TECH & მეცნიერებაგართობა

ედვარდ მუნკი

bc9cfea14314

ედვარდ მუნკი (Edvard Munch) (დ. 12 დეკემბერი, 1863, ლეტენი — გ. 23 იანვარი, 1944, ეკელი, ოსლოს მახლობლად), ნორვეგიელი მხატვარი და გრაფიკოსი. დიდი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე. მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „ყვირილი“, „ავადმყოფი ბავშვი“, „მადონა“, „ვამპირი“.

d054cfc6039c

ბიოგრაფია
მუნკი აღიზარდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. მამამისი, ქრისტიან მუნკი- ისტორიკოს პეტერ ანდრეას მუნკის ძმა- იყო ღრმად მორწმუნე სამხედრო ექიმი მოკრძალებული შემოსავლით. 44 წლის ასაკში იქორწინა ვაჭრის ქალიშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო და რომელიც 33 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ედვარდი ამ დროს 5 წლის იყო. თავად ედვარდსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მისი უფროსი და სოფიაც ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. ედვარდის უმცროსი და ლაურა კი “მელანქოლიის” ( დღეს დეპრესიის) გამო მკურნალობდა. 5 და-ძმისგან მხოლოდ ედვარდის ძმამ ანდრეასმა იქორწინა. იგი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

f5ca4309ea6f
შემოქმედება
მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია “კივილი”, უფრო ზუსტად, ესაა მსგავსი ნახატების სერია. თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება“ ერქვა. ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე, რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა.

ac70e0403086
მუზეუმი
ოსლოში მდებარე ნაციონალური გალერეიდან 2004 წლის 22 აგვისტოს შეიარაღებულმა პირებმა მუნკის ორი ცნობილი ტილო „კივილი“ და „მადონა“ გაიტაცეს. 2006 წლის მაისში ძარცვაში სამ ბრალდებულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის აგვისტოში პოლიციამ ნამუშევრების პოვნა მოახერხა. მთელი ეს პერიოდი ორივე ტილო დაზიანდა: ნახატებზე ნაკაწრები და სინესტე იქნა აღმოჩენილი; ტილოები ალაგ-ალაგ დაიხია კიდეც.
მუზეუმის წარმომადგენლის განაცხადებით, „კივილის“ კუთხეში გაჩენილი ლაქის მოშორება შეუძლებელია, რადგან რესტავრატორებმა რაიმე შეუქცევადი სამუშაოს ჩატარება არ ისურვეს.
მუნკის საპატივსაცემოდ მერკურიზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი ეწოდა.

bb941157deb7

3d3bf4655504

35cac7b91c13

წყარო: ვიკიპედია და მე
http://www.facebook.com/pages/ERE-ART/121170184607373?ref=ts

ereart

http://www.facebook.com/pages/ERE-ART/121170184607373 http://urakparaki.com/?m=7&WUID=6357

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button