არქივი

”სიკვდილის ტკბილი კოცნა” (Sweet kiss of death)

943332433d09
გთავაზობთ რამოდენიმე სამწუხარო ფაქტს სპორტის ისტორიიდან

რეი განკლი
1f38de34e47b
1972 წლის 1 აგვისტოს, სავანაში, ჯორჯიის შტატში, ერთ-ერთ ჭიდაობის შეჯიბრზე რეი განკლისა და ოქს ბეიკერის დაპირისპირების დროს,მოხდა საუბედურო შემთხვევა. ოქსმა ჭიდაობის დროს რეის გულის არეში მიაყენა დარტყმა, განკლიმ შეხვედრაში გამარჯვება კი მოიპოვა, მაგრამ იმ საღამოსვე გარდაიცვალა.

f98104c767e5
გვამის გაკვეთამ უჩვენა, რომ რეი არტერიოსკლეროზით (სისხლძარღვთა შევიწროვება) იყო დაავადებული, ხოლო ოქსის დარტყმამ, რეის გულმკერდში გამოიწვია სისხლჩაქცევა, რომელიც გადაიზარდა თრომბში და გამოიწვია სიკვდილი, მაშინვე როგორც კი გულს მიაღწია

როლანდ ჰედბერგი

b4d27e57ceeb
სტოკჰოლმი- შვედი, ჰოკეის მსაჯის დაიღუპა მაშინ, როდესაც მას კეფაში მოხვდა ეგრედწოდებული ”შაიბა”, ახალგაზრდული გუნდების შუა თამაშის დროს. პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 62 წლის კაცი, სჯიდა 18 წლამდე ახალგაზრდა გუნდების თამაშს, როდესაც მას ერთ-ერთი მოთამაშის მიერ დარტყმული ”შაიბა” მოხვდა კეფაში.
2576a8e6a42b
მოთამაშე მხოლოდ და მხოლოდ ცდილობდა ძლიერი დარტყმით ”შაიბა” მოეშორებინა მეტოქის ნახევარზე. თავიდან ვერ გაირკვა, რამ გამოიწვია მსაჯის სიკვდილი: ”შაიბის” ძლიერმა მოხვედრამ, თუ დაცემის შედეგად ყინულზე თავის დარტყმამ. პოლიცია არ ასახელებდა დაღუპულის ვინაობას, თუმცა პრესისთვის ის მაინც ცნობილი გახდა მისი სახელი იყო როლანდ ჰედბერგი.
მსაჯს, უბედური შემთხვევის შემდეგ, 10 წამის განმავლობაში, სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელიც იმ დღეს არ მუშაობდა, უწევდა სამედიცინო პირველად დახმარებას, თუმცა ეს ყოველივე უშედეგოდ დასრულდა, საავადმყოფოში მიყვანილ მსაჯს სიკვდილი დაუფიქსირეს.

ხავიერ ტონდო

5a370c6d6692

ხავიერ ტონდო (ტურ დე ფრანსის მონაწილე), დაიღუპა უეცრად, როდესაც მოექცა საკუთარ მანქანასა და ავტო ფარეხის ელექტრონულ კარებს შორის, როცა მას მწყობრში მოყავდა თავისი ველოსიპედი და ემზადებოდა ველო რბოლისთვის. მისი კოლეგა, ესპანელი ველომრბოლელი, ბენატ ინტხაუსტი იმყოფებოდა მასტან ერთად ამ ინციდენტის დროს.ტონდო ელექტრონულმა კარმა გაჭყლიტა.
როგორც ცნობილია, 32 წლის ტონდო საკუთარ მანქანაში ემზადებოდა სიერა ნევადას საკურორტო აპარტამენტიდან გასამგზავრებლად, როცა ის მანქანიდან გადმოვიდა და საუბედუროდ,  ფარეხის ავტომატურ კარსა და მანქანას შორის მოექცა. პოლიციის ცნობით აღმოჩნდა, რომ ის უეცრად გარდაიცვალა

