არქივი

ყველაზე ძვირადღირებული სახლები მსოფლიოში

205331367c9d
პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე  დიდ, ლამაზ და ძვირადღირებულ სახლებს.

 

Fleur De Lys  – 125 მილიონი დოლარი

015a2c4ae698
სახლი შეერთებულ შტატებში მდებარეობს და ერთ-ერთი მილიარდელის საკუთრებაა. მისი მთლიანი ფართობი 4000 კვადრატული მეტრია. სახლში 15 საძინებელი ოთახია, მისაღები ოთახები გამორჩეული ხელოვნების ნიმუშებით არის მორთული, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

The Manor – 150 მილიონი დოლარი

3b6d91999acd
სახლი აარონ სპელინგის საკუთრებაა. მისი ფართობია 5000 კვადრატული მეტრი. სახლის მშენებლობაზე მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობდნენ. სახლში არის ბოულინგის დარბაზი, საციგურაო მოედანი. ოთახების საერთო რაოდენობა 123-ია.

The Hearst Mansion – 165 მილიონი დოლარი

dc8097adbbea
ეს შესანიშნავი სახლი ფილმ ,,ნათლიმამას” გადაღებისას იქნა გამოყენებული . სახლში არის სამი საცურაო აუზი, კინო თეატრი, დისკოტეკა და ასევე სახლის ტერიტორიაზე მდებარეობს ჰიპიდრომი.

Villa Leopolda – 736 მილიონი დოლარი
da0cf95ecd46
ეს სახლი ბელგიის მეფემ ლეოპოლდ II-მ ააშენა 1902 წელს, ფრანგულ რივიერაზე. მისი ამჟამინდელი მფლობელი რუსი მილიარდელი პროხოროვია, რომელმაც ბოლო ეკონომიკური კრიზისის დროს აუმავი ფული დაკარგა, თუმცა ამ სახლს კვლავ ინარჩუნებს. სახლს განსაკუთრებულ ღირებულებას აძლევს, მის გარშემო გაშენებული უნიკალური ბაღები.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button