გართობაუცნაური

განქორწინების უცნაური მიზეზები

Divorce wedding cake 007

ძველ რომში მამაკაცს განქორწინების უფლება ჰქონდა, თუ მას ცოლი ღალატობდა, მის ნივთებს დაუკითხავად იღებდა ან ღვინოს სვამდა.

მანუს ტომის კანონით, ინდიელი ცოლს ოთხი მიზეზის გამო მიატოვებდა: თუ ქალი ქორწინების მერვე წელს ვერ დაფეხმძიმდებოდა; 10 წლის შემდეგ თუ მისი ცოლი მკვდარ ჩვილს გააჩენდა ან ქორწინებიდან მეთერთმეტე წელს თუკი გოგონა შეეძინებოდა.

ინდიელს წუწუნა ცოლთან განქორწინება მომენტალურად შეეძლო. დაახლოებით ასეთივე კანონი მოქმედებდა ძველ ჩინეთშიც. წუწუნა და ჭორიკანა ცოლს ქმარს მომენტალურად გააშორებდნენ.

დღესდღეობით მადაგასკარზე ცოლ-ქმრის განქორწინების მიზეზი შეიძლება, ქმრის ხანგრძლივი მივლინება გახდეს.

იტალიაში ცოლი ქმარს გაეყრება, თუ ის საოჯახო საქმეების შესრულებას აიძულებს.
ნილ დიუჰარტიმ ცოლი ვანდალიზმში დაადანაშაულა და გაეყარა: “ვანდალმა” მეუღლეს ფეხბურთის მაისური გაურეცხა, რომელზეც ის საყვარელი გუნდის წევრების ხელმოწერებს აგროვებდა.

ამერიკაში ახალი კანონის თანახმად, გაყრისა და ქონების გაყოფის მიზეზად “კუბიკრუბიკიც” ითვლება, თუკი ერთ-ერთი მეუღლე გასართობის გამო მეორე ნახევარს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. “კუბიკრუბიკი” გონებასუსტ ბავშვებში ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს.

ჯანმრთელ ბავშვებში ცერა თითის ართრიტს იწვევს. სხვათა შორის, განქორწინების შემდეგ “კუბიკრუბიკი” დაზარალებულ მხარესთან რჩება.

კორეელი მამაკაცი ცოლს გაეყრება, თუ მისი ცოლი მშობლებს უდიერად მოექცევა.
30 წლის წინ ოკლაჰომის გაზეთში უცნაური შინაარსის სტატია დაიბეჭდა. ცოლი ქმარს განქორწინებით ემუქრებოდა, თუ იგი თმას არ შეიჭრიდა და წვერს არ გაიპარსავდა.

წყვილი განქორწინდა და მამაკაცმა მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა დალაქს.
თუ კანადელი მანდილოსანი დაამტკიცებს, რომ მისი ქმრის ხვრინვა სარბოლო ავტომობილის ხმას უტოლდება, წყვილს განქორწინების ნებას დართავენ.

დაბოლოს, ერთი ინგლისელი მამაკაცი დამატებით სამუშაოს ასრულებდა, ცოლისთვის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის საფასური რომ გადაეხადა. დიპლომის აღებისთანავე ქალი ქმარს გაეყარა.

ჟურნალი “გზა”

tokomshvildadze

i am tornike mshvildadze

მსგავსი ამბები

Back to top button