000 წლის წინ ფინიკიელმა ვაჭრებმა ევროპაში ჩამოიყვანეს სხვადასხვაგვარი გაბურძგვნილი ნაგაზები. თავიდან ისინი ბინადრობდნენ ტასკანიაში, სადაც ფორმირებულ იქნა მარემა, შემდეგ გავრცელდნენ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ფორმირება დაიწყო ბერგამასკოს ჯიშმა. ჯიშის დასახელება მოდის ბერგამოს პროვინციის ხეობებიდან. სწორედ აქედან მოხვდნენ ფინიკიელი ნაგაზები საფრანგეთსა და ესპანეთში, სადაც ჩაუყარეს საფუძველი მრავალი შესანიშნავი ჯიშის ფორმირებას. ამგვარად, ხშირი და მყარი ბეწვის მასის მოშორებისას, ეს ძაღლი ძალიან ჰგავს ბრიარს.

Bergamasco 600

P.Bergamasco

Bergamasco

3. ბოჰემური ტერიერი (ჩეხური ტერიერი, BOHEMIAN TERRIER)

წარმომავლობა. ეს ჯიში გამოიყვანა ბოჰემიელმა მეძაღლემ ფრანტოი ჰორაკმა. ოფიციალურად ბოჰემური ტერიერი ჯიშის სახით დარეგისტრირდა 1963 წელს.

cesky terrier

cesky

cesky terrier

4. მექსიკური ტიტველი ძაღლი

წარმომავლობა. მექსიკური ტიტველი ძაღლი (ქსოლოიტცკუინტლი) – მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მექსიკური ტიტველი ძაღლი, სავარაუდოდ, მექსიკაში ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან მომთაბარე ხალხთან, აცტეკთა წინაპრებთან ერთად მოხვდა. ტოლტეკებს (მექსიკის პირველი მაცხოვრებლები) თავიანთ ტაძრებში ჰყავდათ ძაღლი, რომელიც ჰგავდა თანამედროვე ჩიხუახუას. ტოლტეკების მიწების დაპყრობის შემდეგ აცტეკებმა მოიყვანეს მექსიკური ტიტველი ძაღლი. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს ორი ჯიში – ჩინური ქოჩორა ძაღლის წინაპრებია. სახელის დასახელება – ქსოლოიტცკუინტლი – წარმოიშვა აცტეკთა ძველი ღმერთის ქსოლოტლის სახელიდან, რომელიც მათი რელიგიის თანახმად თან ახლდა გარდაცვლილთა სულებს საიქიოში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები თავიანთ ძაღლებს აღმერთებდნენ, ისინი ამ უკანასკნელებს საკვებად იყენებდნენ, ასევე ჰყავდათ დაცვის და სამედიცინო მიზნით (სათბურების სახით). მექსიკური ტიტველი ძაღლის პირველი აღწერა XVII საუკუნით თარიღდება.

meks 1

50460628140c

950e11af4b7f

5. პული (PULI, HUNGARIAN PULI)

წარმომავლობა. პული უნგრეთის ტერიტორიაზე ტიბეტიდან აღმოსავლეთის მომთაბარეებმა (შესაძლოა, მადიარებმა) დაახლოებით ახ. წ. 1000 წელს ჩამოიყვანეს. პულიმ შეინარჩუნა ტიბეტური ტერიერის ხასიათისა და გარეგნობის მრავალი თვისება.

puli h03

5831d1184564533 i want puppy puli3

puli insert 2

მსგავსი ამბები

Back to top button