არქივი

გამოჩენილი ადამიანების სიკვდილთან დაკავშირებული ფაქტები

1e226cf96c89

გამოჩენილ ადამიანთა სიკვდილთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

546349867443
1. იოჰან სებასტიან ბახი – დიდი კომპოზიტორი. გარდაიცვალა სიღატაკეში. საფლავის ქვა 100 წლის თავზე დაადეს, რომელზეც შემდეგი სიტყვები ეწერა: “ბახი – კომპოზიტორი”.

40150694bcae
2. ჯორდანო ბრუნო – იტალიელი ფილოსოფოსი. მისი ბოლო სიტყვები: “დამწვათ, არ ნიშნავს, რომ ვუარყო”.

52359ed2db8a
3. ედუარდ მანე – ფრანგი მხატვარი. იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. განგრენის გამო მას ექიმებმა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს. მხატვარი უდიდესი ტკივილებით იტანჯებოდა. როდესაც მის საწოლზე კლოდ მონემ (ფრანგი მხატვარი) ქუდი დადო, მანემ წამოიყვირა: “ფრთხილად, შეიძლება ტერფი მატკინოთ!” აგონია 2 დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც მხატვარი გარდაიცვალა.

5f038d7f6504
4. ალექსანდრე მაკედონელი – ძველი მსოფლიოს უდიდესი მხედართმთავარი. წარწერა საფლავის ქვაზე: “ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც მთელი მსოფლიო არ ჰყოფნიდა”.

9db8d8a3d33f
5. კაზანოვა – მსოფლიო მნიშვნელობის ავანტიურისტი და მექალთანე. მისი საფლავის რკინის ღობე ისეა მოწყობილი, რომ მისგან გამოსული კაუჭები აუცილებლად მოედება კაბის ბოლოებს… ასე ვთქვათ, “საფლავიდანაც არ უსვენებს ქალებს”.

1038d32d8a04
6. იოჰან ვოლფგანგ გოეთე – გერმანელი მწერალი და პოეტი. სიკვდილის წინ თვალთ დაუბნელდა და ითხოვა: “მეტი სინათლე, მეტი სინათლე!” სასწრაფოდ ფარდები გადასწიეს, რადგან ფიქრობდნენ, ეს დღის სინათლის ნაკლებობა იყო, თუმცა სინამდვილეში მომაკვდავს სიკვდილისაგან მოსული სიბნელე აწუხებდა. მისი უკანასკნელი სიტყვები გალაკტიონს ეწერა უბის წიგნაკში.

95c5299a0e76
7. ვლადიმერ ლენინი – რუსი პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, ბოლშევიკთა პარტიის დამაარსებელი. გარდაიცვალა გონებადაბნელებული. იგი მაგიდასა და სკამებს სთხოვდა ცოდვების მიტევებას.

32d96d83f4db
8. პეტრე I დიდი – რუსეთის იმპერატორი. სიკვდილის წინ ითხოვა ქაღალდი და კალამი და მხოლოდ ორი სიტყვის დაწერა მოასწრო: “ყველაფერი მიეცით…”

708d6acec610
9. თომას მორი – ინგლისელი მოაზროვნე და მწერალი. მას თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ ის ჯალათს ამხნევებდა: “კისერი მოკლე მაქვს, ამიტომ კარგად დაუმიზნე!” წვერი გადაიწია და თქვა: “ამასაც ხომ არ მიუძღვის ბრალი სახელმწიფო ღალატში”.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button