გართობაუცნაური

ტაილანდელი ბერების ტაძარი ბოთლებისგან

2315c7409285
ტაილანდის სამეფო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სახელწოდებაც მომდინარეობს ტაის ეთნოსისაგან, თავის მხრივ ”ტაი” (Thai) აღნიშნავს ”თავისუფალს”.
ტაილანდის (Thailand) სამეფოში, ბანკოკიდან (Bangkok) ჩრდილო აღმოსავლეთით დაახლოებით 370 მილში (1 მილი=1,609 კმ) , პროვინცია Si Sa Ket-ში მდებარეობს ერთი უჩვეულო ტაძარი, რომელიც შედგება 1 მილიონზე მეტი მეორადი შუშის ბოთლისგან. “Wat Lan Kuad” ან „მილიონი ბოთლის ტაძარი“ გამოირჩევა შუშის ბოთლებისაგან მშენებლობის თავისებურებით, რომელიც მოიცავს მხოლოდ შუშის ბოთლებისაგან დამზადებულ კრემატორიუმს – საგანგებო მოწყობილობის ღუმელს მიცვალებულთა გვამების დასაწვავად და შუშის ტუალეტებსაც!

d7bf7f816f6d
ტაძრის მშენებლობისათვის გამოყენებული იყო მილიონ ნახევარზე მეტი
სხვადასხვა ზომის, კალიბრის და ფერის ბოთლი. ამ ბოთლებისაგან შედგება კედლები, სვეტები, სახურავი, იატაკი, ხოლო ბოთლების თავსახურავებს ტაილანდელი ბერები იყენებდნენ გარეთა კედლების გასალამაზებლად.
„გასაოცარი მასალაა,“ -აღნიშნავდნენ ბერები, – ხანგრძლივი, მტკიცე და რაც მთავარია იაფი მასალაა, რომელიც ატარებს ბუნებრივ სინათლეს და არ იწვება მზეზე დიდხანს ყოფნით.
ბერები სამშენებლო მასალას აგროვებდნენ 24 წლის განმავლობაში და მათ კრეატიულ იდეას გამოუჩნდნენ მიმდევრებიც, რომლებიც ტაძარს ამარაგებენ მინის ბოთლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მთავარ შენობას დაემატება მინის ბოითლისაგან დამატებითი ნაგებობა …

2209f98a1b8a
ეკო-ტაძარი ყველასათვის ღიაა დღის ან ღამის ნებისმიერ დროს !
f3c29cce1bd2

f189789ec2ad
118605ffc6ec
a4570c458eac
eb81f1214710
d7991b55b9f4

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button