მწვანე ლაბირინთები …
გთავაზობთ რამდენიმე შთამბეჭდავ ლაბირინთს…
1. Longleat Hedge Maze (ინგლისი)
ეს ლაბირინთი შედგება 16000 ინგლისური ურთხმელისგან და ცნობილია, როგორც ყველაზე გრძელი და მაღალი ლაბირინთი მსოფლიოში. იგი შეიქმნა 1975 წელს დიზაინერ Greg Bright-ის მიერ. ლაბირინთის მოედანი 0.6 ჰეკტარს მოიცავს, ყველა შესასვლელის სიგრძე 2.7 კმ-ია. სხვა მსგავსი ლაბირინთებისგან განსხვავებით, იგი 3 მეტრიანია და მის შიგნით 6 ხის ხიდი იმყოფება, რომლიდანაც შესაძლებელია უყურო და შეაფასო მარშრუტი. ლაბირინთის ცენტრში იმყოფება საგუშაგო კოშკი, რომლიდანაც შესაძლებელია მთელი კომპლექსის სრულად ნახვა.
2. Reignac-sur-Indre Maze (საფრანგეთი)
1996 წელს აგებული ეს ლაბირინთი მსოფლიოში ყველაზე დიდ ლაბირინთადაა ცნობილი. მისი მოედანი 4 ჰეკტარს შეადგენს, იგი მდებარეობს საფრანგეთში, ტურენში. ყოველდღიურად მას 85000 ტურისტი ნახულობს, რომლებიც დიდხანს იკარგებიან ლაბირინთში :) ეს ლაბირინთი კიდევ იმითაა საუცხოო, რომ ყოველ წელს სხვადასხვაგვარია.მცენარეთა განსაკუთრებული მეთოდით დარგვის წყალობით (სიმინდი, მზესუმზირა) ის ”იზრდება” ყოველ გაზაფხულს, აგვისტოში იძლევა მოსავალს და ქრება , ხოლო შემდეგ გაზაფხულს კვლავ ჩნდება.
შედგება ნახევარი მილიონი ხეებისგან, მოიცავს 15 საფეხბურთო მოედანს, დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიების თანამგზავრული პოზიციის მიხედვით, რომელმაც საშუალება მისცა მიეღწიათ სრული სიზუსტისათვის. შექმნილია ვინმე Tom Pearcy მიერ, Star Trek სურათის 40 წლისთავის საპატივცემულოდ
ის ვერ იტრაბახებს განსაკუთრებულად დიდი ზომებითა თუ გრძელი გადასასვლელებით, მაგრამ ის ყველაზე ძველი და ცნობილი კლასიკური ლაბირინთია – ცოცხალი სხლტე (კომლის, სამოსახლოს ირგვლივ ბუჩქნარ-ბარდი),
მდებარობს ქალაქ Shoreham-ში Mornington Peninsula-ს აღმოსავლეთით, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში. ”კედელთა” სიმაღლე 3 მეტრია, სისქე- 2 მეტრი. ლაბირინთი შედგება 1200 ვარდის 217 სახეობის ბუჩქისგან. საინტერესოა მისი ხილვა ყვავილობის დროს…
5. Pineapple Garden Maze (ჰავაი)
დიდი და ნათელი ლაბირინთი, შედგება თითქმის 5 კილომეტრიანი გადასასვლელებით 1.2 ჰეკტარ მოედანზე. მის შემადგენლობაში შედის 14000 ეგზოტიკური ჰავაიური ხე, მათ შორის ჰიბისკუსი, კროტონი(ტროპიკული მცენარე, რომელიც შეიცავს რძეწვენს; მისი ერთ-ერთი სახეობის თესლში მოიპოვება ძალიან შხამიანი ზეთი, რომელიც სულ ცოტაც კი (20 წვეთზე მეტი) სახიფათოა სიცოცხლისათვის.), პანაკსი, ანანასი და ჰელიკონია. ლაბირინთი მდებაროებს Waimea Bay -ზე, ჰავაიზე. ყვავილობისას იგი მეტად შტამბეჭდავად გამოიყურება.
62 წლის მებაღე Michael Blee-მ რამდენიმე თვე დახარჯა ამ ლაბირინთის შესაქმნელად რომელიც მდებარობს Gore Farm-ში, როჩესტერიდან არცთუ შორს. ძირითადი სამშენებლო ელემენტი – 3 მეტრიანი ცოცხალი სხლტეებია. ეს მებაღის მეათე ლაბირინთია და იგი იმედოვნებს რომ თუ სიდიდთ არა, შექმნის რაოდენობის მიხედვით მაინც მოხვდეს გინესის რეკორდთა წიგნში.
შექმნილია 18-ე საუკუნეში. იგი წარმოადგენს ყველაზე რთულ ლაბირინთს, მსოფლიოში არსებულთა შორის. იგი მდებარეობს ქალაქ Stra-ში, ვენეციასთან , Pisani ვილის ახლოს . ლეგენდის თანახმად, ნაპოლეონს , 1807 წელს ამ ლაბირინთში გზა აერია.
ირლანდიური ლაბირინთი ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს, მისი მოედანი შეადგენს 1.1 ჰეკტარს. სიგრძე – 3147 მეტრს. მთლიანად ლაბირინთი შედგება 6000 ურთხმელისაგან, როემლთა უმრავლესობა დაირგო 2000 წლის დეკემბერში ჩრ.ირლანდიელებისგან , საიდანაც დაერქვა ”მშვიდობიანი ლაბირინთი”
9. Hampton Court Maze (ინგლისი)
მდებარეობს ტემზასთან ახლოს ლონდონის დასავლეთით Hampton-ის კორტის ტერიტორიაზე. გაშენებულია 1689 – 1695 წწ. George London და Henry Wise მიერ. მოედანი არცთუ დიდი აქვს – 1350 მეტრი, სიგრძე -800 მეტრი.
იგი მდებაროებს ქალაქ სტერლინგში, მასაჩუსეტის შტატში. გაიხსნა 1998 წელს. იგი ეკუთვნის Davis’ Farmland-ის მეშვიდე თაობის წამომადგენელს. წლიდან წლამდე ლაბირინთის დიზაინი იცვლება.