საკითხავისასარგებლო

ტალღოვანი თუთიყუშები

201d6dc2be81
ამ პოსტის დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს ბევრს ყავს ტალღოვანი თუთიყუში და მათ შესახებ ბევრი რამ არ იცის.

სხეულის სიგრძე 16-20 სანტიმეტრი, ფრთის – 9-9,5 მმ-მდე, კუდის – 8-10 სმ. წონა დაახლოებით 40-45 გრამი. კუდის სიგრძის გამო შედარებით დიდი ჩანს. მისი ძირითადი – ბუნებრივი შეფერილობა მწვანეა. თავის წინა ნაწილი და ყელი ყვითელი აქვს. თითო ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამოდენიმე შავი წერტილია. თავის უკანა ნაწილი და ზურგის ზედა ნაწილი ღია მწვანეა, მუქი ტალღისებრი ზოლებით   დაფარული. ფრთებზე ზოლები უფრო მკვეთრი ხდება, შავი. კუდის ორი ყველაზე გრძელი ბურდღა მუქი ლურჯი ან შავი ფერისაა.

ეს არის ძალიან ლამაზი თუთიყუში, შედარებით მაღალი ფეხებითა და ძლიერი ნისკარტით. ტალღისებრებს გრძელი კიბისებრი კუდი აქვთ. თვალები მუქი ლურჯი, სარტყელი – თეთრი.

ნისკარტი ბარტყებს აქვთ შავი, ხოლო ზრდასრულ ფრინველებს კი თივისფერი, მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი კარგად აქვთ გამოკვეთილი, რითაც დგინდება ფრინველის სქესი. ზრდასრულ მამალს ის ლურჯი ან მუქი ცისფერი აქვს, მდედრს კი – მოვარდისფრო, უფერული ან მოყავისფრო.

ტალღისებრი თუთიყუში მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია თუთიყუშის მოყვარულებს შორის. ის საკმაოდ ადვილად “თვინიერდება” და პატრონის მონდომების შემთხვევაში “ლაპარაკსაც” დაიწყებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ყველაფერი ძალზე ინდივიდუალურია. შეიძლება ერთმა თუთიყუშმა ლექსების დაზეპირება შესძლოს, მეორემ ორი-სამი სიტყვა ისწავლოს, მესამემ კი საერთოდ ვერაფერი. ამიტომ ყიდვის წინ უნდა წინასწარ მოვემზადოთ იმისათვის, რომ შეიძლება ჩვენი თუთო სრულიად არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორის ყიდვაზეც ჩვენ ვოცნებობდით.

საერთოდ, ფრინველებს ტემპერატურა ყველაზე მაღალი აქვთ – 40-41 გრადუსი, რის გამოც მათი მეტაბოლიზმიც მაღალია. ამიტომ მათ ესაჭიროვებათ კარგი და მუდმივი კვება, რადგან თუნდაც ცოტა ხნით საკვების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა და საბოლოოდ სიკვდილიც.

ტალღისებრები   იკვებებიან სხვადასხვა   მარცვლეულით. სამშობლოში – ავსტრალიაში ისინი ძირითადად კენგურუს ბალახის თესლს ჭამენ. ბუნებაში ამასთან ერთად ისინი დიდი რაოდენობით მრავალფეროვან საკვებსაც პოულობენ – კენკრას, სხვა მარცვლეულს, ტოტებს, ხილს, მცირე მწერებს, რასაც ისინი ვერ ღებულობენ სახლის პირობებში. მიუხედავად ამისა, გალიებში ცხოვრება მათ არ უძნელდებათ და კარგად ეგუებიან ცხოვრების ასეთ სახეს. ისინი გალიებში წარმატებულად მრავლდებიან მრავალი წლების განმავლობაში. კარგად მიირთმევენ სპეციალურ საკვებსაც.

სახლის პირობებში ტალღისებრი თუთიყუშის ძირითადი საკვები არის მარცვლეულ კულტურათა “ნარევი”, რომელიც ყოველ ზოომაღაზიაში იყიდება. მასში შედის სხვადასხვა მარცვლები, როგორიცაა პროსო (იხ. 1-2 სურათებზე), ხორბალი, ქერი, თესლი კანარის ჩიტებისათვის (იხ. 3 სურათზე) და სხვა. დამატებითად შეგიძლიათ მისცეთ მზესუმზირის მარცვლები, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ის ძალიან ასუქებს ფრინველს, რაცუარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.

ტალღისებრი ტუთიყუშები დიდი სიამოვნებიტ ჭამენ ბალახეულის თესლებსა. მაგალითად ბაბუაწვერასა და მრავალძარღვას. ბაბუაწვერას თესლი შემდეგნაირად უნდა ააგროვოთ: ის აქვს მხოლოდ თეთრ ბაბუაწვერას (ანუ როდესაც ყვითელი ყვავილი გადაიქცევა თეთრ “წვერებად”). ეს “თეთრი წვერი” უნდა ფრთხილად მოწყვიტოთ და მაკრატლით მოაჭრათ ზედა ნაწილი, დარჩება მხოლოდ თესლები. მრავალძარღვის თესლების ასაგროვებლად საკმარისია მხოლოდ მისი მოწყვეტა და გაშრობა. ამის შემდეგ თესლები თვითონ მოსცილდებიან ღეროს.

