საკითხავისასარგებლო

ცოტა რამ ძაღლების შესახებ

6b0e41a44696

გთავაზობთ ინფორმაციას ძაღლების შესახებ 

სანამ ლეკვს შეიძენთ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ თქვენს თავს ნამდვილად გსურთ თუ არა ამ მოუსვენარი ოთხფეხა მეგობრის შეძენა?ან მოიპოვება თუ არა თქვენს სახლში მისთვის ადგილი? იქნებ ოჯახის რომელიმე წევრს არ სურს ის? შეძენამდე უნდა დაფიქრდეთ რისთვის გჭირდებათ ის, მაგალითად თუ თქვენ გჭირდებათ ქონების დასაცავად მშვენიერი ვარიანტია გერმანული ნაგაზი,ქართული ნაგაზი და სხვა. მთავარია თქვენი მოთხოვნები და ძაღლის შესაძლებლობები ემთხვეოდეს ერთმანეთს.საზოგადოების აზრით, არსებობენ ჭკვიანი და უჭკუო ძაღლები, ეს მცდარი აზრია, არ არსებობს სულელი ძაღლი. ბევრისგან მსმენია: ჩემი ძაღლი სულელია, ბევრს ან ცოტას ყეფს, არ გამოდგება ოჯახის მცველად, სახლში ოჯახის წევრების გარდა არავის უშვებს, ქუჩაში სეირნობისას სხვა ძაღლებისკენ საჩხუბრად იწევს, წინააღმდეგობას არავის უწევს, ბევრს თამაშობს, ან არავის ეკარება და ა.შ. ეს ძაღლები მეპატრონეებს ერთმანეთი რომ გაეცვალათ, ალბათ ყველა კმაყოფილი დარჩებოდა. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია, მათ თავიდანვე სწორად უნდა შეერჩიათ სასურველი ხასიათის, ტემპერამენტის და დანიშნულების ძაღლი. არასდროს შეარჩიოთ ძაღლი მხოლოდ გარეგნული მონაცემებით. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი შერჩეული ძაღლის გაბარიტები. გარდა დიდი საცხოვრებელი ტერიტორიისა, დიდი ტანის ძაღლებს ბევრად უფრო მეტი საკვები ესაჭიროებათ, ვიდრე სხვა დანარჩენს. მათთვის ასევე აუცილებელია სწორი პროფესიონალური წვრთნა, რომელიც დღესდღეობით არცთუ იაფი სიამოვნებაა.თუ სასურველი ჯიშის ძაღლს სწორად შეარჩევთ მერწმუნეთ, არასდროს იტყვით მასზე, რომ ის ცუდია!

ორსულობის პერიოდში ძაღლს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება. როგორც წესი, ძაღლებში ორსულობის პერიოდი 62-64 დღე გრძელდება.ორსულობის დროს ის ხშირად უნდა ასეირნოთ, სირბილი და ხტუნაობა რეკომენდებული არაა. ორსულობის პერიოდში დიდი ტანის ძაღლებს მეტი ყურადღება ჭირდებათ, ვიდრე პატარა ტანის ძაღლებს. მუცელი დაახლოებით 1 თვიდან ეტყობათ, თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, მაშინ შესაძლოა ადრეულ ასაკშიც შეამჩნიოთ. ორსულობის პერიოდში თითქმის ყველა ძაღლი აგრესიული ხდება. ცხოველს თავისი ინსტინქტები აქვს. მშობიარობის შემდეგ ძაღლი თავის ლეკვვებს იცავს უცხო ადამიანებისგან, ამ პერიოდში სასურველია თუ ოჯახის წევრ ბავშვებსაც მოვარიდებთ ძაღლს, რათა მათ ძაღლის გაღიზიანება არ გამოიწვიონ. მშობიარობა დიდი სტრესია. ყოფილა შემთხვევები, როცა დედას თავისი ლეკვები დაუხოცავს, ან ძუძუსთან არ მიუკარებია, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ძაღლის მშობიარობაზე აუცილებელია ვეტერინარის დასწრება. მშობიარობის დროს ხდება ხან ლეკვის გაჭედვა, ხან ჭიპლარის გადაჭრის პრობლემა წამოიჭრება, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის როგორც დედის ასევე ლეკვების სიცოცხლესაც. აქედან გამომდინარე აუცილებელია პროფესიონალის დახმარება. :yes:

ლეკვის ტუალეტისადმი მიჩვევა:

თქვენმა ლეკვმა ჯერ კიდევ არ იცის კარგისა და ცუდის გარჩევა და ეს რომ მოახერხოს, ამაში თქვენი დახმარებაა საჭირო.იმისათვის, რომ ლეკვმა თავიდანვე აითვისოს ის მითითებული ადგილები, სადაც მოსაქმებაა შესაძლებელი, თქვენი გამუდმებული მეთვალყურეობაა საჭირო. როდესაც ტუალეტში შესვლის აუცილებლობა ჩდება, როგორც წესი პატარა იწყებს წრიალს და იატაკის ყნოსვას. როცა ლეკვის ასაკი 8 კვირას არ აღემატება, უკეთესია თუ ტუალეტად სპეციალურ საფენებს გამოიყენებთ, ეს საფენები მარტივად იწოვენ სისველეს და მათი შეძენა ვეტერინარულ მაღაზიებსა და აფთიაქებშია შესძლებელი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ თქვენი პატარა მეგობარი აწრიალდა, დაიწყო იატაკის ყნოსვა, მაშინვე დაუდეთ საფენი ერთ განსაზღვრულ ადგილას და დაელოდეთ სანამ საქმეს არ დაასრულებს. უკეთესია, თუ ამ საფენს იმ ადგილას დადებთ, სადაც მან პირველად გააკეთა მონიშვნა. კარგი იქნება, თუ თქვენ ლეკვს ყოველი ჭამის შემდეგ მოათავსებთ მოსასაქმებელ საფენზე. საქმის მომთავრების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მისი შექება და ჯილდოს სახით საყვარელი სასუსნავით დასაჩუქრება.არასოდეს დასაჯოთ. :ukanali: დასჯით თქვენ მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ თქვენი პატარა დაიწყებს დამალვას და საიდუმლო ადგილების ძებნას. :( რადგან მისთვის დასჯა ასოცირებული იქნება არა ადგილის არასწორ შერჩევასთან, არამედ გაუგებარ დანაშაულთან.

507b7a8c044d

6b0e41a44696

10cf7af891a0

68ba9d4d5da6

db66cace8f32

72cd8e78afc0

წყარო: myzoo.ge

ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედია მოგეწონათ. რჩევებს ვითვალისწინეებ :) :D :(

მსგავსი ამბები

Back to top button