ამერიკელები ამბობენ, რომ ის, ვინც მეტს მუშაობს, უფრო იღბლიანია. სწორედ ეს გამონათქვამი წარმოადგენს ფოტოგრად ედვინ კეტსისთვის წინსვლის მოტივაციას. ტყითა, ცხოველებითა და ველური ბუნებით გარშემორტყმული ნიდერლანდელი ფოტოგრაფი გარემოს თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებს, თუმცა კარგი ფოტოს შესაქმნელად ხშირად მას თვეებიც კი სჭირდება.
,,შრომისმოყვარეობის წყალობით მე გავიგე, როგორი შედეგის მიღებაა შესაძლებელი ფოტოგრაფიის საშუალებით. როდესაც გადასაღებ ობიექტს ვუახლოვდები, ვცდილობ, შევისწავლო ის სხვადასხვა ვითარებაში: თოვლში, შემოდგომაზე, მზიან ამინდში, გარიჟრაჟზე . . . ამასობაში ველური ცხოველების ნდობასაც ვიმსახურებ,“– ამბობს კეტსი.
ნიკონის მეოთხე თაობის ფოტოაპარატის წყალობით, კეტსი ახერხებს ფირზე აღბეჭდოს როგორც მწერები, ჩიტები და მღრღნელები, ისევე – უზარმაზარი, გარეული ცხოველები. ფოტოგრაფის საყვარელ არსებებს კი ზღარბი და ციყვი წარმოადგენს.
წყარო: lollipop.ge