გართობაუცნაური

Zdzisław Beksiński

ba84fa114447
ბეკსინსკი დაიბადა სანოკში, პოლონეთის სამხრეთში. 1955 წელს კრაკოვის უნივერსიტეტში არქიტექტურული განათლების მიღების შემდეგ, ის დაბრუნდა სანოკში. ამის შემდეგ რამდენიმე წელიწადი ის მუშაობდა ბრიგადირად მშენებლობაზე. ამ სამსახურს ის ვერ იტანდა. ამ პერიოდში ბეკსინსკის ყურადღებას იპყრობს მხატვრული ფოტოგრაფია, ფოტომონტაჟი, ინტერესდება სკულპტურითა და ფერწერით. ის ერთობ ნოვატორი მხატვარი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კომუნისტური ქვეყნისთვის. ზდეისლავი ქმნის სკულპტურებს თაბაშირის, ლითონისა და მავთულისაგან. ბეკსინსკის ფოტოგრაფიული ნამუშევრები სტილისტურად ძალიან ჰგავდა მის სამომავლო ნამუშევრებს ფერწერაში, რომელიც წარმოადგენდა დანაოჭებული სახის გამოსახულებას, მრუდე ლანდშაფტს, ობიექტებს ძალიან ხორკლიანი ზედაპირით, ეფექტი რომლისგანაც თამაშით ძლიერდებოდა სინათლის წყაროსა და ჩრდილის ეფექტი. მის ფოტონამუშევრებს შორის ასევე შეხვდებით მრავალფეროვან უმძიმეს გამოსახულებას, როგორიც არის დამახინჯებული თოჯინა დაფხრეწილი სახით, უსახო ან და მთლიანად დაბინტული ადამიანების პორტეტები და სხვა.

364f01cd2d26

მოგვიანებით ბეკსინსკიმ თავისი შემოქმედებითი ძალების კონცეტრირება მოახდინა ფერწერაში. მისი პირველი ნახატები ეხებოდა აბსტრაქტულ ხელოვნებას, მაგრამ სამოცდაათანი წლების განმავლობაში ის სულ უფრო მეტად იხრებოდა სიურეალიზმისაკენ. 1970-იანი წლებიდან ბეკსინსკიმ ფეხი შედგა პერიოდში, რომელსაც ის თავად “ფანტასტიკურს” უწოდებს, ეს გრძელდება 80-იანი წლების ბოლომდე. ეს მხატვრის შემოქმედების მეტ-ნაკლებად ცნობილი პერიოდია, როდესაც ის ქმნის თავის ყველაზე სახელგანთქმულ შთამბეჭდავ სახეებს, რომელიც სურეალისტურად იყო გამოხატული, პოსტაპოკალიფტური ნახატები სიკვდილის სცენებით, რღვევით, დაშლით, პეზაჟიზები უამრავი ჩონჩხით, დამახინჯებული სხეულებით, უდაბნოებით. ეს ყველაფერი იყო დახატული მისთვის დამახასიათებელი ყურადღებით უმცირესი დეტალებისადმიც კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებოდა უხეში, მრუდე ზედაპირის მქონე გამოსახულებებს. მხატვრის ნამუშევრები ხშირ შემთხვევაში ერთობ დიდი ზომისაა და რიგ შემთხვევაში მოგაგონებთ ავსტრიელი მხატვრის ერნესტ ფუქსის (Ernst Fuchs) ზოგიერთ ნამუშევარს თავისი ჩანაფიქრითა და თითქმის მანიაკალური ყურადღებით მცირე დეტალებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლს შთაბეჭდილება რჩება, რომ ზდეისლავი ეტრფის წვდიადს, თავად მხატვარი მიიჩნვდა, რომ მისი შემოქმედება სათანადოდ არ არის გაგებული. მისი აზრით ნამუშევრების დიდი ნაწილი საკმაოდ ოპტიმისტური და მხიარულიც კია.

