არქივი

კინო და მისი თავისებურება

643f4c8c2ee0
კინოხელოვნება, რომელმაც გაჩენისთანავე საზოგადოების დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურა, ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგია და დარწმუნებული ვარ, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უდიდეს პროცენტს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. რა გვიზიდავს ასე ძალიან მასში? კინოს ბევრი თავისებურება გააჩნია და ამ პოსტში სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებ.

ყველას მოგვეხსენება, ბავშვები მიდრეკილნი არიან, დაინახონ და გაიგონ ის, რაც მათთვის დაფარული და “აკრძალულია.” ამის შესახებ სხვისი მაგალითიდან თუ არა, პირადიდან მაინც გვეცოდინება. ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება ადამიანს და ამა თუ იმ ფორმით ვლინდება. თუ ამ მცირე შესავლით ვერ მიხვდით, რა შუაშია კინოხელოვნება მოცემულ თვისებასთან, უფრო დაწვრილებით ქვემოთ ავხსნი.
ერთი შეხედვით, კინო არ უკავშირდება “აკრძალულ სამყაროს”, რადგან ის, ჯერ ერთი რომ საჯარო ჩვენებისთვისაა განკუთვნილი და მეორეც, მაყურებელი გამოგონილ, შეთხზულ “ცხოვრებას” ადევნებს თვალ-ყურს. თუმცა, წარმოვიდგინოთ, თუნდაც, კინოდარბაზი, რომელიც ჩაბნელებულია, ეკრანზე კი შუქ-ჩრდილთა მუდმივი ცვლა მიმდინარეობს. ეს ყოველივე მაყურებელს მარტოობისა და ინტიმურობის ილუზიას უქმნის და შესაბამისად, ისიც მშვიდად იკმაყოფილებს ბუნებისგან მომადლებულ თვისებას: დაინტერესდეს სხვისი პირადი ცხოვრებით.
f2e5d3d416c2

e825668b4be6

ae4d810abd7e

22d772be6243

ეს სიამოვნების მიღების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც სკოპოფილია, ანუ დაკვირვებით ტკბობა ეწოდება.
ფროიდი სკოპოფილიას მიაკუთვნებს სექსუალური ინსტინქტებიდან ერთ-ერთს და ამბობს, რომ ის ეროგენულ ზონათაგან დამოუკიდებლად არსებობს.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ სკოპოფილია განსაკუთრებულად გაძლიერებულია, როდესაც ეკრანზე გვევლინება ქალი ექსჰიბიციონისტურ (ექსჰიბიციონიზმი – სექსუალური ქმედება, კერძოდ, შიშველი სხეულის დემონსტრირება. – ავტ.) როლში. ის სხეულის დემონსტრირებასთან ერთად, დაკვირვების ქვეშ ექცევა. უფრო კონკრეტულად, მამაკაცი არის სუბიექტი, მზერის ავტორი და ქალი – ობიექტი, რომელსაც “ჩუმად” უმზერენ.

9fbb32556a53

6cb509f27d26

5182064ed522

da9c3dfe29a6

c02e630399d9

7082dc280fe2

6d70ce4de9af

520661e1a745

სხვათა შორის, ეს მხოლოდ კინოსთვის არ არის დამახასიათებელი და აქტიურად ვლინდება მაგალითად, სარეკლამო საქმიანობაში: სტატისტიკურად დადგენილია, რომ ამა თუ იმ ფირმისთვის უმჯობესი იქნება, თუ საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას მომხიბვლელ და სექსუალურ ქალბატონს მიანდობს, რადგან ეს უკანასკნელი არა მხოლოდ მამრობითი, არამედ მდედრობითი სქესის ყურადღებასაც აუცილებლად დაიმსახურებს.
მაპატიეთ, რომ ვრცლად ვერ ვსაუბრობ, რადგან ეს უდიდესი თემაა, თუმცა, ვფიქრობ, ამ მცირე ჩანაწერით უამრავ საინტერესო ასპექტს აღმოაჩენთ კინოხელოვნებაში და არა მარტო მასში.
შემოთავაზებული კადრები ამოღებულია ფილმებიდან:

“ფართოდ დახუჭული თვალებით” – რეჟისორი სტენლი კუბრიკი.

“მალენა” – რეჟისორი ჯუზეპე ტარნატორე.

მსგავსი ამბები

Back to top button