ფრენკ ჰეინსი

e97d1923facb

ჟოკეი(პროფესიონალი მხედარი, რომელიც დოღში მონაწილეობს ფრენკ ჰეინსი(1888-1923) 1923 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა დოღში შუა ჯირითის დროს, ნიუ იორკში, ბელმონდ პარკში. მისმა ცხენმა “ტკბილმა კოცნამ”(Sweet kiss ) გაიმარჯვა და დაასრულა რბოლა, ისე რომ მხედარი ფინიშის ხაზის გადაკვეთისას უკვე გარდაცვლილი იყო და ამგვარად ჰეინსი იქცა პირველ და ერთადერთ ჟოკეიდ, რომელმაც მოიგო რბოლა სიკვდილის შემდეგ.
ფრენკ ჰეინსი ერთადერთი ჟოკეია ისტორიაში, რომელმაც რბოლა გარდაცვლილმა მოიგო და შეყვანილია რეკორდების წიგნში.
ის იყო 35 წლის სტაბილური ახალგაზრდა, რომელიც ემუდარებოდა “Sweet kiss ” – ის პატრონს, რომ ბოლოჯერ მაინც გაეყვანა რბოლაზე ცხენი, რომელიც წარუმატებელი იყო და ყოველთვის აგებდა. რბოლაში ჩაბმული ჰეინსი იმდენად ააღელვა ცხენის მოსალოდნელმა გამარჯვებამ, რომ ფინიშის ხაზამდე 10 იარდის მოშორებით გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა, მაგრამ “მოახერხა” ცხენიდან არ გადმოვარდნილიყო და გაიმარჯვა.
ამ ამბის შემდეგ აღარავის უნდოდა ამ ცხენზე დაჯდომა, მიუხედავად იმისა რომ გამარჯვებული იყო და სახელიც კი შეარქვეს “Sweet kiss of death” “სიკვდილის ტკბილი კოცნა”, რომელიც ლექსიკონში სიკვდილის აღმნიშვნელ ტერმინადაც დამკვიდრდა.

მარტი ბერგენი

6365e3598524

1900 წლის იანვარში, ჩრდილოეთ ბრუკფილდსში,მასაჩუსეტსის შტატში, 28 წლის პოპულარულმა ბეისბოლის მოთამაშემ, მარტი ბერგენმა საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ჯერ ნაჯახით დახოცა თავისი ცოლი და შვილები, შემდეგ კი სამართლებლით ისეთი ძალით გამოიჭრა ყელი რომ ლამის თავიც მთლიანად მოიჭრა. გვამები მარტის მამამ აღმოაჩინა. ამ ტრაგედიის შესახებ გაკეთებული ნიუ იორკ თაიმსის სტატიის თანახმად: ‘’ ბერგენის 3 წლის ბიჭი იატაკზე იპოვეს, თავში უზარმაზარი ჭრილობით, მისის ბერგენს თავის ქალა კი ისე საშინლად ჰქონდა დამსხვრეული(გასრესილი) რომ აშკარა იყო, გამძვინვარებულმა ქმარმა მას რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა. მისი 6 წლის ქალიშვილიც, რომელიც სამზარეულოს იატაკზე თავად ბერგენის გვერდით აღმოაჩინეს, თავის არეში მიყენებული არაერთი მძიმე დარტყმისგან გარდაიცვალა. ბერგენს ყელი სამართებლით გამოჭრილი, თავი კი თითქმის მოწყვეტილი ჰქონდა.”
ბერგენის ეს საქციელი ცნობილი გახდა პრესისათვის, თუმცა ინფორმაციის დიდი ნაწილი ჩაახშობილ იქნა. მისი სიკვდილის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ბერგენი “მელანქოლიის შემოტევის” გავლენით მოიქცა ასე და გარდა ამისა 1899 წლის მონაცემებით ჰქონდა გამოხატული გონებასუსტობის ნიშნები.
თანამედროვე გამოკვლევების მიხედვით ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დოქტორი კარლ ზალცმანი თვლის, რომ ბერგენი სავარაუდოდ მანიაკალური დეპრესიის მქონდე შიზოფრენიკი იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button