გარდა ამ საკვებისა, აუცილებელია მათთვის მოხარშული კვერცხის, ფაფების, ხაჭოსა და რძეში დასველებული ტეთრი პურის მიცემა. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი უნდა მისცეთ ძალიან მცირე რაოდენობით.

ფაფებში იგულისხმება მოხარშული ბრინჯი ხორბალთან, ქერთან და პროსოსთან ერთად. ამის ჭამას ფრინველი უნდა მიეჩვიოს თავიდანვე, თორემ ზრდასრული თუთიყუში ფაფას   ნაკლებად შეჭამს.

მოხარშული კვერცხი ვიტამინების დიდი წყაროა მათთვის. ის შეიცავსცილას, ცხიმებს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმსა და ვიტამინებს – A, B, D.

კვერცხი დაახლოებით 7-8 წუთის მანძილზე უნდა იხარშებოდე, ამის შემდეგ დაუჭერით პატარ-პატარა ნაჭრებად და აურიეთ დაფშვნილ თეთრი პურის სუხარებს. ერთი თუთიყუშისთვის სასურველია არაუმეტეს 5-7 გრამის მიცემა.

რატომ თუთიყუში?

ბევრი მეკითხება,თუ რატომ ვყიდულობ ხოლმე თუთიყუშებს და არა ვთქვათ თევზებს.. მიზეზი მენდეთ ძალიან ბევრია.. ჯერ დავიწყოთ იქიდან,რომ თუთიყუშები ყველანაირი ხასიათის ადამიანს ეგუებიან, პატრონებს ემსგავსებიან და მათ საუკეთესო მეგობრად გადაიქცევიან ხოლმე.. თუთიყუშების სიმშვენიერე იმაში მდგომარეობს,რომ ისინი უზომოდ სხვადასხვანაირები არიან და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავისი ტიპის თუთო იყიდოს.. გასათვალისწინებელია რომ თუთოები არიან არამარტო ლამაზები თავისი ფერებით,არამედ არიან უუუზომოდ საინტერესოებიც.. მათთან ურთიერთობის პროცესი არის უზომოდ საინტერესო,მომხიბლავი, ძალიან ემოციურიც.. ის თქვენს ხელში იზრდება და დროთა განმავლობაში თქვენ ხასიათში ზუსტად ჯდება.. ძალიან ცოცხალი და მშვენიერი არსება ძაღლიით იწვრთნება და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდეული რამდენად აქტიური,მოლაპარაკე,ხალისიანი იქნება..

..საკვები..აქსესუარები..უწი პუწები.. :D

თუთოებს თავიანთი სპეციალური საჭმელი აქვთ,მაგრამ ამასთანავე ძალიან უყვართ მოხარშული კვერცხი (გაციებული და წწვრიიილად დაჭრილი რა თქმა უნდა) გახეხილი სტაფილო,ვაშლი,ბანანი,საზამთროც კი უყვართ.. ასევე ზოომაღაზიებში იყიდება თუთოებისთვის ყველაზე საყვარელი კრეკერები-ეს არის თაფლიანი რარაც ვიტამინის პონტში,რომელიც აი რავი, არ შემხვედრია თუთო რომ არ უყვარდეთ.. 1ც-1გელ.წყალი უნდა უცვალოთ ყოველ დილით, ონკნის წყალი არ შეიძლება.. თუთოებს ძალიან უყვართ აქსესუარები,როგორიცაა კიბე,ხის ტოტები და სხვა სახალისო რაღაცეები,რომლებიც რაღაც ლარები ღირს..

მოვიყვანეთ სახლში..რა ხდება შემდეგ?..

პირველი ნაბიჯები ასე თუ ისე რთულია..გაცნობა და შეჩვევა რამდეიმე კვირა გრძელდება.. მთავარია დაიმახსოვროთ რომ ყოველდღე უნდა გქონდეთ უშუალო ურთიერთობა- უნდა ელაპარაკოთ,უმღეროთ, რავიცი რაც გნებავთ.. ეცადეთ რომ პირველი კვირა გალიიდან არ გამოუშვათ,იმიტომ რომ ჯერ თავის სახლს და ადგილს უნდა შეეჩვიოს, სივრცეში კი დაიბნევა და გადაირევა.. ყოველდღიური საუბრის შემდეგ, გალიაში ხელით მიეფერეთ, ან საჭმელი მიაწოდეთ ხელით-თქვენი ხელიდან თუ შეჭამს ეს ძალიან დიდი პლიუსია.. არ დაგწყდეთ გული თუ დაფრთხება, არ მიგიშვებთ ან სულაც გიკბენთ.. ზოგადად ფრთხებიან და იკბინებიან მაშინ,როცა ეშინიათ.. მათ უნდა აჩვენოთ რომ არაფერია საშიში.. გალიაში ხელს რომ შეყოფთ,ეგრევე თუთოს ნუ ეძგერებით, ჯერ შორიდან მოუარეთ და აჩვენეთ რომ არაფერს უპირებთ, რომ მშვიდად ხართ და ისიც მოლბება.. თუ რეაქცია არ აქვს და ხელზე არ გაჯდებათ მაშინ თითები ფეხებთან მიუტანეთ,ოდნავ შეეხეთ ფეხებს და გადმოჯდება.. დაძალებით არაფერი არ დააძალოთ..

