დღეს ჩემთან მოდის ნიავმა წამოუქროლა, თუ თქვენთან ჯერ არ მოუღწევია, ახლა ვეცდები მოაღწიოს : )) მოკლედ უცნაურზე მოდური სიახლეებიც რომ იდებოდეს ურიგო არ იქნება, თუმცა დღევანდელი ქართველური გაგებით მოდა თითქოს მხოლოდ გოგონებს ეხებათ, მაგრამ ვგონებ ბიჭებიც არ იტყვიან უარს ამ სიახლის დათვალიერებაზე, იქნებ აქ თავიანთი მომავალი პატარძლის კაბაც ამოიცნონ, რა იცი რა ხდება :dabneuli:
არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ეს კაბა ბევრს მოეწონოს, ამ გოგოს უხდება :) შექმნილია იაპონელი, საქორწილო კაბების დიზაინერ Yumi Katsura-ს მიერ, 2010 წლის ჩვენება ტოკიოში.
ეს მოდელი უფრო აზიურ სტილშია გადაწყვეტილი, რადგან ჩვენება დუბაიში გაიმართა 2008 წელს, სხვათაშორის ეს ივენთი ცნობილია როგორც ყველაზე მასშტაბური ჩვენება საპატარძლო კაბებისა.
ამ კაბას მე დავადგი თვალი :( შექმნილია ბულგარული მოდის სახლის Mon Amour-ის მიერ.
ზოგჯერ დიზაინერებს გემოვნება ღალატობთ და ასეთ ნიმუშებსაც ქმნიან, მაგალითად ეს საპატარძლო კაბა (ვეჭვობ რომელიმე პატარძალს ამის ჩაცმის სურვილი გაუჩნდეს) შემქნილია საკმაოდ ცნობილი სახის Carolina Herrera-ს მიერ, წარმოდგენილია მის 2008 წლის საპატარძლო კოლექციაში.
ვივიენ ვესტვუდმა მოდელი სპორტული აქსესუარებით გამოაგოგმანა სცენაზე, ალბათ იმიტომ რომ ჩვენება ტოკიოში, ბოქსის სტადიონზე გაიმართა.
ეს უცნაური მოდელი, რომელსაც ვერც თავს უპოვნი, ვერც ბოლოს კარლ ლაგერფილდის მიერაა შექმნილი, ჩვენება 2009 წლის ზამთარს პარიზში გაიმართა.
ესეც კარლ ლაგერფილდის მეირაა შექმნილი, ამ ორი მოდელის შეთვალიერების შემდგომ ერთი რამ დავასკვენი, იმ წელს ეტყობა ბატონმა კარლმა ბევრი ,,წული” შეიძინა, თან იმდენი, რომ აღარ იცოდა სად წაეღო და ამ მიზეზიდან გამომდინარე მივიღეთ მეტად ორიგინალური კოსტუმები. (წულს რა ჰქვია ქართულად არ ვიცი, ნაჭერია, რომლითაც გაფორმებულია კაბები,რომელსაც ზევით კარგად ხედავთ ალბათ. )
არ მიყვარს ეს წინ მოღიავებული საქორწინო კაბები და მომკალით. მოდელი შექმნილია იაპონელი Yumi Katsura-ს მიერ, წარმოდგენილი იქნა 2010 წელს ტოკიოში დიზაინერის ჩვენებაზე.
აი კარგი დამა ქალიო ამაზეა ნათქვამი. მოდელი წარმოდგენილი იქნა Alberto Rodriguez-ის მიერ 2009 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე მერსედეს-ბენსის მოდის კვირეულზე მეხიკოში.
ჩინელებიც იწონებენ თავს უცნაური საქორწილი კაბებით. არაუშავს, ამ კაბებს ხომ მაინც ვერ გაასაღებენ საქართველოში (ნიშნისმოგება :( )
ეს ქალი მოდელი არაა, ტყუილად არ აყვირდეთ რას გავსო, სლოვაკი ოპერის მომღერალია Sisa Sklovska. 2009 წლის საქორწილო კაბების ჩვენებაზე ბრატისლავაში ამ კაბით გამოგოგმანდა.
ეს კაბა თითქოს არ არის ლამაზი, მაგრამ რაღაცნაირად დახვეწილია, წარმოდგენილ იქნა ჩინეთშუ გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე 2009 წელს.
ეს მოდელი ორიგამის ხელოვნების საპატივსაცემოდ შეიქმნა. ჩინეთის იგივე ჩვენებიდანაა, როგორც წინა კაბა. ვფიქრობ ძალიან ორიგინალური კაბაა და ძნელად შესაქმნელი.
კაბა შემქნილია აბრეშუმისგან, რომელიც დასაბამს იაპონური კიმანოებიდან იღებს, დიზაინერი რა თქმა უნდა იაპონელია Yuma Koshino.
ამ გოგოს რა სახე აქვს, არადა რა კაბა აცვია, სულ არ მოგინდება გაცინება ამის შემყურეს. დიზაინერი Yuma Koshino.
ამის დიზაინერიც უეჭველი ლაგერფილდის დღეში იყო, ბევრი წული რომ შეიძინა.
ულამაზესი კორსეტი აქვს ამ კაბას. შექმნილია უნგრელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი ქალის Barbara Leber-ს მიერ. კაბა წარმოდგენილი იყო ბუდაპეშტში, ჩვენებაზე.
ეს ყველაზე ფერადი პატარძლებისთვისაა შექმნილი, Ornella Meneguzzo-ს მიერაა შეკერილი და 300,000 $ ღირს.
ახლა უკვე შეგიძლიათ იმსჯელოთ ვინ რას და რატომ ჩაიცვამდით, ბიჭებმა კიდევ ვის, რას და რატომ ,,ჩააცვამდით” : ))