856707099397

ბეკსინსკის პრაქტიკულად ყველა გამოფენა წარმატებით მიმდინარეობდა. ვარშავის პრესტიჟული გამოფენა 1964 წელს მიიჩნევა მის პირველ სერიოზულ წარმატებად, რამდენადაც საგამოფენოდ გატანილი ყველა ნამუშევარი გაიყიდა. 80-იან წლებში მის შემოქმედებას გაეცნო საფრანგეთი, მოგვიანებით იგი უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთ ევროპის დანარჩენ ქვეყნებშიც, ასევე იაპონიასა და შეერთებულ შტატებში.
ის 1977 წელს, ვარშავაში საცხოვრებლად გადასვლის წინ, თავისი სახლის უკანა ეზოში წვავს ნახატების რჩეულ ნაწილს, ისე რომ მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას აღარ ტოვებს. მოგვიანებით ბეკსინსკი განმარტავს, რომ ამ ნამუშევრების ერთი ნაწილი ”ზედმეტად პირადული” იყო, სხვა ფრიად არადამაკმაყოფილებელი და მას არ უნდოდა რომ ისინი ხალხს ენახა. 80-იანი წლები გარდამავალი აღმოჩნდა მისი შემოქმედებისთვის. ადრეული ოთხმოცდაათიანების ნაწარმოებები ასახავდა ძირითადად სურეალისტური პორტრეტების სერიასა და ჯვრებს. ისინი ბევრად უფრო მდიდარი იყო დეტალებით, ვიდრე “ფანტასტიკური პერიოდის” ნამუშევრები, მაგრამ არანაკლებად დამაჯერებელი და ძლიერი. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მხატვარი ინაცვლებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში, ინტერნეტში, ციფრულ ფოტოგრაფიაში, სადაც ის კონცენტრირდება სიცოცხლის ბოლომდე.

9c0da4c6b75e

ბეკიკსინსკი ნამუშევრებს ასრულებდა ყოველთვის ორიდან ერთ-ერთ მანერაში, რომელსაც თავად უწოდებდა ბაროკოულსა და გოთიკურს. პირველ მანერაში დომინირებდა სისავსე, მეორეში კი – ფორმა. მხატვრის სიცოცხლის უკანასკნელ ხუთ წელიწადში შექმნილი ნახატები ძირითადად “გოთიკური” მანერის იყო. გვიანი ოთხმოცდაათიანები უმძიმესი პერიოდი აღმოჩნდა შემოქმედის ცხოვრებაში. 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე სოფია, ერთი წლის შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა ვაჟმა ტომაშმა (Tomasz Beksiński) (პოპულარული რადიოწამყვანი, მუსიკალური ჟურნალისტი და კინომთარგმნელი). მისი სხეული იპოვა თავად ზდეისლავ ბეკსინსკიმ. ზდეისლავი ვერ შეურიგდა შვილის სიკვდილს და იანახავდა კონვერტს “ტომეკისთვის იმ შემთხვევაში თუ ფეხებს გავფშიკავ”, რომელიც კედელზე იყო მიმაგრებული.

62299c42d59b

2005 წლის 22 თებერვალს ბეკსინსკი გარდაცვლილი იპოვეს თავის ვარშავის ბინაში. მის სხეული იყო 17 ნაპობი ჭრილობა, რომელთაგან ორიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამის შემდეგ მალევე დააპატიმრეს მისი სახლის კოენდანტის არასრულწლოვანი შვილი (რომელიც შემდგომ დამნაშავედ ცნეს)და მისი მეგობარი. ცნობილია, რომ ცოტა ხნით ადრე მკვლელობამდე, ბეკსინსკიმ უარი უთხრა ახალგაზრდას ფულის სესხებაზე.

1da74c0e10b6

7e1623c0c856

6bde6d19c701

cae0cea42aff

28fc88a5a2c2

91b6c9d3b7ff

c11b2a9eeaae

aec9ab640ed4

7c6fece4d752

f7bb933e32ac

b3ec66f664d6

30a853d07b36

bb9b0b2a792d

b31c063ed74e

43a4f22eea1b

60975fc96918

d820a5dc06a8

7020110010ae

ec2ce22bdde6

3cac9e52db1d

67c2ede7b579

3b328225162c

f982bc43ba4f

06908e3e4d1e

72d1d36aff0b

fb7a1d4ddc0a

fbe24749c109

35ced8bef919

f8647d71eeba

0176a3f5e68a

ad2c2831df92

წყარო: www.palata99.wordpress.com

Back to top button