არქივი

იცოდით რომ…..

52ad669ce5db

საინტერესო ფაქტები…

ესეთი სახის პოსტი ძალიან ბევრი იდო უცნაურზე და ჩემი აზრით ეს იმფორმაცია ჯერ არ ყოფილა :ae:

ტრირის წმინდა პავლეს ეკლესიის კრიპტაში ლეგენდარული თებეს ლეგიონის თორმეტამდე ნაწამები ჯარისკაცის ნეშთი ინახება…

სამხედრო ტაქტიკაში ალყა პირველად ჰანიბალმა გამოიყენა კანეს ბრძოლაში ძვ. წ. 216 წელს…

სევერსკი დონეცში 1000-ზე მეტი მდინარე ჩაედინება…

ჰიპოლიტუსი ერთადერთი წმინდა ანტიპაპია…

46 მცხოვრებით ადამსტაუნი მსოფლიოში ყველაზე მცირედ დასახლებული დედაქალაქია…

მაქსიმ გორკიმ ნაწარმოები „მაკარ ჩუდრა“ თბილისში დაწერა…

დეიან სტანკოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს სამი ქვეყნის ღირსება დაიცვა მსოფლიო ჩემპიონატებზე: იუგოსლავიის (1998), გაერთიანებული სერბიისა და მონტენეგროს (2006) და სერბეთის (2010)..

იულიუს კეისარმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს იმიტომ გადმოიტანა, რომ ამ დღეს არჩეული კონსულები იწყებდნენ მოვალეობის შესრულებას

.როდესაც ჩინგის ყაენი დაიბადა, იმ ღამეს საშინელი ჭექაქუხილი იყო, ახალშობილს კი მარჯვენა ხელში სისხლი ჰქონდა, მას დაბადებისთანავე უწინასწარმეტყველეს, რომ იგი უდიდესი დამპყრობელი გახდებოდა და უამრავ სისხლს დაღვრიდა

ატილა ჰუნი, რომელმაც რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, გარდაიცვალა საყვარლის ლოგინში

მცხეთა მესხთა ქალაქს ნიშნავს და აგებულია ხეთური კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი გადმოსახლებული მესხების მიერ

პირველი მონოთეისტური რელიგია ძველ ეგვიპტეში წარმოიშვა

სამწამიანი მუსიკა, რომელიც კომპიუტერში Windows 95-ის ჩატვირთვის დროს ჟღერს, 1995 წელს ბრაიან ინოუმ Microsoft-ის დაკვეთით დაწერა

მესამე რაიხის ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწე ჰერბერტ ბაკე ბათუმში დაიბადა

ჯოან როულინგი არის ყველაზე მდიდარი ავტორი მსოფლიოში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქვეყნის ძირითად ნაწილს მოწყვეტილი 10.000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და მოქალაქე 170 დღე ეწინააღმდეგებოდა ნაცისტებს ყირიმის აჯიმუშკაის კატაკომბებში

წყარო: wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button