გართობა

StrikeBall

cat airsoft

ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ამ საიტზე იაპონელები და მათი გამოგონებები, მეც მათ გამოგონილ სპორტის ერთ-ერთ სახეობაზე StrikeBall-ზე გიამბობთ.

1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტმა გარი ტრუმენმა გასცა ბრძანება ხიროსიმას დაბომბვის შესახებ. სამი დღის შემდეგ 1945 წლის 9 აგვისტოს დაიბომბა ქალაქი ნაგასაკიც. დაიღუპა და დაშავდა 300000-მდე ადამიანი. ამის შემდეგ კი იაპონია რათქმაუნდა ადვილად დაიბყრეს და დაიმორჩილეს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით იაპონიას არ უნდა ჰყოლოდა შეიარაღებული ძალები. მათ აეკრძალათ ყველა სახის შეიარაღება, უფრო მეტიც, მათ უფლება არ ქონდათ შეესწავლათ სამურაული ბრძოლის ხელოვნებები (ძიუდო, კარატე, აიკიდო და ა.შ.) P.S. ამ უკანასკნელზე შეზღუდვა მალევე მოიხსნა. იაპონელებისთვის მნიშვნელოვანი იყო ესწავლათ სამხედრო საქმე. მათ აქ თავიანთი გამჭრიახი გონება იხმარეს და შექმნეს სათამაშო იარაღები, რომლებიც ვიზუალურად ძალიან წააგავდა ნამდვილს. ამ საშუალებით მათ მოახერხეს, რომ ოკუპაციის განმავლობაში სამხედრო საქმიანობა ესწავლათ. დღეს StrikeBall ძალიან პოპულარული თამაშია მთელს მსოფლიოში. მან მყარად გაიდგა ფესვები ამერიკაში, ინგლისში, ჩვენთვის კარგად ნაცნობ რუსეთში და სხვაგან. ახლა კი ნელ-ნელა მკვიდრდება საქართველოშიც. StrikeBall-ს ძალიან წააგავს თამაში PaintBall-ი. რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში. ამ ორ სპორტს შორის განსხვავება პრინციპულია. StrikeBall-ი სინდისზე და თვითაღიარებაზეა დამოკიდებული (ანუ რომ მოკვდები უნდა აღიარო დამარცხება :D). ხოლო PaintBall-ში საღებავიანი, მწარე ბურთულები გამოააშკარავებს შენს მარცხს :D:D

ასე რომ ჩემი და ალბათ კიდევ ნახევარი მსოფლიოს აზრით იაპონელები ძალიან მოხერხებული და აზრიანი ხალხია.

Back to top button