როგორ ავალაპარაკოთ?..

პირველ რიგში, თუ გსურთ თქვენმა თუთომ ლაპარაკი ისწავლოს, სარკე ჩამოუხსენით გალიიდან, და მეორე თუთო არ მოუყვანოთ.. დღეში მინიმუმ 1საათი შეუჩერებლივ უნდა ესაუბროთ და ის სიტყვა რომელიც თავიდან გსურთ რომ ისწავლოს ბევრჯერ უნდა უმეოროთ.. შეგიძლიათ მობილურზე ან კომპში თქვენი ხმა და ტექსტი ჩაწეროთ და სახლში როცა არ იქნებით ან უბრალოდ არ გეცლებათ ასმენინოთ ხოლმე თქვენს თუთოს.. ყოველდღიური მსგავსი მეცადინეობის შემთხვევაში სავარაუდოდ 2დან 4თვეში ისწავლის ლაპარაკს.. მაგრამ ფრთხილად- როცა რამდენიმე ფრაზას ისწავლის, შემდეგ თქვენზე აღარ იქნება დიდად დამოკიდებული მისი ლექსიკონი- ილაპარაკებს შემდეგ იმას,რასაც ხშირად მოისმენს..

გალიები

საქართველოში იყიდება ბევრი სახის და ზომის გალიები,მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ თუ რომელია კარგი ხარისხის და რომელი არ ვარგა.ამის გაკეთება იოლია:უნდა დააკვირდეთ თვითონ გალიის მავთულებს,ხომ არ ექერცლება საღებავი(უკეთესია თუ მავთულები იქნება უჟანგავი ან მონიკელებული მაინც),ქვედა კორპუსის პანელი ანუ პლასტმასის ძირი არ უნდა იყოს თხელი,არ უნდა იყოს მყიფე და მოუხერხებელი-გამოსაწევი ძირის მოძრაობისას,უნდა დარწმუნდეთ,რომ არ არის ჩინური წარმოების(მქონდა შემთხვევა მენახა ასეთი გალია და დავრჩი უკმაყოფილო),არ უნდა იყოს ძალიან პატარა ზომის(ვინაიდან თუთიყუში ვეღარ მოძრაობს და ვერ დაფრთხიალებს ასეთ პატარა გალიაში,რაც იწვევს ფრთების კუნთების ატროფიას-შესაძლებელია მან დაიზიანოს ფრთები ასეთ პატარა გალიაში),სასურველია იყიდოთ ”ფერპლასტის” ან სხვა რომელიმე ევროპული წარმოების გალია(თუმცა ვიცი,რომ თბილისში იყიდება აქ წარმოებული გალიებიც რომლებიც კარგი ხარისხისაა),უნდა მოყვებოდეს გალიას თავისი სარწყულებელი ანუ წყლის დასალევი მოწყობილობა და საკვების-საკენკის ჩასაყრელიც(მიაქციეთ ყურადღება იმას,რომ ეს მოწყობილობები უნდა იყოს ღია და არა დახურული სახის,რადგან შესაძლებელია პატარა ზომის თუთიყუში თამაშის დროს გაიჭედოს შიგნით და თქვენი სახლში არ ყოფნის დროს დაიღუპოს),ქანდარებიც მოყვება ხოლმე ხშირ შემთხვევაში გალიებს,მაგრამ ესენი არის პლასტმასის და სასურველია რომ იყოს ხისგან,თუმცა ყველა ხის ტოტი არ გამოდგება(ზოგი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს,რომლებიც დამღუპველია თუთიყუშებისთვის),ზომაც ქანდარის უნდა იყოს არა უმეტეს და არანაკლები 1,5სანტიმეტრისა(ეს ზომა მიესადაგება მხოლოდ ტალღისებურ და მოსიყვარულე თუთიყუშებს).

პ.ს. ყველა სურათში ჩემი ჩიკოააა  :yes: :kiss: :)
12ac6097e8fd
chemi chikoo :*

201d6dc2be81

chikuna

027feef549d4

წყარო: ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ეს ინფორმაცია :) :D

მსგავსი ამბები

Back to top button